iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

ბუნებრივი ძალების თამაშში ჩაბმული სოფლის ხალხის ეს ისტორიები უბრალოდ მათი სამყაროს მოვლენების შინაგანი კვლევა არ არის. ისინი უფრო დიდ მიზანს ისახავს – აჩვენოს ადამიანების ქმედებები რეალობის ფართო თვალსაზრისით.

თავდაპირველად იაკ ინდიელთა სულიერ ლიდერთან, დონ ხუან მატუსთან, ჰალუცინაციების გამომწვევი მცენარეების ცოდნის გამო შეხვედრის შემდეგ, ბესტსელერის ავტორი კარლოს კასტანედა მთლიანად ჩაეფლო მაგის ჯადოსნურ სამყაროში. შამანთან პირველი შეხვედრიდან ათი წლის შემდეგ კასტანედა თავის ჩანაწერებს სწავლობს და ხვდება იმას, რაც დონ ხუანმა მთელი ამ ხნის განმავლობაში იცოდა – რომ ეს მცენარეები მხოლოდ საშუალებაა ალტერნატიული რეალობის გასაგებად, რომელსაც ადამიანი დამოუკიდებლად ვერ მოიცავს.

„რა უნდათ ადამიანებს ჩემგან?! რატომ დამდევენ?! ასე მკაცრები რად არიან? მე ხომ ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ!“ - ამ სიტყვებით მთავრდება კლაუს მანის ცნობილი რომანი „მეფისტო“. სიტყვებს რომანის მთავარი გმირი ჰენდრიკ ჰეფგენი წარმოთქვამს სასოწარკვეთილების წუთებში. მას მართლაც ვერაფერს უსაყვედურებ. გამორჩეული ნიჭის მქონე მსახიობია, რომელიც თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს. ამis მისაღწევად ჰენდრიკ ჰეფგენს არ უწევს იმ უამრავ დანაშაულში მონაწილეობის მიღება, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმი სჩადის. პირიქით, საუკეთესო მეგობარს საკონცენტრაციო ბანაკიდანაც კი იხსნის. მაშ რატომ სტოვებს სახელგანთქმულ მსახიობს ნელ-ნელა ყველა მისთვის ღირებული ადამიანი? კეთილი საქმეები, რომლებსაც სჩადის, სიკეთის გულწრფელი სამსახურია თუ რამე გათვლა? ვინ არის სინამდვილეში ჰენდრიკ ჰეფგენი, იგივე მეფისტო? ხელისუფლების მაამებელი ტაკიმასხარა თუ ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ფარულად მოქმედი გმირი? 

მეფისტო
14.00ლარი

მეფისტო

კლაუს მანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

დავიდ რიკარდომ ეკონომიკური თეორია დახვეწილობის არნახულ დონემდე აამაღლა. მის მიერ კლასიკური სისტემის მკაფიო და თანმიმდევრული განსაზღვრა მოიცავდა კლებადი შემოსავლისა და ეკონომიკური რენტის პრინციპების საფუძვლებს, რამაც შექმნა დოქტრინები, რომლებიც დღეს ცნობილია როგორც განაწილების თეორია და საერთაშორისო ვაჭრობის ანუ შედარებითი უპირატესობის თეორია. რიკარდოს სისტემა კვლავაც ახდენს გავლენას თანამედროვე ეკონომიკურ აზროვნებაზე, ხოლო „პოლიტიკური ეკონომიის და დაბეგვრის საფუძვლები“ აუცილებელი საკითხავია სოციალურ მეცნიერებათა შემსწავლელებისთვის.

წინამდებარე წიგნის მიზანია, ხელი შეგიწყოთ “სიბერის” შესახებ ღრმად გამჯდარი ნეგატიური ხედვების შემოტრიალებაში. ავტორი ახალგაზრდობაშივე იყო დაკავებული ინფორმაციის მოძიებით იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ მამაც და დამოუკიდებელ ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი მხცოვან ასაკამდე. 2019 წლის დეკემბერში ავტორმა ამ თემაზე ისაუბრა თბილისში TEDx-ისთვის. დასძლიო ყოველდღიური ცხოვრების რუტინა, ცხოვრებისგან შთაგონება მიიღო, კრეატიულად მოაწყო და ყველაფერს სხვანაირად შეხედო - ეს არის საიდუმლო რჩევა შინაგანი ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის.

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.

უოლეს დ. უოთლზმა „გამდიდრების მეცნიერული გზა“ 1900-იანი წლების დასაწყისში დაწერა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და წიგნი დღესაც აქტუალურია, რადგან ადამიანები კვლავაც ერთგულებენ მის მოძღვრებას. უოთლზი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი წიგნი, რომელიც ადამიანს სჭირდება გამდიდრებისთვის. ის იმასაც კი ამბობს, რომ ადამიანებმა არ უნდა წაიკითხონ სხვა წიგნები და უბრალოდ ფოკუსირება მოახდინონ „ენერგიის მუშაობაზე“, რომელსაც ეს წიგნი მოითხოვს.

„კაპიტალისტური  წარმოების წინამორბედი ფორმები“ პირველად გამოქვეყნდა 1939 წელს სათაურით „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკის მონახაზები“ (მოსკოვი 1939).

ჟურნალისტი მამაკაცი, სახელად მიკელე, ფიქრობდა, რომ ოჯახი ბედნიერი იყო, ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეწყობოდნენ, დროს ატარებდნენ, მოგზაურობდნენ, შვილებს ზრდიდნენ, წიგნებს კითხულობდნენ, მაგრამ ჯემამ ის ერთ დღეს, მოულოდნელად, სახლიდან მაინც გააძევა, რის გამოც ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა მამაკაცმა თავი რედაქ­ტორის მიერ შემოთავაზებული საქმის გამოძიებას შეაფარა; მომხდარი დანაშაული პროფესიონალურად გაშიფრა და დასკვნის გამოტანაში პროკურორს თავისი კვლევები წარუდგინა. გამოძიების პარალელურად, მიკელე საყვარელ მეუღლესა და შვილებზე ფიქრს არასოდეს წყვეტდა, მათთან დაბრუნებაზე განუწყვეტლივ ოცნებობდა. საფრთხისა და ფათერაკების მოყვარულმა ჯემამ ის ამასობაში სვინგერების კლუბში მიიტყუა, სხვადასხვა შემთხვევაში გამოცადა და ერთგულება დაამტკიცებინა. ამ რომანის სახით მკითხველი სტილისტური ინტერვენციით გამორჩეულ და შეიძლება ითქვას, ერთობ უჩვეულო ნიმუშს გაეცნობა.

განუკურნებელი
6.00ლარი

განუკურნებელი

ტომაზო სოლდინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

როდესაც ელიტარული „ბალტიმორის საზარბაზნე კლუბის“ წევრები აღმოაჩენენ, რომ საქმის გარეშე რჩებიან სამოქალაქო ომის დასასრულს, მათი პრეზიდენტი, იმპი ბარბიკენი, სთავაზობს მათ, ააშენონ საკმარისად დიდი ზარბაზანი მთვარეზე რაკეტის გასაშვებად. მაგრამ როდესაც ბარბიკენის მოწინააღმდეგე დებს უზარმაზარ ფსონს, რომ პროექტი ჩავარდება, ხოლო გაბედული მოხალისე „პილოტირებული“  ფრენის მისიას წამოაყენებს, ერთი ადამიანის ოცნება იქცევა საერთაშორისო კოსმოსურ რბოლად.

ოშო რაჯნიშის "ზარატუსტრა: მოცინარი წინასწარმეტყველი" ფრიდრიხ ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრასთან" დაკავშირებული საუბრებია, როგორც წინა ორი წიგნი "ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ" და "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი"

წიგნში მოთხრობილია ყოფილი მეძავის, მარიამის, 47-წლიანი განდეგილობის ამბავი მდინარე იორდანეს ნაპირას, რომელიც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში მოღვაწე მამებისგან არის შემონახული და პირველად სოფრონ იერუსალიმელის მიერ ჩაიწერა.

„პაჩინკო კოლექტიური და თან ინდივიდუალური თამაშია, ჩამწკრივებული სათამაშო ავტომატებით. ყველა დაფასთან დგას და თავისთვის თამაშობს, მეზობლისკენ არც იხედება, თუმცა გვერდით ჰყავს.“ როლან ბარტი, „ნიშნების იმპერია“.

პაჩინკოს ბურთულები
5.00ლარი

პაჩინკოს ბურთულები

ელიზა შუა დიუსაპენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მოლა ნასრედინი ცნობილი იყო უცნაურობით, მაგრამ ბრძენ ადამიანთა უმეტესობა თანხმდებოდა, რომ მის მოჩვენებით უგნურებას მიღმა იფარებოდა მკვეთრი აღქმა, რომელიც პირდაპირ ჭეშმარიტებასთან მიდიოდა. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მუსულმანურ ქვეყნებში, რომლის გონებამახვილობის ისტორიები ერთნაირად უყვართ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც.

მოგონებების პირველ ნაწილში ნიკო ბაგრატიონმა თავისი ოჯახის თავგადასავალი და XIX საუკუნის საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები აღწერა, ხოლო მეორე ნაწილი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს, თავის მონაწილეობას ამ ომში, გათავისუფლებას და სამშობლოში დაბრუნებას.

ბურებთან
2.77ლარი

ბურებთან

ნიკო ბაგრატიონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ფრენკ კაუპერვუდი, ამბიციური ბიზნესმენი, წარმოადგენს სიხარბის განსახიერებას, რომელიც კმაყოფილებას სიმდიდრეში, ქალებსა და ძალაუფლებაში ეძებს. ის აფორმებს საეჭვო გარიგებებს, ღალატობს და მასაც ღალატობენ, ხოლო მისი აღზევება და დაცემა წარმოაჩენს სასტიკ რეალობამდე მიყვანილ ამერიკული წარმატების ისტორიას – ბრძოლას ნადავლისთვის სინდისისა და სინანულის გარეშე. დრაიზერის 1912 წლის კლასიკად ქცეული რომანი რჩება დაუზოგავ სოციალურ კრიტიკად ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ამერიკელი ბიზნესმენის ამსახველ სურათად.