ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.
"ზადიგი, ანუ ბედისწერა" 1747 წელს შექმნილი ფილოსოფიური ნოველაა, რომელიც ანტიკური ბაბილონის ფილოსოფოს ზადიგის ცხოვრება აღწერს. წიგნი არ აცხადებს ისტორიული აკურატულობის პრეტენზიას. ნაწარმოებში წამოჭრილი ზოგი პრობლემა ვოლტერის თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხს ეხება, თუმცა მთავარი ადამიანის ამქვეყნიური უძლურებაა ბედისწერის წინაშე.
"ენესიდემუსის რეცენზია" უფრო მეტია, ვიდრე კანტიანობის დაცვა სკეპტიციზმისგან. იგი კანტისა და რაინჰოლდის შრომების ფუნდამენტურ გადაფასებას გულისხმობს და ახალ თვალსაზრისსა და საფუძველს ქმნის ტრანსცენდენტული ფილოსოფიისთვის. ამდენად, იგი არა მხოლოდ ფიხტეს საკუთარი ფილოსოფიის გარდაქმნას, არამედ მთლიანად გერმანული იდეალიზმის ისტორიის წყალგამყოფს წარმოადგენს.
ჰერმან მელვილის ეპიკური საგა გვიხატავს აქაბს, გუჩათხრობილსა და ფანტასტიურ კაპიტანს, რომელიც დიდი თეთრი ვეშაპის საძებნელად მოგზაურობას იწყებს. ამ უკანასკნელმა წინამორბედი შეხვედრისას ფეხი დააკარგვინა კაპიტანს. მოგვითხრობს რა აქაბის შურისძიებასა და საბედისწერო მოგზაურობაზე, მელვილი უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე აღმაფრენის მომგვრელი სხვა სათავგადასავლო ისტორიები. "მობი დიკი" არის საუკუნო წიგნი, რომელიც ადამიანის სულის უღრმეს სიმებს ეხმიანება.