"მარსის ქრონიკა" რეი ბრედბერის მოთხრობათა კრებულია, რომელმაც საბოლოოდ ეპიზოდური რომანის სახე მიიღო და 1950 წელს გამოქვეყნდა. იგი მოგვითხრობს ატომური ომით გაუდაბურებული დედამიწიდან ადამიანების გაქცევასა და მარსის კოლონიალიზაციას, და მათ კონფლიქტს ადგილობრივ მარსელებთან. წიგნი არაერთხელ იქნა ადაპტირებული კინოს, თეატრის, ოპერის, რადიოსა და ტელევიზიისათვის.
„საიდუმლო კუნძული“ 1874 წელს გამოქვეყნებული რომანია, რომელიც წარმოადგენს გაგრძელებას წიგნებისა „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ და „კაპიტან გრანტის შვილები“. რომანში მოვლენები ვითარდება გამოგონილ კუნძულ ლინკოლნზე სამხრეთ წყნარ ოკეანეში, სადაც კაპიტანი ნემოა თავისი „ნაუტილუსით“ იძულებით გაჩერებული. ნაწარმოების ძირითად პერსონაჟებს ხუთი ამერიკელი წარმოადგენს, რომელიც რიჩმონდის, ვირჯინია ალყას საჰაერო ბურთით აღწევს თავს სამოქალაქო ომის მსვლელობისას.
მეცნიერული ფანტასტიკის ეს გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც 1864 წელსაა შექმნილი, გერმანელი მეცნიერის, ოტო ლიდენბროკის, მისი ძმისწულის -აქსელისა, და მეგზურ ჰანსის მოგზაურობაზე მოგვითხრობს დედამიწის ცენტრისაკენ, სადაც მიწისქვეშა სამყაროში მრავალ თავგადასავალს აწყდებიან, მათ შორის პრეისტორიულ ცხოველებსა და ბუნებრივ მოვლენებს, სანამ ლავის ძალით კვლავ დედამიწის ზედაპირზე არ იქნებიან ამოტყორცნილნი.
ნაწარმოების მთავარი გმირი, გრიფინი, ახალგაზრდა ინგლისელი სწავლული ფიზიკოსია, რომელმაც მოიგონა მანქანა, რომელიც ადამიანს უჩინარს ხდის. მატერიალური სირთულეების გამო გრიფინი ვერ განაგრძობს სამეცნიერო სამუშაოს და იძულებულია უჩინარად იქცეს. რომანი მისი თავგადასავლებით სავსე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.