ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.
ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.
ოლაუგ ნილსენის (დაბ. 1977 წ.) ყველაზე გახმაურებული წიგნი, „წამომაყენე, ეშმაკმა დალახვროს“, რომელმაც ავტორს პირველი წარმატება მოუტანა, 2005 წელს გამოიცა. რომანმა მოსარდბის სქესობრივ ცხოვრებაზე დადებული ტაბუ დაარღვია. იმის შემდეგ მწერალმა სხვადასხვა ჟანრის არაერთი საინტერესო ნაწარმოები შექმნა და სახელი დაიმკვიდრა, როგორც განსხვავებულმა და მნიშვნელოვანმა ავტორმა ნორვეგიულ ლიტერატურაში.
პირველად 1928 წელს გამოქვეყნებული „პროპაგანდა“ გადმოსცემს ბერნეისის დამაფრთხობელ ხედვას პროპაგანდის გამოყენებისა კოლექტიური ცნობიერების მართვისთვის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მმართველობა, პოლიტიკა, ხელოვნება, მეცნიერება და განათლება. ამ წიგნის დღეს წაკითხვა ნიშნავს თავზარდამცემ გაგებას იმისა, თუ რად იქცა სამთავრობო და თანამედროვე ბიზნეს ინსტიტუტები მასობრივი მანიპულაციის პირობებში.
ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.
დეტექტივის მთავარი გმირი, ინსპექტორი დანტე ბლემორი, გაზეთში ცნობილი ბიზნესმენის, რეინარდ მენსენეტის, გარდაცვალების შესახებ კითხულობს. რეინარდის ძმების თქმით, მათი ძმა მოწამლეს. ახალგაზრდა გამომძიებელი თავის დამხმარე და საუკეთესო მეგობარ დილან ბარეტთან ერთად მალევე იწყებს მკვლელობის გამოძიებას. მკვლელი მსხვერპლს პიჯაკის ჯიბეში წერილს უტოვებს, რომელშიც ნათლად მიანიშნებს, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ბლეფი იყოს. ინსპექტორი თანდათან ხვდება, რომ ეს საქმე მისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოედგინა…
თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა... რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია - ის იღებს გამოცდილებას და ასევე, შვებისმომგვრელია - ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას...
მოთხრობა ბალტების ერთ-ერთი უძველესი ტომის, კურშების, უკანასკნელი ქურუმის სიცოცხლის ბოლო დღეებზე გვიამბობს. უფრო სწორად, ესაა სამ ნაწილად დაყოფილი მონოლოგი უკვე ღრმად მოხუცი ქურუმისა, რომელიც ხედავს რა, როგორი მრისხანებით ავრცელებენ უცხოტომელები ქრისტიანობას მის მამულში, სიცოცხლის დასასრულს ლამის ეჭვიც კი შეაქვს თავის რწმენაში. წიგნის მეორე ნაწილია ნოველათა კრებული „წმინდანთა ცხოვრება“. ის თერთმეტ ნოველას მოიცავს და გვიამბობს ერთი სოფლის მცხოვრებთა თავგადასავალს, რომელშიც იკვეთება მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენები: მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება თავისუფალ და დამოუკიდებლობანაგემებ ლიეტუვაში. ნაწარმოების გმირებს წმინდანთა სახელები ჰქვიათ, მათი ისტორია არ იმეორებს ნამდვილ წმინდანთა ისტორიებს, მაგრამ თავიანთი საქციელით, ცხოვრების წესით, მრწამსით ისინი სეხნია წმინდანებს ემსგავსებიან.
ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. ქიმიური ინგრედიენტების ზუსტი მოქმედების მექანიზმის განსაზღვრა ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებისას საშუალებას იძლევა.