iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

„ქართული სამართლის ისტორიის“ მეორე ნაწილის მეორე ნაკვეთში ფუნდამენტურად არის განხილული დანაშაულისა და სამართლის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, დანაშაულებანი სახელმწიფოს, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ; სამართლის მხრივ, საკორპორაციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი ისევე, როგორც სასამართლოს წარმოება საქართველოში.

„ქართული სამართლის ისტორიის“ მეორე ნაწილის პირველი ნაკვეთი ძირითადად სოციალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა მოსახლეობა, წოდებრივი დანაწილება, მმართველი წრეები, მათ შორის ურთიერთობები ისევე, როგორც ცალკეული მოხელენი და მოხელეობა.

დიდი ქართველი ისტორიკოსის ფუნდამენტური ნაშრომის პირველ წიგნში განხილულია ქართული სამართლის წყაროები, ზოგადი ცნობები და საეკლესიო სამართლის ძეგლები ისევე, როგორც მეფეთა (ვახტანგ VI, ერეკლე II და სხვა) სამართლის ძეგლები და უცხოელთა ცნობები ქართული სამართლის შესახებ.

წინამდებარე მცირე ზომის ესსეით ივანე ჯავახიშვილი შეკუმშული ახით გადმოსცემს ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას ისტორიის შესწავლისადმი და იმ ძირითად მომენტებს, რაზეც დიდი ქართველი მოღვაწე ამახვილებდა თავის ყურადღებას.

ამ მოკლე ნარკვევში ივანე ჯავახიშვილი შეკუმშული ფორმით განიხილავს ჩვენი მეზობელი ქვეყნის უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებს საქართველოს ძირძველ მიწებზე, რაც ჩვენი მეორე მეზობლის ხელდასხმით ხდებოდა საუკუნეების მანძილზე.

დიდი ქართველი ისტორიკოსის ნარკვევში ქართველ მეფეთა უფლებებია განხილული, მათი დამოკიდებულება "დიდგვარიან აზნაურებთან" და ამ უკანასკნელთა არცთუ უმნიშვნელო როლი ქვეყნის მართვაში თვით დავითისა და თამარის მეფობისას.

წინამდებარე კვლევა ეხება აღმოსავლეთის ხალხთა, პირველ რიგში კი ქართველთა და სომეხთა, ისტორიაში არსებულ ხარვეზებსა და შესწავლის მეთოდოლოგიას.

დიდი ისტორიკოსი დოკუმენტურად ასაბუთებს რუსეთის ცბიერ და ვერაგულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა, როგორც 1783 წლის შეთანხმებამდე, ისე მას შემდეგ. გამოკვლევა დაწერილია 1919 წელს.

ვინ ვიყავით ქართველები ქრისტიანობამდე? არსებობს თუ არა სრულიად საქართველოს წარმართულ ღვთაებათა პანთეონი? რა წარმართული ადათებია დაცული ქრისტიანობაში? რას ეთაყვანებოდნენ ძველი ქართველები? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ივანე ჯავახიშვილი ცდილობს ვრცელ მონოგრაფიაში "ქართველების წარმართობა".

"საქართველოს საზღვრები" არის 1919 წლის კონსტანტინეპოლის კონფერენციისთვის მომზადებული კვლევა, რომელიც ისტორიულ ჭრილში განიხილავს საქართველოს საზღვრებს, მათ წინაშე არსებულ საფრთხეებს და სამომავლო პერსპექტივას. ხაზგასმულია კონკრეტული ჯგუფების მიერ საზღვრის და, შესაბამისად, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის გამჟღავნებული სურვილი და მათი დამადასტურებელი ფაქტები.