გამოჩენილი ინგლისელი მწერლისა და ფსიქოლოგის ალენ კარის ეს წიგნი დაგეხმარებათ მის მიერ შედგენილი მეთოდიკის გამოყენებით სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრაში - ალკოჰოლური დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევით დაწყებული და წონაში დაკლებით დამთავრებული. მკითხველები შეძლებენ ცნობიერების განთავისუფლებას საზოგადოებისა და მასობრივი კულტურის მიერ თავს მოხვეული სტერეოტიპებისაგან, ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური განწყობა, გაუმკლავდებიან სტრესებს და დაძლევენ უსარგებლო შიშებს და მღელვარებას.
ვინ არიან სპეცაგენტები? ჩვენი გაგებით ისინი არიან უჩვეულო უნარების მქონე ადამიანები. მათ აქვთ ფენომენალური ნებისყოფა, კარგი ფიზიკური მომზადება და უნიკალური უნარები. მათთვის ადამიანები გახსნილი წიგნია, ისინი ადვილად გამოიცნობენ ტყუილს და სიმართლეს, იციან, როგორ ათქმევინონ ინფორმაცია და როგორ აიძულონ ადამიანები შეასრულონ მათ მიერ დასახული ამოცანები. ნეიროლონგვისტური პროგრამირება შედარებით ახალი მეცნიერებაა, რომელსაც შეუძლია შეგცვალოთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრებაც. მას მერე, რაც ამ მეცნიერების საფუძვლებს გაეცნობით, თქვენ შეძლებთ დადგეთ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების საჭესთან, არამედ გასაღებიც იპოვოთ ადამიანებთან ურთიერთობების ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის.
მდიდარი მამა ამხელს 8 ფინანსურ შეცდომას! სინამდვილეში ეს ყალბი სტერეოტიპები მოიგონეს მდიდარმა ადამიანებმა სპეციალურად თქვენთვის, რათა კვლავინდებურად დაქირავებულ მუშაკებად დარჩეთ და ოდნავადაც ვერ შეძლოთ სიმდიდრესთან მიახლოება! თქვენ შთაგაგონეს არასწორი წარმოდგენები ფულზე, რომლებიც ხელს გიშლით გამდიდრებაში. რამდენადაც სკოლა არ აძლევს ადამიანებს ფინანსურ განათლებას, მათ უწევთ იხელმძღვანელონ ამ მოძველებული წინასწარი შეგონებებით. თუ გინდათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, აზრები შეიცვალეთ.
„როგორ სურს ქალს“ ბესტსელერის ავტორი ემილი ნაგოსკი გვთავაზობს საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდიკებს. სექსისგან სიამოვნების მიღების გზა საკუთარი თავის შეცნობით იწყება. ეს წიგნი კი შესანიშნავი გზამკვლევია ამისთვის. წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად, რომელთაგან თითოეული ეძღვნება მნიშვნელოვანი ასპექტებიდან ერთ-ერთს: ანატომიას, კულტურის გავლენას, აღგზნების შესახებ მეცნიერულ მონაცემებს და სურვილებს, ბოლოს კი – ორგაზმს.
ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი მეგ ჯეი იკვლევს ახალგაზრდა ადამიანების განვითარებას ოციდან ოცდაათ წლამდე ასაკში. ბერკლის უნივერსიტეტში იგი მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კვლევაზე იმის შესახებ, ზრდისა და განვითარების როგორ სტადიებს განიცდის ქალის ორგანიზმი. მისი კვლევა ქალების, დეპრესიისა და გენდერული განსხვავებების შესახებ ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის დაკვეთით. ამ კვლევამ დიდი აღიარება მოიპოვა არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. კლიენტებთან და სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება, მისი მეცნიერული კვლევის და დაკვირვების შედეგები საფუძვლად დაედო წიგნს „რატომ არ ღირს ცხოვრების მომავლისთვის გადადება“.
ალბათ თქვენ არაერთხელ გსმენიათ ან წაგიკითხავთ, რომ ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობები ამოუწურავია. და მართლაც, ცნობილია შემთხვევები, როცა კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანი არ იყინება ყინულიან წყალში, მხედველობადაკარგული შესანიშნავად ორიენტირებს სივრცეში, ხელების გარეშე დარჩენილი ხატავს სურათებს, ან უცებ უარს ამბობს დიდი ხნის ნანატრ დაგეგმილ შვებულებაზე და ცოცხალი რჩება, რამეთუ ის თვითმფრინავი ჰაერში ფეთქდება, რომლითაც უნდა გაფრენილიყო. ასეთი მაგალითები უამრავია. ადამიანი საოცარი არსებაა. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, უბრალოდ საჭიროა მისი ფარული შესაძლებლობების გაღვიძება. ეს შეიძლება ფსიქოტექნიკების დახმარებით. რა არის ფსიქოტექნიკა? როგორ შეიძლება მისი გამოყენება? სწორედ ამაზე იქნება საუბარი მოცემულ წიგნში.
ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ფილოსოფოსის, მასწავლებლის, მქადაგებლის, ჯოზეფ მერფის, ამ წიგნში მოყვანილია ქვეცნობიერებაზე ზემოქმედების გზით ფულის და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვის ხერხები. ავტორი გვიხსნის, რომ ფულს არ უნდა ვეკიდებოდეთ, როგორც რაღაც ბინძურს და ხელის ჭუჭს, არამედ უბრალოდ გაცვლის ერთეულად უნდა ჩავთვალოთ, ვინაიდან ფულისადმი უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს მოიტანს მატერიალურ კეთილდღეობას და წარმატებას. მოყვანილია ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს კონკრეტულმა ადამიანებმა მატერიალური კეთილდღეობის და წარმატების მიღწევა ქვეცნობიერებაზე სწორი ზემოქმედების გზით.
ადამიანებს სურთ, რომ მათი ოცნებები სრულდებოდეს, მაგრამ ისინი კონცენტრირებულები არიან იმაზე, „როგორ“ გადაიჭრას ესა თუ ის საკითხი, იმ დროს როცა წარმატება იმალება იმაში, „რისთვის“ გადაიჭრას ესა თუ ის საკითხი. კიოსაკი გვთავაზობს ორიგინალურ მიდგომებს, რომელთა დახმარებითაც ის ადამიანი, რომელიც ცდილობს გადაწყვიტოს საკითხი „რისთვის“ და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ ისწრაფის, აღწევს დასახულ მიზანს. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის.
ეს ტექსტი დანიელ გოულმანის წიგნის „ემოციური ინტელექტი“ შემოკლებული ვერსიაა. აქაა მოცემული ყველაზე უფრო ფასეული აზრები, იდეები, კეისები, მაგალითები. ყველამ იცის, რომ მაღალი IQ არ არის წარმატების, ბედნიერების და კეთილდღეობის გარანტია, მაგრამ ემოციური ინტელექტის აღმოჩენამდე მხოლოდ მკითხაობდნენ ამასთან დაკავშირებით. დანიელ გოულმანის „ემოციური ინტელექტი“ პასუხობს ამ კითხვას ფსიქოლოგიის და ნეირობიოლოგიის ფარგლებში. ამ წიგნის დახმარებით ადამიანი შეძლებს ემოციების კონტროლს, ისწავლის გრძნობების დაჭერას, რომლებიც სიტყვების მიღმა იმალება.
ეს წიგნი შესანიშნავი სახელმძღვანელოა საკუთარი თავისთვის დახმარების გასაწევად ყოველდღიური ცხოვრების პრობლემურ სიტუაციებში, იმ შემთხვევებში, როცა შეიძლება საკუთარ თავს დავეხმაროთ სპეციალისტების მომსახურების გარეშე, აგრეთვე ფსიქოთერაპიის პერიოდში დამატებითი მხარდაჭერისთვის. ეს წიგნი ცოცხალი და რეალისტური აღწერაა იმისა, თუ ემოციურ, სომატურ, სოციალურ, ეგზისტენციალურ და რეალური ცხოვრების სხვა პრობლემებთან პერიოდულად შეჩეხებისას, როგორ სწავლობს რეალური ადამიანი მათ გადაწყვეტას საკუთარ შეცდომებზე და წარუმატებლობებზე მიღებული გამოცდილებიდან გაცნობიერებული გაკვეთილების საფუძველზე.
„გარეული ბატები“ მტკივნეული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც მეიჯის რეჟიმის დასრულებით გამოწვეული სოციალური ცვლილებების ფონზე ხდება. მთავარი გმირი, ახალგაზრდა ოტამა, სიღარიბის გამო იძულებული ხდება მევახშის საყვარელი გახდეს. მის გარშემო ოსტატურად დახატული პერსონაჟები – მისი სუსტი მამა, მისი ძლიერი და გონიერი საყვარელი (და საყვარლის ეჭვიანი ცოლი) და სიმპათიური სტუდენტი, ვინც მისი სურვილის საგანი და გადარჩენის სიმბოლოა - მეიჯის ერის ფერად პროცესიებს წარმოადგენენ – გეიშა, სტუდენტი, მსახიობები, შუამავლები, მაღაზიის მეპატრონეები და ხარბი დიასახლისები. ნაწარმოების სახელისა და მის გარშემო თავისუფალი ხალხის მსგავსად, ოტამას ფრენა სწყურია.
მშობლები და პედაგოგები წამყვან როლს თამაშობენ მოსწავლეთა წარმატებების მიღწევაში მათემატიკის სწავლების დროს. ბევრ ადამიანში იწვევს გაკვირვებას მათემატიკის სწავლების თანამედროვე მეთოდები. გაუკვალავ გზაზე სიარული ზოგჯერ განსაკუთრებული მოთხოვნების წინაშე აყენებს ოჯახებს, რომლებიც აქტიური პედაგოგების როლს ასრულებენ ონლაინ განათლების დროს. ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა გუნდური მუშაობა თითოეული ბავშვის დასახმარებლად. ეს არის წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. იგი ერთმანეთთან აკავშირებს სახლსა და სკოლას, ხელს უწყობს შეხედულებების და იდეების გაცვლას, თანმიმდევრული სტრუქტურების შექმნას, მათემატიკის სწავლებას კი გარდაქმნის პოზიტიურ, მაღალხარისხიან და ინკლუზიურ სასწავლო გამოცდილებად.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების საინტერესო სამყაროში. მიუხედავად იმისა, სტუდენტი ხართ, პედაგოგი, პედაგოგის ასისტენტი თუ მოხალისე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ სკოლამდელი განათლება არის სწრაფად განვითარებადი სფერო, რომელიც გთავაზობთ მომხიბვლელ ახალგაზრდებთან, 3 დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. ტრენინგი და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ამ სფეროში მუშაობის დასაწყებად, აღწერილია მე -13 თავში – პროფესიონალიზმის წახალისება. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის სპეციალისტის (CDA) ტრენინგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ დანართში A.
„როგორ გავძარცვოთ შვეიცარიული ბანკი“ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია. მასში ავტორი ოსტატურად აღწერს სოციალური სინამდვილის ამსახველ მოვლენებსა და ხაზს უსვამს შვეიცარიის საბანკო სისტემისადმი ადამიანების პატივისცემას. როგორ ხდება წარსულში მძარცველის, კერძო დეტექტივისა და ზოგიერთი დილეტანტის ჩართვა შვეიცარიული ბანკის ყველაზე დახვეწილი ძარცვის პროექტში? გეგმა შესაშური დახვეწილობით სრულდება, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, შვეიცარიული ბანკი მაინც რჩება კარგად შექმნილი და დაცული სტრუქტურის სინონიმად.