iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

რელიგიური

სორტირება:

ვინ ვიყავით ქართველები ქრისტიანობამდე? არსებობს თუ არა სრულიად საქართველოს წარმართულ ღვთაებათა პანთეონი? რა წარმართული ადათებია დაცული ქრისტიანობაში? რას ეთაყვანებოდნენ ძველი ქართველები? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ივანე ჯავახიშვილი ცდილობს ვრცელ მონოგრაფიაში "ქართველების წარმართობა".

XIX საუკუნის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყეველი და დიდი პატრიოტი, მიხეილ თამარაშვილი წლების განმავლობაში ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებს ეცნობოდა, სადაც ფასდაუდებელი მასალა შეაგროვა საქართველოში კათოლიკობის არსებობისა და მეტიც, მისი ნაკლებადცნობილი და გარკვეულწილად მიჩუმათებული პოპულარობის შესახებ. შედეგს წინამდებარე წიგნი წარმოადგენს, პირველად გამოცემული 1902 წელს.

"ბჰაგავად გიტა" (ასევე ცნობილი, როგორც მხოლოდ "გიტა") ინდური ეპიკური პოემის - "მაჰაბჰარატას" ნაწილია (მეექვსე თავის 25-42 თავები), სადაც პანდავთა დინასტიის პრინცი არჯუნა დამრიგებელსა და მეეტლეს - ღმერთ კრიშნას - ომის გარდუვალობაში გარკვევას სთხოვს. დიალოგის ფორმით ხდება ძველინდური ფილოსოფიის მთავარი პოსტულატების ჩამოყალიბება. წიგნს თან ახლავს მისი ღვთიური უგანათლებულესობის, ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუბადას ვრცელი კომენტარი.

ბავშვის თვალით დანახული რელიგიურ-თეოლოგიური საკითხები, შეზავებული მარქ ტვენისეული ხალასი იუმორით, ეს გახლავთ დიალოგის სტილში შექმნილი მოთხრობა "ციცქნა ბესი".

"ბიბლიის აბსურდულობანი" ქლარენს დაროუს მცირე ესსეია, რომელშიც იგი დამახასიათებელ ექსპრესიულ სტილში გვთავაზობს ბიბლიისა და ქრისტიანობის პოსტულატების კრიტიკას.

"ქრისტე" არის ჯონ რემსბერგის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნაშრომი, რომელიც სახარების ფუნდამენტურ კრიტიკას გვთავაზობს. ნაშრომში პუნქტობრივად არის განხილული ახალი აღთქმის მთავარი პერსონაჟის ცხოვრება და ჩამოყალიბებულია მისი ისტორიული არარსებობის დოქტრინა. წინამდებარე ტექსტი ამ წიგნის პირველი თარგმანია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ქრისტე
3.55ლარი

ქრისტე

ჯონ რემსბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დაკვირვებანი წმინდა იოანეს აპოკალიფსისზე" მეორე ნაწილია წიგნისა (პირველი, "დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" წლის დასაწყისში გამოიცა), რომელშიც ავტორი, მისი აზრით უკვე განხორციელებულ წინასწარმეტყეველებათა ახსნის გზით, ცდილობს მომავლის მოვლენათა განჭვრეტას.

ქართული ჰაგიოგრაფიის მე-6 წიგნში შესულია ასურელი მამების - აბიბოს ნეკრესელისა და იოანე ზედაზნელის ცხოვრება, დავით გარეჯელის ცხოვრება, საქართველოს ეკლესიის წმინდანის - სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება, და VI საუკუნის საეკლესიო მოღვაწეების - შიოსა და ევაგრეს ცხოვრება.

"დაკვირვებანი დანიელის წინასწარმეტყველებებზე" პირველი ნაწილია წიგნისა, რომელშიც ისააკ ნიუტონი ცდილობს გაერკვეს ქრისტიანული რელიგიის საწყისებში და ახსნა უპოვოს, ერთის მხრივ, იესოს მოვლენასა და მისგან გამომდინარე დამდგარ და სამომავლო შედეგებს, ხოლო, მეორეს მხრივ, გააანალიზოს ეკლესიის განვითარების გზა. თარგმანი ქართულ ენაზე სრულდება პირველად.

ცნობილი ფილოსოფოსის, გრიგოლ ნოსელის პატრისტიკული ნაწარმოები მამის, ძისა და სულიწმიდის ერთსახეობის შესახებ

კრებულში შესულია IX-X სს. ქართული ჰაგიოგრაფიის ოთხი ძეგლი - უცნობი ავტორების "კოსტანტი კახის წამება", "ცხრათა ყრმათა წამება", "დავითის და ტირიჭანის წამება" (სავარაუდოდ თარგმნილია) და ეპისკოპოს სტეფანე მტბევარის "გობრონის წამება".

ერთ-ერთი უძველესი (VI ს.) ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლი, რომელიც ასახავს სპარსი ჭაბუკის წამებას ქრისტიანობისთვის

VIII საუკუნის ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლი, რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის მარტვილობა ქრისტიანული სარწმუნოებისთვის.

აბოს წამება
0.55ლარი

აბოს წამება

იოანე საბანისძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

X საუკუნის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც აღწერს ქართველი სასულიერო მოღვაწის, გრიგოლ ხანძთელის, ცხოვრებას და აყალიბებს ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეას.

ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლი, შექმნილი V საუკუნეში, რომელშიც მოთხრობილია ვარსქენ პიტიახშის ღალატი და სარწმუნებისთვის მისი მეუღლის წამება

შუშანიკის წამება
0.88ლარი

შუშანიკის წამება

იაკობ ცურტაველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"იულიანე განდგომილი. ღმერთების სიკვდილი" პირველი რომანია ტრილოგიისა "ქრისტე და ანქტიქრისტე", რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. რომანი ასახავს IV საუკუნის რომის იმპერატორის, ფლავიუს კლავდიუს იულიანეს ცხოვრებასა და მის მცდელობას აღადგინოს წარმართობა სულ უფრო პოპულარული ქრისტიანობის პირობებში. ავტორის სიცოცხლეშივე რომანი "გამორჩეული მხატვრული ძალის" ნაწარმოებად იქნა მონათლული.

იულიანე განდგომილი
2.44ლარი

იულიანე განდგომილი

დიმიტრი მერეჟკოვსკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star