iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

რელიგიური

სორტირება:

დიდი ესპანელის ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება 1924 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას დაიწერა. გარდა საკუთრივ ქრისტიანობის გააზრებისა, როგორც შინაგანი ბრძოლის, პატრიოტი მწერალი ესპანეთის თანადროულ პრობლემებსაც ეხმიანება, კერძოდ კი პრიმო დე რივერას დიქტატურას, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო თავად.

მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის წინა ნაშრომი – „არსებობა, როგორც თანაზიარება“ სრულიად სამართლიანად მოიაზრება XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეოლოგიურ წიგნად. ის დიდი ხანია, გავლენას ახდენს ეკუმენურ დისკუსიებზე და ბევრი ეკლესიის ლექსიკონსა და ვარაუდებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი საკუთარი თვითშეგნებისა და სამღვდელო ხელდასხმის სპეციფიკური გაგების გააზრებას ცდილობენ. თუმცა, რასაც ზიზიულასი ეკლესიის შესახებ ამბობდა, იმ არგუმენტთა წყებით იყო გამყარებული, რასაც ჩვენ სიტყვა „ღმერთში“ ვგულისხმობთ და იმითაც, თუ როგორ აყალიბებს ღმერთზე ჩვენი წარმოდგენა ყოფიერების ჩვენსავე ხედვას. მომდევნო გვერდებზე ეს შთაბეჭდილებები უფრო და უფრო ღრმად არის გააზრებული და საფუძვლიანად აყალიბებს მთელი ქრისტიანული თეოლოგიის ამომწურავ მოდელს.

"სატანჯველის სახარება" პირველი და ერთადერთი ქართული თარგმანია დიდი დანიელი ფილოსოფოსის ნაშრომისა, რომელიც აერთიანებს მის შეხედულებებს, როგორც თეოლოგისა და მისტიკოსის, და ასევე ეგზისტენციალიზმის წინამორბედისა.

სივრცის აქამდე უცნობი ბუნება,საიდან მოდის სამყარო? რა არის მატერია?

დიდი ქართველი ისტორიკოსის ნარკვევში ქართველ მეფეთა უფლებებია განხილული, მათი დამოკიდებულება "დიდგვარიან აზნაურებთან" და ამ უკანასკნელთა არცთუ უმნიშვნელო როლი ქვეყნის მართვაში თვით დავითისა და თამარის მეფობისას.

წინამდებარე ნარკვევი კიდევ ერთი მცდელობაა დემოკრატიის ქრისტიანული ფესვების დემონსტრირებისა და ამ უკანასკნელის მორიგებისა თანამედროვე პოლიტიკურ გამოწვევებთან.

ამ პატარა სტატიაში გადმოცემულია თომა აქვინელის ანგელოლოგიის ძირითადი დებულებები.

ამ პატარა სტატიაში დასაბუთებულია, რომ იოანე დამასკელი იყო არამარტო დიდი თეოლოგი, არამედ შესანიშნავი ფილოსოფოსიც.

ამ პატარა სტატიაში თეოლოგია და ფილოსოფიაა შედარებული და თეოლოგია გაკრიტიკებულია ფილოსოფიური პოზიციიდან.

არეოპაგელის ერთ-ერთი ძირითაიდ ტრაქტატი, "საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათვის" ანუ "მისტიკური თეოლოგია" ეხება პირველმიზეზის ანუ სამყაროს საწყისის საიდუმლო განსაზღვრებას.

არსებობს ისტორიული და სახარებისეული იესო, რომლებიც არ არიან იდენტურნი. ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ იესო ქრისტეს ის სურათი, რომელიც სახარებებშია წამოდგენილი, ნეგატიურ ასპექტებს გულისხმობს.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თომა აქვინელის ნაშრომის "თეოლოგიის კომპენდიუმის" რამდენიმე თავის თარგმანს.

1.არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი? 2.შესაძლებელია თუ არა ღმერთის არსებობის დამტკიცება? 3

სტატიაში განხილულია ეთიკური პრობლემატიკის ორი ალტერნატიული გადაჭრის გზა. ავტორი ცდილობს ეთიკური საკითხის განიხლივისას, ობიექტური პოზიცია შეინარჩუნოს და ეთიკური საკითხების ფილოსოფიური კვლევა შემოგვთავაზოს.

ფილოსოფოსმა ბერტრან რასელმა თავის ნაშრომში "რატომ არ ვარ ქრისტიანი" გააკრიტიკა იესო ქრისტეს პიროვნება. ამ სტატიაში ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ ბერტრან რასელის მიერ ქრისტეს პიროვნების კრიტიკა გარკვეულ სუსტ წერტილებს შეიცავს.

„უპანიშადები“ სანსკრიტზე შექმნილი ტექსტებია, რომლებიც ინდუიზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ იდეებსა და კონცეფციებს შეიცავს. ისინი ვედების ნაწილია და ოთხი ვედის ცალკეულ თავებს აჯამებენ. ზოგი უპანიშადა ჩვენს დრომდეა შემორჩენილი. წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია სხვადასხვა უპანიშადების ფრაგმენტები.