iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

წიგნი მიზნად ისახავს, მოგაწოდოთ საქმიანი და ადვილად გასაგები კონტრარგუმენტები ღმერთის არსებობის შესახებ მოყვანილი მრავალი პოპულარული არგუმენტის წინააღმდეგ. ყოველი თავი წარმოადგენს არგუმენტის მოკლე და მარტივ ახსნას, რასაც მოყვება პასუხი, რომელიც ასახავს ამ პრეტენზიის თანდაყოლილ ლოგიკურ პრობლემებსა და მსჯელობის შეცდომებს ანუ სიყალბეებს. ამ წიგნში შემოთავაზებული ინსტრუმენტებით შეძლებთ, შეიქმნათ მყარი საფუძველი ღმერთის კონცეფციის შესახებ თქვენი საკუთარი შეხედულების შესამუშავებლად. ასევე, წიგნი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც ძირითადი შესავალი ღმერთის შესახებ დებატებისთვის და მოგაწვდით ერთგვარ სავარჯიშო დაფას, სადაც შესაძლებელია ჩამოაყალიბოთ და განიხილოთ ახალი იდეები.

წიგნში განხილულია, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს წარსულ გამოცდილებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რადგან ყოველი ქმედება პირდაპირ თუ ირიბად აისახება და ილექება არაცნობიერში, რაც შემდეგში თავს იჩენს ამა თუ იმ გადაწყვეტილების განხორციელების დროს. კულტურისა თუ სხვა გარემოების მიერ დათრგუნული ლიბიდო არაერთი კომპლექსის წყაროდ გვევლინება. სანამ მოზარდის ორგანიზმში სექსუალური სურვილები აქტუალიზირდება, იქამდე გოგონასა თუ ვაჟის ცნობიერში ჩნდება და ხშირად განმსაზღვრელიც კი ხდება ოჯახისა და კულტურის მიერ შემუშავებული წარმოდგენები სექსუალობისა და სექსისადმი, რაც ამ უკანასკნელის დათრგუნვასა და ტაბუირებას განაპირობებს.

წიგნი „თეოსოფია“ მკითხველს საშუალებას აძლევს, გაიგოს თუ რას ნიშნავს თეოსოფია, როგორ ერწყმის ის სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებს, როგორებიცაა მეცნიერება, რელიგია, ფილოსოფია და სხვა. მკითხველი წიგნში გაეცნობა თეოსოფიას, როგორც მეცნიერებას; როგორც მორალსა და ხელოვნებას; როგორც ჰარმონიულ ურთიერთობათა მეცნიერებას; როგორც ფილოსოფიას; თეოსოფიის გამოყენებას სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად. დაბოლოს, განხილულია თეოსოფიური საზოგადოების მნიშვნელობა, სადაც ყველა წევრი ვალდებულია აღიაროს საყოველთაო საძმო, რომლის მიზანია: I. საყოველთაო საძმოს ბირთვის ფორმირება მიუხედავად ეროვნების, აღმსარებლობისა და კანის ფერისა; II. შედარებითი რელიგიის, ფილოსოფიისა და მეცნიერების სწავლების წახალისება; III. ბუნების განუმარტებელი კანონებისა და ადამიანის ფარული ძალების კვლევა.

თეოსოფია
5.99ლარი

თეოსოფია

ანი ბეზანტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ავტორის 16 თავისგან (ლექციის ჩანაწერებისგან) შემდგარი წიგნი – „თავისუფლება ცნობილისგან“ – მიჩნეულია ავტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაშრომად. „ამ წიგნის მთავარი ამოცანა ის არის, რომ თქვენში და შესაბამისად თქვენს ცხოვრებაში მოახდინოს რევოლუცია, რომელსაც საერთო არაფერი ექნება საზოგადოების სტრუქტურასთან როგორიც ის არის. საზოგადოება, როგორიც ის არის, შემაძრწუნებელია თავისი აგრესიითა და დაუსრულებელი ომებით, მიუხედავად იმისა, თავდაცვითია ეს ომები თუ დაპყრობითი. ჩვენ გვჭირდება რაღაც სრულიად ახალი – რევოლუცია-მუტაცია თვითონ ფსიქიკაში. მოხუც ტვინს არ შეუძლია გადაჭრას ადამიანთა ურთიერთობის პრობლემები. მოხუცი ტვინი არის აზიური, ევროპული, ამერიკული ან აფრიკული. ამიტომ, ჩვენ საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას: შეიძლება თუ არა მუტაციის მოხდენა თვითონ ტვინის უჯრედებში?“ – ჯიდუ კრიშნამურტი.

თეოსოფიური ნაშრომი „კარმა“ სამ ტექსტს აერთიანებს. ესნია „ელემენტარული გაკვეთილები კარმაში“, „კვლევები კარ­მაში“ და „კარმა“. ტექსტი კითხვის დასაწყისშივე გვიქმნის წარმოდგენას კარმის არსის, წარმოშობისა და დანიშნულების შესახებ, დასასრულს კი უკვე გარკვეული ვართ მისი მართვის მეთოდებში და, ამგვარად, მიზანი, რომ წიგნში „ჩვეულებრივი მკითხველისთვის“ ყველაფერი მარტივი ენით იყოს გადმოცემული, მიღწეულია. აღწერილია კარმის შექმნა, ფუნდამენტური პრინციპები, გაწყვეტის გზები და მეთოდები. გვასწავლის, როგორ გავიგოთ კარმის მუშაობის მექანიზმი და ვიმოქმედოთ მასში ჩვენს სასარგებლოდ.

კარმა
7.99ლარი

კარმა

ანი ბეზანტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი „ანარქიზმის ანბანი“ უაღრესად მარტივი ენით არის დაწერილი, ის მიჩნეულია ანარქისტული ლიტერატურის კლასიკად თუმცა მისი პოპულარულობის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, წიგნი მიუხედავად მისი პირველი გამოცემიდან თითქმის 100 წლის გასვლისა კვლავ რჩება ანარქიზმის იდეების ერთ-ერთ საუკეთესო შესავლად, რომელიც კი დაწერილა ამ თემაზე კომუნისტ-ანარქისტის თვალსაზრისით ინგლისურ ენაზე. მისი ავტორი უბრალოდ თეორეტიკოსი და „ინტელექტუალი“ კი არ იყო, არამედ მებრძოლი აქტივისტი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.

ანარქიზმის ანბანი
7.99ლარი

ანარქიზმის ანბანი

ალექსანდრე ბერკმანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი ეძღვნება იოგას, იოგსა და იოგა-სუტრებზე საუბარს, რაც შედგება ექვსი საუბრისგან, რომელშიც მიმოიხილება 9 იოგა-სუტრა. ავტორის თქმით, იოგა – ეს არის ცხოველის ადამიანად გარდაქმნის ხელოვნება, ხოლო იოგი – არის ის, ვინც იცის, რომ სიამოვნება და ტკივილი ერთი მომენტის ორი მხარეა. იოგა-სუტრების მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა წიაღსვლების მიღწევა და თითოეული სუტრა ღაღადებს შემდეგს: I – ცხოვრება არის ენერგია; II – არსებობს ენერგიის ორი განზომილება – არსებობა და არარსებობა; III – არსებობას ორი ფორმა აქვს – ცნობიერი და არაცნობიერი; IV – სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და ფარდობითია; V – რაც მიკროშია, ისაა მაკროში; VI – გამცემი და მიმღები, მათხოვარი და იმპერატორი ერთდროულად არიან ყველაფერში; VII – გონება არის ცნობიერის სახელწოდება და აღნიშნავს ცნობიერებას, რომელიც გაცნობიერებულობის შუქით არის სავსე; VIII – თვითგაცნობიერება და თვითობისგან განთავისუფლება; IX – ვინც სიკვდილს არ აღიარებს სიცოცხლეც აღკვეთილი ექნება, ხოლო ის ვინც სიკვდილს იღებს უზენაეს სიცოცხლეს შეიძენს.

წიგნი შედგება ოშოს გამონათქვამებისგან სექსის შესახებ, გამონათქვამები აღებულია ოშოს შემდეგი წიგნებიდან: „სექსიდან სუპერცნობიერებამდე“; „სიყვარულის ძალა“; „რა არის მედიტაცია?“; „ფარული მისტერიები“; „ახალი ალქიმია: იმისათვის, რომ აღგაგზნოთ თქვენ“; „ეზოტერიკის ფსიქოლოგია“ და სხვ.

წიგნი „კარმა-იოგა“ შედგენილია 1893-1896 წლებში ამერიკასა და ინგლისში სვამი ვივეკანანდას ლექციების საფუძველზე, რომელშიც საუბარია კარმის გავლენაზე, შრომის საიდუმლოებაზე, ვალის მნიშვნელობაზე, საკუთარი თავის/ქვეყნიერების დახმარებაზე, გულცივობასა და თვითაღკვეთაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. აღსანიშნავია რომ ამ ქართულ გამოცემაში შესულია როგორც ლექციები კარმა-იოგაზე, ასევე, სხვადასხვა წლებში წაკითხული თემატურად სრულიად განსხვავებული 4 ლექციაც: 1. ღვთაებრივ სიყვარულზე, 2. რელიგიის მნიშვნელობაზე, 3. ღმერთზე და ადამიანზე, 4. შიდა სამყაროთი ცხოვრებაზე. წიგნი წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომს.

კარმა-იოგა
7.99ლარი

კარმა-იოგა

სვამი ვივეკანანდა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დაზაი ოსამუს ნოველა, „ვილონის ცოლი“, ცუნეკოსა და თავისი მწერალი ქმრის, იოზოს მშფოთვარე ქორწინებას აღწერს ომის შემდგომ იაპონიაში. მასში განხილულია სოციალური ზეწოლა, ექზისტენციალური სასოწარკვეთა და სიყვარულისა და იდენტობის სირთულეები. ნოველა გვთავაზობს ადამიანის მდგომარეობის ღრმა გაგებას მისი ტრანსფორმაციის დროს.

დოქტორი გრემი ჰყვება ღვთის მტკიცე აღთქმაზე, რომელიც სულიერ სიმშვიდეს იძლევა და ამასთან ერთად ჭეშმარიტ მშვიდობასაც გულში ჩვენი პირადი ცხოვრებისთვის, მაშინ, როცა სტრესში ვართ, ტვირთი გვადევს ან გულგატეხილნი ვართ.

ჰიგუჩი იჩიიოს მოკლე ისტორიები მეიჯის ერაში მცხოვრები ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებას გვიყვება. ის ნათელი ჭეშმარიტებითა და ღრმა ემპათიით აღწერს სიღარიბისა და თავგანწირვის თემებს და ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს. მისი უბრალო, თუმცა ჩამაფიქრებელი წერის სტილი ყოველდღიურ გამოცდილებებს აღწერს, რამაც წარუშლელი კვალი დატოვა იაპონურ ლიტერატურაზე. მისი სამი მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ტადაში იმაიმ 1953 წელს ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „ტალახიანი წყლის ყურე“. ასევე, მოთხრობების მიხედვით იდგმება თეატრალური წარმოდგენები.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ჰიგუჩი იჩიიო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ევერეტ შოსტრომის ფსიქოლოგიური ბესტსელერი მაინტრიგებელი სახელწოდებით „ადამიანი – მანიპულატორი“ მილიონობით მკითხველს დაეხმარა საკუთარი თავისადმი რწმენის შეძენაში, გაუკეთესებაში, ცხოვრების შესწავლაში. ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ უფრო დიდი ჰუმანისტია – შოსტრომი, რომელიც თავის გარშემო მანიპულატორებს ხედავს, თუ კარნეგი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ადამიანებს გულახდილი ინტერესით მოვეპყრათ. „შეეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტებს... აკონტროლეთ საკუთარი თავი... ამას ადვილად მოეკიდეთ“, – მუდმივად გვირჩევს დეილ კარნეგი. „მოსინჯეთ და როცა თქვენს ნერვულ სისტემას გამოფი ტავთ, ჩემთან მოდით სამკურნალოდ, მე პირდაპირ საპირისპიროს გირჩევთ“, – წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ევერეტ შოსტრომი. ადვილად წარმოსადგენია ეს საპირისპირო რჩევები: „ნუ მოერიდებით კონფლიქტებს, ნუ გააკონტროლებთ თავს“. ნუთუ ასეა? დაე, თავად ქართველმა მკითხველმა განსაჯოს, თუ ვის რჩევას დაუჯეროს.

მოზამბიკელი მწერლის მია კოუტუს რომანი „მთვარეული მიწა“ პირველად 1992 წელს გამოიცა და მოგვითხრობს ბიჭის მუიდინგასა და მოხუცი ტუაჰირის შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ომს გაქცეულები გზაზე მიტოვებულ მაშიმბობუში (ავტობუსში) აფარებენ თავს. 1995 წელს ამ წიგნის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი Sleepwalking Land.

მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის, ერიხ ფრომის ეს შესანიშნავი ნაშრომი წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ ესსეს ჰიტლერის შესახებ, რომლის ქართულ თარგმანსაც ვთავაზობთ მკითხველს. იგი აჯამებს ავტორის მრავალწლიან ნააზრევს ამ საკითხის შესახებ. ეყრდნობა რა მრავალფეროვან ბიოგრაფიულ მასალებს, დოკუმენტებს და თანამედროვეთა ჩვენებებს, ავტორი ცდილობს ჰიტლერის პიროვნების ცნობიერი და არაცნობიერი მხარეების გამოკვლევას.

ალფრედ ადლერი (07.02.1870-28.05.1937) - ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი, ინდივიდუალური ფსიქოლოგიის სკოლის ფუძემდებელი.