iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ესსეისტიკა

სორტირება:

ზოგადი ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი და რთული სფერო, წარმოსახვა, და მისი გამოხატვის ფორმები - ფანტაზია, ოცნება, სიზმარი, მხატვრული შემოქმედებაა განხილული დიმიტრი უზნაძის წინამდებარე ნაშრომში. ამასთანავე, მოცემულია ამ საკითხებთან მიმართებით არსებული ყველაზე გავრცელებული თეორიების ანალიზი.

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

ეს წიგნი ქალწულობისა და მის დაკარგვასთან დაკავშირებული შიშებისა და აკრძალვების შესახებაა, რომლებიც პრიმიტიულ ხალხთა ადათების მაგალითზეა განხილული და რომელთა გადმონაშთები დღემდეა შემორჩენილი ცივილიზებული ადამიანის ცხოვრებაში.

ქალწულობის ტაბუ
0.99ლარი

ქალწულობის ტაბუ

ზიგმუნდ ფროიდი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ოლიტიკურის შემდეგ, მაქს შტირნერის რისხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ ლიბერალიზმს ატყდება თავს. მიუხედავად მსჯელობისა და დასკვნების არაერთმნიშვნელოვნებისა და ხშირად პარადოქსულობისაც, არ შეიძლება ავტორს არ დავეთანხმოთ, რომ ადამიანისთვის საკუთრებისა და პიროვნულობის ჩამორთმევამ იგი „საზოგადოების“ ანუ მასის ნაწილად, ავტორის სიტყვებით კი „ადამიანად“განკერძოებულ არსებად აქცია.

განცდები და ემოციები, რომლებიც ყურადღების ფორმირებაზე, მის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე ახდენენ გავლენას, მრავალფეროვანია, და, შესაბამისად, თავად ყურადღებაც არაერთ ფორმას ითვლის. „ყურადღების ფსიქოლოგია“ სწორედ ამ ასპექტების შესწავლა-განმარტებას ეძღვნება.

21-ე საუკუნის მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა აზრი ალბერტ აინშტაინის რელიგიურობის შესახებ. წინამდებარე კრებული ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას მეცნიერებისა და რელიგიისადმი, სადაც ის, ერთის მხრივ, მეცნიერებისა და რელიგიის მორიგებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი ამ უკანასკნელს მხოლოდ ზნეობრივი ნორმების მცველის ფუნქციას უტოვებს.

ნიკოლაი ბერდიაევი გამორჩეული ფილოსოფოსია, მისი შეხედულებები კი ხაზგასმით რელიგიური, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად რადიკალურიც არის. ბერდიაევს ომისა და ანექსიის გამართლებაც შეუძლია, ადამიანის მსხვერპლად გაღებისაც, თუკი ეს ყველაფერი აღმატებული, ისტორიული, სამყაროული მიზნის მიღწევას ემსახურება. ტკივილისა და სისასტიკის მიღებაც უნდა შეეძლოს ადამიანს, რადგან სხვაგვარად, ავტორის აზრით, ისტორიული პროცესი არ წარიმართება. უაღრესად საინტერესო წიგნია, რომლის რამდენიმე ნაწილი ცალკე ტექსტად იყო გამოქვეყნებული.

უკიდურესად რთული და საინტერესო თემაა დიმიტრი უზნაძის კვლევის საგანი - ადამიანის აზროვნება მისი საიდუმლოებებითა და წარმოუდგენელი წიაღსვლებით, მოულოდნელი დასკვნებითა და გადახრებით. ეს ყველაფერი კი სხვა მეცნიერებთან კამათისა და ხილული მაგალითების ფონზე.

ქლარენს დაროუ გაშმაგებით ესხმის თავს სულის, შესაბამისად კი, უკვდავების იდეას და, მიუხედავად გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგო პესიმისტური დასკვნისა, აქაური, მიწიერი ბედნიერების ფორმულას გვთავაზობს.

სულის მითი
1.77ლარი

სულის მითი

ქლარენს დაროუ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

თუ ერის ისტორიული მისიის აღსრულება შემოქმედებას და მოძრაობას გულისხმობს, ხოლო სტატიკა დამღუპველია ისტორიული შემოქმედებისთვის, მაშინ ომი და ანექსიაც შეიძლება გამართლებული იქნეს. ასეთია ბერდიაევის ამ არაერთმნიშვნელოვანი ესსეის ძირითადი აზრი, სადაც ასევე რუსეთის (და ნაკლებად - ინგლისის) მსოფლიო დომინირების იდეაც ხმამაღლაა გამოთქმული.

ალბერტ აინშტაინი ამ ესსეიში შიშისა და სოციალური რელიგიის ცნებებს უმატებს კოსმოსური რელიგიის ცნებას და ამ გზით რელიგიასა და მეცნიერებას შორის ურთიერთობის ერთგვარად ახალ კონცეფციას გვთავაზობს, რომელიც საბოლოოდ ბუნების საყოველთაო კანონების არსებობის რწმენამდე დაიყვანება.

ის, რომ მეხსიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფორმირების საქმეში, დიდი ხანია სიახლეს აღარ წარმოადგენს. მაგრამ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, სად იწყება, როდის აღწევს პიკს და რატომ? სრულდება ოდესმე? ამის შესახებაა დიმიტრი უზნაძის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი "მნემური პროცესების ფსიქოლოგია".

სულის უკვდავება შეუძლებელია, თუკი ის საერთოდ არსებობს - ასეთია ბერტრან რასელის დამოკიდებულება ამ ოდინდელი საკითხისადმი, რასაც ის ამ მცირე ზომის შესანიშნავ ესსეიში აყალიბებს.

რა არის სული
0.77ლარი

რა არის სული

ბერტრან რასელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

21-ე საუკუნის მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა აზრი ალბერტ აინშტაინის რელიგიურობის შესახებ. წინამდებარე ესსეი ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას მეცნიერებისა და რელიგიისადმი, სადაც ამ უკანასკნელს მხოლოდ ზნეობრივი ნორმების მცველის ფუნქციას უტოვებს.

წინამდებარე ნაშრომში ქართული ფსიქოლოგიის პატრიარქი აღქმის ურთულესი ასპექტების წახნაგებს იკვლევს, როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ასევე მათ ურთიერთქმედებაში; მიმოიხილავს მათ ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე.

ქართველი კლასიკოსის ჩვეულებისამებრ არაერთმნიშვნელოვანი მოსაზრება-შეხედულებებია გადმოცემული გრიგოლ რობაქიძის ისეთ ესსეიებში, როგორიცაა "დავით აღმაშენებელი", "თამარ", "ლენინი" და სხვა.

ესსეები
0.88ლარი

ესსეები

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star