"მარტინ იდენი" - 1909 წელს გამოქვეყნებული თხზულებაა. კიუნსტელრომანის ტრადიციის მიხედვით შექმნილი ნაწარმოები მოგვითხრობს ახალგაზრდა პროლეტარის მძიმე და დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომელიც მწერლობის, დიდი აღიარებისკენ მიდის. იმავდროულად, ნაწარმოები იმდროინდელი ბურჟუაზიული საზოგადოების შაბლონურ მორალსა და შეხედულებებს აკრიტიკებს.
„დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური ნოველაა, რომელიც ერთის მხრივ, ესთეტიზმის პრობლემას განიხილავს, მეორეს მხრივ კი პიროვნების გაორებას ეხება. რომანის მთავარი გმირი, დორიან გრეი, ახალი ფაუსტის თვისებებით აღჭურვილი, მარადიულ ახალგაზრდობას გამოკიდებული ადამიანია, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, რასაც საბოლოოდ იგი დაღუპვამდე მიჰყავს. პირველად გამოქვეყნდა Lippincott's Monthly Magazine-ში 1890 წელს. გთავაზობთ ორიგინალის ენაზე.
„დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური ნოველაა, რომელიც ერთის მხრივ, ესთეტიზმის პრობლემას განიხილავს, მეორეს მხრივ კი პიროვნების გაორებას ეხება. რომანის მთავარი გმირი, დორიან გრეი, ახალი ფაუსტის თვისებებით აღჭურვილი, მარადიულ ახალგაზრდობას გამოკიდებული ადამიანია, რომელიც ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, რასაც საბოლოოდ იგი დაღუპვამდე მიჰყავს. პირველად გამოქვეყნდა Lippincott's Monthly Magazine-ში 1890 წელს.
„ტორტილა ფლეტი“ სტეინბეკის ადრეული (1935) რომანია, რომელშიც მოქმედებები კალიფორნიის პატარა ქალაქ მონტერეიში ვითარდება. ამ რომანში სტეინბეკი ჯგუფად ქცეული ადამიანის - ფალანგის ფილოსოფიას გვაცნობს. ტორტილა ფლეტის მრგვალ მაგიდაში სტეინბეკმა ასეთი ფალანგის იდეალური დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი წარმოიდგინა. რომანი რამდენჯერმეა ეკრანიზებული.
"ტრიუმფალური თაღი" - ესაა რომანი სიყვარულის, ომისა და სიკვდილის , რომანი ქალის შესახებ, რომელიც მხოლოდ ყოველწუთიერ გამარჯვებებს ესწრაფვის, და პარიზში მცხოვრები გერმანიიდან გამოქცეული ექიმისა, შიშისა და უიმედობის მუდმივი განცდით რომ ცხოვრობს. ესაა წიგნი ვნების შესახებ, რომელიც გარდუვალად ტრაგედიით უნდა დასრულდეს. შექმნილია 1945 წელს, აშშ-ში ავტორის ემიგრაციის წლებში (1939-1948).
წიგნი, მიჩნეული უდიდეს მიღწევად მსოფლიო ლიტერატურაში, "ძმები კარამაზოვები" არის სულიერი დრამა, რომელიც ისეთ საკითხებზე სიღრმისეულ დებატებს ეხება, როგორიცაა ღმერთი, თავისუფალი ნება, ბედისწერა, ზნეობა, ეჭვი, სამსჯავრო და სხვა. ამ ფილოსოფიური რომანის მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთში მიმდინარეობს, მთავარ თემას კი შვილის მიერ მამის მოკვლა წარმოადგენს. იბეჭდებოდა "რუსეთის მაცნეში" 1879-80 წწ.
წიგნი, მიჩნეული უდიდეს მიღწევად მსოფლიო ლიტერატურაში, "ძმები კარამაზოვები" არის სულიერი დრამა, რომელიც ისეთ საკითხებზე სიღრმისეულ დებატებს ეხება, როგორიცაა ღმერთი, თავისუფალი ნება, ბედისწერა, ზნეობა, ეჭვი, სამსჯავრო და სხვა. ამ ფილოსოფიური რომანის მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთში მიმდინარეობს, მთავარ თემას კი შვილის მიერ მამის მოკვლა წარმოადგენს. იბეჭდებოდა "რუსეთის მაცნეში" 1879-80 წწ.
ეს მცირე ზომის რომანი 1896-1904 წლებში იქმნებოდა, თუმცა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (1912 წ.). იგი მოგვითხრობს რეალური ისტორიული პიროვნების, შამილის ნაიბის, ჰაჯი მურატის რუსეთ-კავკასიის ომის დროს, 1851 წელს, რუსების მხარეზე გადასვლისა და მომდევნო წელს მათგან გაქცევის მცდელობის ამბავს.
„შაგრენის ტყავი“ 1831 წელს გამოქვეყნდა, თუმცა მისი ფრაგმენტები უკვე არსებობდა ჟურანლის სახით, რამაც ხელი შეუწყო ნაწარმოების მყისიერ პოპულარობას. რომანის მთავარი თემაა „ადამიანის არსებობის უდიდესი საიდუმლო“, რაც სამი სიტყვით გამოითქმის: „გსურდეს“, „შეგეძლოს“ და „იცოდე“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რაფაელ ვალენტენი ისურვებს, მაგრამ საბოლოოდ გაარკვევს, რომ არ შეუძლია, რადგან არ იცის, როგორ მოიხმაროს ის, რაც ისურვა.
რომანის გმირი, იუჰან ნილსენ ნაგელი, იდუმალი პიროვნებაა, რომელიც ერთი პატარა ნორვეგიული ქალაქის მშვიდ და ბიურგერულ ცხოვრებას ააფორიაქებს და ააშფოთებს. ის თითქოს უცხოა ამ პლანეტაზე, ცდილობს წესების მიხედვით იცხოვროს და არ იცის, როგორ; მოიპოვებს ორი ქალის სიყვარულს, მაგრამ ვერც ერთის რეალიზებას ვერ შეძლებს; მას არეული აქვს რეალობისა და სიზმრის აღქმა. 1892 წელს გამოქვეყნებული „მისტერიები“ ეგზისტენციალისტური რომანია, ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ მხიარული, დროდადრო სევდიანიც, რომელიც საბოლოოდ მარადიულ კითხვას სვამს: „რისთვის ვცხოვრობთ?“
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" გახლავთ ერიხ მარია რემარკის 1928 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც გერმანელი ჯარისკაცების ფიზიკურ და მენტალურ სტრესს აღწერს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. წიგნი აკრძალული იყო ფაშისტურ გერმანიაში, მის ეგზემპლარებს ეძებდნენ და წვავდნენ. რომანი ორჯერ არის ეკრანიზებული.
რეი ბრედბერის დისტოპიური რომანი "ფარენჰეიტი 451" 1953 წელს გამოქვეყნდა და მყისვე ამ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იქცა. ნაწარმოები აღწერს ამერიკული საზოგადოების მომავალს, სადაც მეხანძრეები ეძებენ და ცეცხლს უკიდებენ ყველა წიგნს, რომელსაც კი იპოვიან. ესაა მნიშვნელოვანწილად წინასწარმეტყველური ნაწარმოები (კედლის კინოთეატრი, საყურისები, ბანკომატები), თუმცა თავად ავტორი მას გამაფრთხილებელს უწოდებდა, ტოტალიტარიზმისგან გამაფრთხილებელ წიგნს. "ფარენჰეიტი 451" არაერთხელაა ადაპტირებული თეატრისა და კინოსთვის.
„ლამაზი მეგობარი“ მოპასანის რიგით მეორე რომანია, რომელიც 1885 წელს გამოქვეყნდა. იგი აღწერს ჟურნალისტ ჟორჟ დურუას მიერ უზნეო და კორუმპირებული გზით პარიზის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანის მდგომარეობის მიღწევის ამბავს, რისთვისაც ის მდიდარი და გავლენიანი ქალბატონებით მანიპულირებს.
ხანშიშესული ქალბატონი და, იმავდროულად, დეტექტივი ჯეინ მარფლი ბავშვობის მეგობარ ქერი ლუიზ სეროქოლდთან მიემგზავრება მის მამულ სტოუნიგეიტში, თითქოს დასასვენებლად, სინამდვილეში კი საეჭვო ვითარებაზე დასაკვირვებლად. ეჭვები მალევე დასტურდება, რადგან აქ იგი მახვილგონივრულად დაგეგმილ მკვლელობათა სერიის მოწმე გახდება... ვინ? რატომ? რა მიზნით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მკითხველს საკმაოდ გაუჭირდება, სანამ ნაწარმოების კვანძი არ გაიხსნება. ეს საინტერესო დეტექტივი 1952 წელს გამოქვეყნდა.
1866 წელს გამოქვეყნებული რომანის მთავარი თემა ღარიბი სტუდენტის, როდიონ რასკოლნიკოვის ღრმა სულიერი აშლილობა და მორალური დილემაა - შესაძლებელია თუ არა დანაშაულის ჩადენა მომავალი კეთილი საქმის სახელით. რომანი ასევე სინჯავს რასკოლნიკოვის თეორიას იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მინიჭებული დანაშაულის ჩადენის უნარი. „დანაშაული და სასჯელი“ ფსიქოლოგიური რომანის მწვერვალად მიიჩნევა.