ჰერმან მელვილის ეპიკური საგა გვიხატავს აქაბს, გუჩათხრობილსა და ფანტასტიურ კაპიტანს, რომელიც დიდი თეთრი ვეშაპის საძებნელად მოგზაურობას იწყებს. ამ უკანასკნელმა წინამორბედი შეხვედრისას ფეხი დააკარგვინა კაპიტანს. მოგვითხრობს რა აქაბის შურისძიებასა და საბედისწერო მოგზაურობაზე, მელვილი უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე აღმაფრენის მომგვრელი სხვა სათავგადასავლო ისტორიები. "მობი დიკი" არის საუკუნო წიგნი, რომელიც ადამიანის სულის უღრმეს სიმებს ეხმიანება.
"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".
ჰერმან მელვილის ეპიკური საგა გვიხატავს აქაბს, გუჩათხრობილსა და ფანტასტიურ კაპიტანს, რომელიც დიდი თეთრი ვეშაპის საძებნელად მოგზაურობას იწყებს. ამ უკანასკნელმა წინამორბედი შეხვედრისას ფეხი დააკარგვინა კაპიტანს. მოგვითხრობს რა აქაბის შურისძიებასა და საბედისწერო მოგზაურობაზე, მელვილი უფრო მეტს გვთავაზობს, ვიდრე აღმაფრენის მომგვრელი სხვა სათავგადასავლო ისტორიები. "მობი დიკი" არის საუკუნო წიგნი, რომელიც ადამიანის სულის უღრმეს სიმებს ეხმიანება.
"ტიმეოსი" პლატონის ერთ-ერთი ის დიალოგია, რომელიც ძირითადად გრძელი მონოლოგის ფორმითაა წარმოდგენილი და დაწერილია ჩვ. წ.ა. დაახლოებით 360 წელს. მასში სამყაროსა და ადამიანთა ბუნების შესახებაა ვარაუდები გამოთქმული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა შემდგომში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარებისთვის.
ნიკოლაი ბერდიაევი ამ წიგნს აღწერს, როგორც „ფილოსოფიურ ავტობიოგრაფიას, სულისა და თვითშემეცნების ისტორიას“. ეს წიგნი არა მხოლოდ ავტობიოგრაფიულია, ის ასევე კრიტიკული თვითშეგნების შრომაცაა. ბერდიაევი საკუთარ იდეებსა და საკუთარ ცხოვრებას ფილოსოფიურ შესწავლას უქვემდებარებს, რათა თავისი „საკუთარი ხატი და საბოლოო ბედი“ აღმოაჩინოს.
1927 წელს გამოქვეყნებული რომანი ყველაზე მეტად ტიპიურია დიდი იტალიელისთვის. ვიტანჯელო მოსკარდა უეცრად აღმოაჩენს, რომ ადამიანი "ერთი" არ არის, ის "ასი ათასია" ანუ იმდენი, რამდენ ადამიანთანაც აქვს ურთიერთობა. ხოლო ის, ვინც ამ აღმოჩენას აკეთებს, ხდება "არავინ", რადგან იმასღა ხედავს, თუ სხვათა წინაშე როგორ წარმოდგება. ამ განსჯის შედეგად ჯენჯე გადაწყვეტს, რომ საკუთარი ცხოვრება გაანადგუროს.