iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

"ანტონიოსი და კლეოპატრა" უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედიაა, რომლის საფუძვლად რომაელი მხედართმთავრის, ტრიუმვირატის წევრის, მარკუს ანტონიოსისა და ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას საოცარი და დრამატიზმით აღსავსე, საბედისწერო სიყვარულის ისტორია დევს. პირველად შესრულდა 1607 წელს.

გაცხოველებული საუბრის განმავლობისას ათენელ ინტელექტუალთა ჯგუფი ღვინის თანხლებით  აყალიბებს შეხედულებებს ეროსის შესახებ. მათი საუბრებიდან ნატიფი თვალსაზრისი გამომდინარეობს გენდერული როლის, სექსის და ძირითად ადამიანურ ინსტინქტთა სუბლიმაციის შესახებ. დისკუსია სრულდება სოკრატეს რადიკალური გამოწვევით საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებისადმი.

"მიჯაჭვულ პრომეთეში" ესქილე გვიჩვენებს  დრამატულ კონფლიქტს ადამიანის პროგრესის თავისუფალ სულსა და ღვთიური კანონით დადგენილ შეზღუდვებს შორის. პრომეთე მთაზე იქნა მიჯაჭვული, მას მარადიული და ჯოჯოხეთური ტანჯვა მიესაჯა, რადგან გაბედა და ღმერთებს ცეცხლი მოპარა დედამიწაზე მის ჩასატანად. პრომეთეს ამბავი იქცა ადამიანის ხასიაის სიმტკიცის, გამარჯვებისა და განათლების უნივერსალურ სიმბოლოდ.

მე-14 საუკუნის შუაწელს შექმნილი რომანი, რომელშიც ათი პერსონაჟის მიერ ათი დღის განამვლობაში სიყვარულის, ღირსების, ჭკუისა და მოხერხებულობის ამბებია მოთხრობილი, პირველ რიგში შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ გარდამავალ კულტურულ ღირებულებათა ასახვისათვისაა მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ევროპული ლიტერატურის ეპოქალურ ნაწარმოებს წარმოადგენს.

რანკის წინადადების პასუხად უფრო ხანმოკლე მკურნალობის ჩატარების შესახებ ფროიდი წინამდებარე ნაშრომის ცენტრალურ თემად აქცევს მკურნალობის ხანგრძლივობასა და "გადატანის ნაწილს, რომელიც ვერ იქნა გადაწყვეტილი".

სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.

წინამდებარე კვლევის ფოკუსშია ნიცშეს კამათი პოზიტივისტებთან და ისტორიის აღქმის პრობლემა მატერიალიზმისა და იდეალიზმის პოზიციებიდან. წარმოადგენს რა სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნიცშე ემპირიულ გამოცდილებას საკუთარ შეედულებებს უპირისპირებს, და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ისტორია მორალური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მეცნიერებად იწოდებოდეს.

„თავისი თავის დარაჯი" კალდერონის ე. წ. „დაშნისა და მოსასხამის“ კომედიების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყოფის ორადობისა და მუდმივი წინააღმდეგობის, მუდმივი კონფლიქტის იდეას ატარებს სინამდვილესა და მოჩვენებას, რეალობასა და ილუზიას შორის.

თავისი თავის დარაჯი
2.00ლარი

თავისი თავის დარაჯი

პედრო კალდერონ დე ლა ბარკა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ექიმი სტოკმანი ცდილობს წყლის დაბინძურების სკანდალი გამოიძიოს თავის მშბლიურ ქალაქში, რომელიც საკუროტო ცენტრად უნდა იქცეს. როდესაც მისი ძმა, ბურგომისტრი, შეთქმულებას მოაწყობს ადგილბრივ პოლიტიკოსებსა და გაზეთთან ერთად, სტოკანი იძულებულია საზოგადოებას მიმართოს, თუმცა პასუხად მხოლოდ "ხალხის მტრის"  სახელს იღებს. პირველად დადგმული 1883 წელს, "ხალხის მტერი" დღემდე რჩება ავტორის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ პიესად.

ხალხის მტერი
2.88ლარი

ხალხის მტერი

ჰენრიკ იბსენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ლეგენდა უთავო მხედრის შესახებ, რომელსაც ფესვები მრავალი ხალხის ფოლკლორში აქვს გადგმული, უფრო ღრმად მიდის, ვიდრე ვაშინგტონ ირვინგის ცნობილი ისტორია. კაპიტან მაინ რიდის რომანი ki, გამოქვეყნებული ორმოცი წლით გვიან, ცნობილ ტეხასურ გადმოცემას ეფუძნება. მასში მოთხრობილია მორის ჯერალდისა და ლუიზა პოiნდექსტერის სიყვარულის, ლუიზას ძმის, ჰენრის მკვლელობისა და ამ უკანასკნელის მკვლელის ძიების იდუმალებით მოცული ამბავი. პირველად გამოქვეყნდა 1866 წელს.

ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.

ერკუილ პუარო "აღმოსავლეთის ექსპრესით" მგზავრობს და, როგორც ყოველთვის, თავსატეხ ისტორიაში აღმოჩნდება ჩათრეული. პირველ კლასის ვაგონშ მამაკაცის გვამია. პუაროს მოუწევს გახსნას დანაშაული, რომელშიც მკვლელი შესაძლოა რესპექტაბელურ მგზავრთაგან ნებისმიერი იყოს. 

"ფილოსოფიური აზრები" - ესაა ფრანგი ფილოსოფოსის განაზრებანი ადამიანის, ღმერთის, განგების შესახებ, ისევე, როგორც შესახებ ადამიანის დამოკიდებულებისა ღვთაებასთან; "ფილოსოფიური აზრების დამატებანი" კი უმთავრესად რელიგიის, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგობრივ საკითებს ეხება.

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ფრანგი განმანათლებლის მოსაზრებები ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე, როგორიცაა ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა და პოეზია, რაც მხატვრული კრიტიკის საფუძვლად იქცა. ფილოსოფიური შეხედულებები ბუნების, მატერიის, სიცოცხლის წარმოშობის საკითხებს ეხება.

"საბრალონი" - ესაა საფრანგეთის ისტორია, მოთხრობილი მის მთავარ გმირთა პირადი ცხოვრებით. რომანის მოქმედება მიმდინარეობს ვატერლოოს ბრძოლასა (1815) და 1832 წლის ივნისის მოვლენებს შორის. ხუთ ტომში მოთხრობილია ჟან ვალჟანის ცხოვრება, ციხიდან მისი გაქცევიდან სიკვდილამდე. მის გარშემო შემოკრებილან პერსონაჟები, რომელთა ნაწილი წიგნის სხვადასხვა ტომებს აძლევს სახელს, ამ საუკუნის საბრალონი, უბედურები და ტანჯულნი: ფანტინი, კოზეტა, მარიუსი, ისევე, როგორც ტენტარდიეს ოჯახი, და ასევე კანონის წარმომადგენელი ჟავერი.

"საბრალონი" - ესაა საფრანგეთის ისტორია, მოთხრობილი მის მთავარ გმირთა პირადი ცხოვრებით. რომანის მოქმედება მიმდინარეობს ვატერლოოს ბრძოლასა (1815) და 1832 წლის ივნისის მოვლენებს შორის. ხუთ ტომში მოთხრობილია ჟან ვალჟანის ცხოვრება, ციხიდან მისი გაქცევიდან სიკვდილამდე. მის გარშემო შემოკრებილან პერსონაჟები, რომელთა ნაწილი წიგნის სხვადასხვა ტომებს აძლევს სახელს, ამ საუკუნის საბრალონი, უბედურები და ტანჯულნი: ფანტინი, კოზეტა, მარიუსი, ისევე, როგორც ტენტარდიეს ოჯახი, და ასევე კანონის წარმომადგენელი ჟავერი.