iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

ჰეგელის "ესთეტიკა" ის ნაშრომია, რომელშიც ავტორი სრულად გამოხატავს ხელოვნების ფუძემდებლურ თეორიას. პირველ ნაწილში განხილულია მშვენიერის ზოგადი ბუნება, როგორც სულიერი გამოცდილებისა; ჰეგელი განასხვავებს ხელოვნების მშვენიერსა და ბუნებრივ მშვენიერს და მხატვრული გენიისა და ორიგინალობის ხასიათს იკვლევს.

როგორც წმინდა ტრაგედია, ეს შედევრია. ესქილე ომის ამბავს სპარსელთა თვალსაზრისით გვიყვება, ხოლო მისი სიამაყე ბერძენთა დიადი გამარჯვების გამო ქსერქსესა და მისი დამარცხებული ხალხისადმი გულწრფელ თანაგრძნობასთან არის შეზავებული.

"მავედრებელნი", ტრილოგიის პირველი და ერთადერთი შემონახული ნაწილი, სრულებით არ შეეფერება იმ მოლოდინს, ბერძნული დრამის მიმართ რომ გაგვაჩნია. მასში არც გმირია, არც ვარდნა და არც ტრაგიკული დასასრული. ნაცვლად ამისა, პიესა ასახავს სექსუალობის, სიყვარულისა და ემოციური სიმწიფის გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.

ვირჯინია ვულფის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი და­ტოვა ინგლისურ და მსოფლიო ლიტერატურაზე. თვით მისი სტილი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში. „მისის დელოუეი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმო­ებია ვირჯინიას შემოქმედებაში. რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა და უმალ მოიპოვა აღიარება. "თაიმზმა" (Times) ეს მოდერნისტული შედევრი ას საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს შორის დაასახელა.

მისის დელოუეი
7.00ლარი

მისის დელოუეი

ვირჯინია ვულფი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დაბრუნებული სამოთხე" მილტონის პოემის, "დაკარგული სამოთხე", გაგრძელებაა, რომელშიც ავტორი გვიჩვენებს სატანას, რომელიც იესოს შეცდენას ცდილობს მსგავსად იმისა, როგორც მან ევა შეაცდინა, თუმცა ამ შემთხვევაში მარცხს განიცდის.

ბიძია რიმუსი კეთილი ყოფილი მონაა, რომელიც პატარა ჯოელს ზღაპრებს მოუთხრობს. ამ ზღაპრების მთავარი გმირი მოხერხებული "ძამია კურდღელია", სიმპათიური პერსონაჟი, რომელსაც ხშირად "ძამი მელია" და "ძამია დათუნია" უპირისპირდებიან, თუმცა კურდღელი თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. აქვე შეხვდებით კუს, კაკაჩას, ბეღურას, ოპოსუმსა და სხვა ცნობილ პერსონაჟებს.

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

"დუბროვსკი" - პუშკინის პროზის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელიც ეფუძნება მართლმსაჯულებით განაწყენებული კადნიერი თავადის ნადმვილ ისტორიას. მოთხრობა დღემდე რჩება სალიტერატურო წრეების კამათის საგნად, ლინგვისტებისთვის კი "დუბროვსკი" რუსული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია.

დუბროვსკი
1.55ლარი

დუბროვსკი

ალექსანდრე პუშკინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჰეგელის "ლექციები ესთეტიკის შესახებ" 1820-იან წლებში იქნა წაკითხული ბერლინში. ეს არის ღრმად არგუმენტირებული ნაშრომი, რომელიც გამოწვევას წარმოადგენს ხელოვნების უნარისადმი, რეაგირება მოახდინოს თანამედროვე სამყაროზე.

ლესინგის ხუთმოქმედებიანი ბურჟუაზიული ტრაგედია, "ემილია გალოტი", უდავოდ შედევრს წარმოადგენს. განმანათებლობის ეპოქის დრამას საქმე აქვს კონფლიქტთან თავადაზნაურობის მართვის თვითნებურ სტილსა და ბურჟუაზიის ახალ მორალს შორის. პრემიერა შედგა 1772 წლის 8 მარტს ბრაუნშვაიგში.

ემილია გალოტი
2.33ლარი

ემილია გალოტი

გოთჰოლდ ეფრაიმ ლესინგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლური ტექსტი, "წმინდა გონების კრიტიკა", ისტორიაში შევიდა, როგორც გამაერთიანებელი ორი დაპირისპირებული ფილოსოფიური სკოლისა: რაციონალიზმის, რომელიც მთელს ცოდნას გონებაზე აფუძნებს, და ემპირიზმისა, რომელიც ჩვენს ცოდნას გამოცდილებას უკავშირებს. "წმინდა გონების კრიტიკა" არის წიგნი, რომელიც ადამიანის გონების ღრმა და ყოველმხრივ კვლევას წარმოადგენს.

"არგონავტიკა" გახლავთ იაზონის მიერ ოქროს საწმისის ძიებისა და კოლხეთის მეფის ასულ მედეასთან ურთიერთობის დრამატული ისტორია. აპოლონიუსი ადამიანის ცხოვრების მრავალ ასპექტს ეხება, როგორიცაა სიყვარული, ღალატი, გმირობა, უცოდინრობა, და ხშირად პოეტურად წარმტაც სურათებს გვთავაზობს.

არგონავტიკა
3.44ლარი

არგონავტიკა

აპოლონიოს როდოსელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

საყოველთაოდაა მიღებული აზრი, რომ "ორი ვერონელი აზნაური" შექსპირის პირველი კომედიაა, და შესაძლოა საერთოდ პირველი პიესა. გაუგებრობასა და სამოსისა და გარეგნობის შეცვლის გარშემო აგებული კომედია იმავდროულად იდეალური მამაკაცური მეგობრობის და იმის შესახებაა, თუ რა საფრთხის დგას ეს მეგობრობა, როდესაც საქმე ქალის სიყვარულს ეხება.

ოთხიათასწლოვან თიხის ფირფიტებზე განსაცვიფრებლად შემორჩენილი პოემა გილგამეშის, ურუკის მეფისა, სამყაროს უძველესი ეპოსია, რომელიც რამდენიმე საუკუნით უსწრებს ჰომეროსს. ამბავი მოგვითხრობს გილგამეშის თავგადასავალს მხეც-კაცა ენკიდუსთან ერთად, და მის მოგზაურობას სამყაროს კიდისკენ უკვდავების საიდუმლოს ამოსაცნობად. ოჯახის, მეგობრობისა და მეფეთა ვალდებულებებთან ერთად "გილგამეშიანი" უპირველეს ყოვლისა ეძღვნება ადამიანის მარად ბრძოლას სიკვდილის შიშთან.

ოდესმე შექმნილთა შორის უბრწყინვალესი პოლიტიკური პიესა, "კორიოლანოსი", მომნუსხველი ფსიქოლოგიური კვლევაა პიროვნების დამოკიდებულებისა ძალაუფლებასთან, მისი რომაელი გმირი კი შექსპირის მიერ შექმნილი ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფიგურა.

კორიოლანოსი
1.99ლარი

კორიოლანოსი

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ნეტარი სიცოცხლისათვის" არის სენეკა უმცროსის ტრაქტატი, შექმნილი დაახლოებით ჩვ.წ. 58 წელს და ის მიძღვნილია მისი უფროსი ძმის, გალიონისადმი. ნაშრომში გადმოცემულია სენეკას ზნეობრივი შეხედულებები. მისი აზრით, ნეტარებისკენ სწრაფვა ნიშნავს გონივრულობისკენ სწრაფვას, სადაც გონიერება გაგებულია არა მხოლოდ როგორც ლოგიკის გამოყენება, არამედ ბუნების პროცესთა ცოდნაც.

ნეტარი სიცოცხლისათვის
1.88ლარი

ნეტარი სიცოცხლისათვის

ლუციუს ანეუს სენეკა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star