წინამდებარე კვლევის ფოკუსშია ნიცშეს კამათი პოზიტივისტებთან და ისტორიის აღქმის პრობლემა მატერიალიზმისა და იდეალიზმის პოზიციებიდან. წარმოადგენს რა სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნიცშე ემპირიულ გამოცდილებას საკუთარ შეედულებებს უპირისპირებს, და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ისტორია მორალური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მეცნიერებად იწოდებოდეს.
"იყო და ფლობდე" - ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით "იყო და ფლობდე" მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.
ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.
„მდოგვის მარცვალი“ - ეს არის თომას სახარების ოშოსეული განმარტება და ამავე დროს შეიძლება ითქვას საუკეთესო წიგნის ქრისტეზე. „მდოგვის მარცვალი“ - ეს არის წიგნი, რომლის ფურცლებზეც მიმოფანტულია შეუქცევადი რევოლუციის მარცვლები, რომლებსაც მხოლოდ შემჩნევა და დანახვა უნდა, რათა დაიწყოს ზრდა და განვითარება.
"ფილოსოფიური აზრები" - ესაა ფრანგი ფილოსოფოსის განაზრებანი ადამიანის, ღმერთის, განგების შესახებ, ისევე, როგორც შესახებ ადამიანის დამოკიდებულებისა ღვთაებასთან; "ფილოსოფიური აზრების დამატებანი" კი უმთავრესად რელიგიის, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგობრივ საკითებს ეხება.
იასპერსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის იდეათა კვალდაკვალ ლუდვიგ ბინსვანგერმა შექმნა ეგზისტენციალური ანალიზის უნიკალური თეორია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მივუახლოვდეთ ადამიანის "მიუწვდომელი ფსიქიკური ცხოვრების" მეცნიერულ გაგებას, რის დემონსტრირებას გვთავაზობს წინამდებარე წიგნში თავისი პაციენტის, ელენ ვესტის, მაგალითზე.