"ამსტერდამული მოხსენებები", წაკითხული 1928 წელს, არის მცდელობა მსმენელისთვის ფენომენოლოგიის მოკლე და ყოველმხრივი შესავლის შეთავაზებისა. მოხსენებები ასევე წარმოადგენს ინტერესს ჰუსერლის მიერ ფენომენოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის კავშირის ძირითადი ფორმულირების სახით, რაც მისი წინა შრომების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო.
გაცხოველებული საუბრის განმავლობისას ათენელ ინტელექტუალთა ჯგუფი ღვინის თანხლებით აყალიბებს შეხედულებებს ეროსის შესახებ. მათი საუბრებიდან ნატიფი თვალსაზრისი გამომდინარეობს გენდერული როლის, სექსის და ძირითად ადამიანურ ინსტინქტთა სუბლიმაციის შესახებ. დისკუსია სრულდება სოკრატეს რადიკალური გამოწვევით საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებისადმი.
"ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია" პირველად გამოიცა საფრანგეთში 1946 წელს და მას შემდეგ რამდენიმე გამოცემა გაიარა. იგი მკითხველს პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: "მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად".
"ფილოსოფიის სიღატაკე" მთავარი წყაროა კარლ მარქსის კომუნიზმის თეორიის გასაგებად. წიგნი 1847 წელს გამოქვეყნდა პარიზსა და ბრიუსელში. იგი დაიწერა, როგორც პასუხი ფრანგი ანარქისტის, პიერ-ჟოზეფ პრუდონის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ არგუმენტებზე, რომლებიც მან 1846 წელს გამოცემულ წიგნში, "ეკონომიკურ წინააღმდეგობათა სისტემა", ჩამოაყალიბა.
წინამდებარე კვლევის ფოკუსშია ნიცშეს კამათი პოზიტივისტებთან და ისტორიის აღქმის პრობლემა მატერიალიზმისა და იდეალიზმის პოზიციებიდან. წარმოადგენს რა სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნიცშე ემპირიულ გამოცდილებას საკუთარ შეედულებებს უპირისპირებს, და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ისტორია მორალური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მეცნიერებად იწოდებოდეს.
"იყო და ფლობდე" - ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით "იყო და ფლობდე" მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.
ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.
„მდოგვის მარცვალი“ - ეს არის თომას სახარების ოშოსეული განმარტება და ამავე დროს შეიძლება ითქვას საუკეთესო წიგნის ქრისტეზე. „მდოგვის მარცვალი“ - ეს არის წიგნი, რომლის ფურცლებზეც მიმოფანტულია შეუქცევადი რევოლუციის მარცვლები, რომლებსაც მხოლოდ შემჩნევა და დანახვა უნდა, რათა დაიწყოს ზრდა და განვითარება.