iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

"ოჰაიოს ექსპრომტი" ბეკეტის პირველი პიესაა, რომელშიც ის ტყუპისცალს ანუ ორეულს იყენებს სცენაზე, თუმცა როგორც სარკისებურ ანარეკლს. პიესა 1980 წელსაა დაწერილი, ხოლო პრემიერა მომდევნო წელს შედგა ოჰაიოს აკადემიურ სიმპოზიუმზე.

სემეულ ბეკეტის ამ მინიატურულ პიესაში, რომელიც მხოლოდ 7 წუთს გრძელდება და სიმბოლოებითა და მეტაფორებითაა აღსავსე, მის დრამატურგიულ ნაწარმოებთაგან განსხვავებით სამი პერსონაჟია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ფრაზით და კომენტარითაა შემოფარგლული. მიუხედავად ასეთი მინიმალისტური მიდგომისა, მრავალი კრიტიკოსის აზრით პიესა ბეკეტის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებადაა მიჩნეული. პრემიერა შედგა 1966 წლის 14 იანვარს ბერლინის Schillertheater-ში.

"ეჰ ჯო" სემულე ბეკეტის მიერ 1965 წელს შექმნილი ტელეპიესაა, რომლის თემატიკა, სჯობს, ალბათ თვით ბეკეტის სიტყვებით გადმოვცეთ: "მოგონებები კლავს. ამგვარად, თქვენ არ უნდა იფიქროთ კონკრეტული მოვლენების შესახებ, ან უმალ უნდა იფიქროთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, არსებობს საფრთხე მათი აღმოჩენისა თქვენს გონებაში. ანუ თქვენ უნდა იფიქროთ მათ შესახებ მცირე ხანს, კარგა ხანს, სანამ ისინი  სამუდამოდ არ დაინთქმებიან მიწის ქვეშ. ასეთია წესი."

ეჰ ჯო
0.99ლარი

ეჰ ჯო

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

1961 წელს ფრანგულ ენაზე შექმნილი რადიოპიესა ბეკეტისათვის ნიშანდობლივ თემებს - ადამიანის მიერ იდენტობის ძიებას, მისი ვერპოვნის შიშს, პიროვნულ დისჰარმონიას ეხება. პიესა პირველად გადაცემულ იქნა 1963 წლის 13 ოქტომბერს არხით France Culture.

Cascando
1.55ლარი

Cascando

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ავტორისავე აღიარებით რთული და არაერთმნიშვნელოვანი პიესა-მეტაფორა „ნაკვერჩხლები“ იმის შესახებაა, რისი გამოთქმაც სიტყვებით ვერ ხერხდება ანუ იმისა, რაც ახსნას არ ექვემდებარება. დაწერილია ინგლისურ ენაზე 1957 წელს. პრემიერა შედგა ბიბისი-ს მესამე არხზე 1959 წლის 24 ივნისს.

ნაკვერჩხლები
1.99ლარი

ნაკვერჩხლები

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი პიესა, განუხორციელებელი და გადავადებული იმედების რექვიემი, ეგზისტენციალიზმის დრამატურგიული ხორცშესხმა, პიესა, რომლის ამომწურავად წაკითხვა დღემდე შეუძლებელ ამოცანად რჩება. მიჩნეულია "XX საუკუნის ყველაზე გავლენიან ინგლისურენოვან დრამატურგიულ ნაწარმოებად."

"კრაპის უკანასკნელი ფირი" არის ბეკეტის ერთაქტიანი პიესა, დაწერილი ინგლისურ ენაზე ირლანდიელი მსახიობის პატრიკ მაგისათვის. პირველად დაიდგა 1958 წლის 28 ოქტომბერს.