iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

კლასიკა

სორტირება:

გთავაზობთ თურქი კლასიკოსი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანს ,,ნარჩიტა“. ნაწარმოებში ასახულია ადრე დაობლებული პატარა ფერიდეს ცხოვრება, რომელიც მშობლების გარდაცვალების მერე დეიდასთან იზრდებოდა. დეიდას ფერიდეზე ცოტა უფროსი ვაჟი, ქამურანი ყავდა. მალე დეიდაშვილებს შორის სიყვარულმა იმძლავრა. ყველაფერი ბედნიერი ქორწილით დასრულდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ფერიდე შეიტყობს, რომ მათ შორის სხვა ქალი ჩამდგარიყო. სასოწარკვეთილი ქალი სახლიდან გარბის და არ იცის, რა ელოდება წინ, რა ინტრიგებს უმზადებს ცხოვრება და მოუწევს თუ არა კიდევ ქამურანთან შეხვედრა.

ნარჩიტა
7.00ლარი

ნარჩიტა

რეშად ნური გიუნთექინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

ძნელათ თუ მოიძებნება ისეთი იდუმალებით მოცული თხზულება როგორიც "დიგენის აკრიტასია". მან თითქოს გაიზიარა ბედი იმ საზოგადოებისა, რომლის წიაღშიც შეიქმნა -  ბიზანტიის დაცემის შემდგომ, მრავალი საუკუნის განმავლობაში უკვალოდ დაკარგული, მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აღმოჩენილი, რითაც პოემამ თავისი "მეორე ცხოვრება" დაიწყო.

"მედეა" - სენეკას პირველი ტრაგედიაა, რომელიც ქართულად ითარგმნა. სიუჟეტი შემოიფარგლება კორინთოში დატრიალებული უბედურების ერთი დღით, თუმცა ტრაგედიას ფონად გასდევს არგონავტების მითის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები. ტრაგედიის მოქმედება იწყება მას შემდეგ, რაც მედეა შეიტყობს თავზარდამცემ ამბავს: კრეონს სურს იასონი მედეას დააშოროს და საკუთარი ასული შერთოს ცოლად, ხოლო თავად მედეა კორინთოდან გააძევოს.

მედეა
2.88ლარი

მედეა

ლუციუს ანეუს სენეკა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ელინური სამყაროს დრამატურგთა დიდებულ სამეულში ევრიპიდე ქალთა სახეების ვირტუოზული წარმოჩენით გამოირჩევა. ამ თვალსაზრისით ,,მედეა" განუმეორებელია, რადგანაც მის ხასიათში მთელი სიმძაფრით აისახა თავად ავტორის მისწრაფება, რაც შეიძლება ღრმად შეეღწია ადამიანის სულიერ სამყაროში და შეეძრა იგი. ქალთა სახეების გალერეაში მედეა დამკვიდრდა არა თავისი სიწმინდითა და სათნოებით, არამედ ხასიათის სიძლიერით.

მედეა
3.22ლარი

მედეა

ევრიპიდე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ცი­ცე­რო­ნი, რო­მელ­საც ბრწყინ­ვა­ლე გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ბერ­ძე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, თა­ვის ტრაქ­ტა­ტებ­ში ბერ­ძნუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე გვთა­ვა­ზობს სა­ინ­ტე­რე­სო მსჯე­ლო­ბებს სა­ხელ­მწი­ფოს, კა­ნო­ნე­ბის, ზნე­ო­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც გა­ჯე­რე­ბუ­ლია მა­გა­ლი­თე­ბით სა­ბერ­ძნე­თი­სა და რო­მის ის­ტო­რი­ი­დან. ცი­ცე­რო­ნის ტრაქ­ტა­ტი „ტუს­კუ­ლა­ნუ­რი სა­უბ­რე­ბი“ და­წე­რი­ლია ხუთ წიგ­ნად, დი­ა­ლო­გის, კით­ხვა-პა­სუ­ხის სა­ხით, მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის.

ტუსკულანური საუბრები
4.55ლარი

ტუსკულანური საუბრები

მარკუს ტულიუს ციცერონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ალექსანდრიული ბიბლიოთეკის დაწვა საბედისწერო აღმოჩნდა ბერძნული ლირიკისთვის. გვიანი ხანის საბერძნეთსა და ბიზანტიაში ადრეული ბერძნული ლირიკით მხოლოდ სწავლულები იყვნენ დაინტერესებულნი. ისინი საკუთარი ნააზრევის ნათელსაყოფად იმოწმებდნენ ბერძნული ლირიკის ნიმუშებს. სწორედ უძველეს წყაროებში დადასტურებული ციტატები და უახლესი პაპიროლოგიური აღმოჩენების ფრაგმენტები გვიქმნიან ძირითად წარმოდგენას ძველი საბერძნეთის ლირიკის გარდასულ დიდებაზე.

ითვლება, რომ სოფოკლეს ტრაგედიათა შორის "აიასი" უადრესია. „აიასი“ მოგვითხრობს გმირთა ეპოქის უდიდეს აქაველ გმირზე, რომელიც ძლიერებითა თუ კეთილსახოვნებით მხოლოდ აქილევსს ჩამოუვარდება. ტრაგედიაში მრავლისმომცველი და მარად აქტუალური პრობლემებია ასახული,  სოფოკლეს პოეტურმა გენიამ კი აიასის თვითმკვლელობა მსოფიოს ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად აქცია.

აიასი
3.22ლარი

აიასი

სოფოკლე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ევრიპიდეს შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოს სიყვარულის თემას ეძღვნება. ევრიპიდეს შემოქმედების უმთავრეს თავისებურებად მისი თანამედროვეობა სახელდება, რაც უპირველეს ყოვლისა გამოვლინდა ტრაგედიებში ჰეროიკულ-პატრიოტული მოტივების მომძლავრებით, ანტიკური დემოკრატიის არასრულყოფილებისა თუ რელიგიური კრიზისის გაცნობიერების წარმოსახვით. ამ განცდით არის დაწერილი ტრაგედია „მავედრებელი ქალები“, რომელსაც მისი ჰიპოთესისის ავტორმა „ათენის ენკომიონი“ („სადიდებელი“) უწოდა.

პიესა შექმნილია 1605-06 წლებში და მოგვითხრობს ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ლირის ისტორიას, რომელმაც წლების მიწურულს სამ ქალიშვილს შორის სამეფოს განაწილება გადაწყვიტა.

King Lear
1.22ლარი

King Lear

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ათენელთა სახელმწიფო წყობილება" არისტოტელეს ერთადერთი შემორჩენილი ტრაქტატია სახელმწიფოს შესახებ, რომელშიც ის ათენის პოლიტიკურ სისტემას აღწერს. პირველი ნაწილი 41 თავისგან შედგება და აღწერს პერიოდს ჩვ. წ.ა. 403 წლამდე.

"მხოლოდ ფრაგმენტები! მაშასადამე, არაფერი მთლიანი, არაფერი დასრულებული. რატომ? ნაწილობრივ დროის, ხალისის და ჩემი წარსულისადმი ინტერესის უკმარობის გამო, ნაწილობრივ დოკუმენტების, ე. ი. სამახსოვრო ჩანაწერების ნაკლებობის გამო, რადგანაც ეს უკანასკნელი ან სხვის ხელში მოხვდა, ანდა დაიკარგა" - ლ. ფოიერბახი. 

ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახი (28.07.1804-13.09.1872) - გერმანელი ფილოსოფოსი და ანთროპოლოგი, მემარცხენე ჰეგელიანელი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპული ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე.

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ლუდვიგ ფოიერბახის რეცენზიას მაქს შტირნერის ნაშრომზე "ერთადერთი და მისი საკუთრება", რომელიც ფოიერბახის მწვავე კრიტიკას შეიცავს, გულისხმობს რა, რომ  რელიგიის ფოიერბახისეული გააზრება კვლავ "ღვთისმოშიშია", რომ მან "ღვთაება გარეგანიდან ჩვენ შინაგანად აქცია". თავად ფოიერბახმა შტირნერის თხზულებას "გენიალური და ბრწყინვალე ნაშრომი" უწოდა.

ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი მეფის გადაწყვეტილების პირველ პლანზე წამოწევით ილია იმ ეპოქის უკუღმართობას გვიჩვენებს და აყალიბებს მონარქის იდეალს, რომელიც შეგნებულად სწირავს თავს სამშობლოს.

ეს მცირე ზომის წიგნი გახლავთ არისტოტელეს ნაწარმოების ქართულად თარგმნის პირველი მცდელობა, შესრულებული თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ XIX საუკუნის პირველ ნახევარში, სადაც არისტოტელეს ეთიკური შეხედულებების მცირე მონახაზია მოცემული.