iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

დევიდ ჰიუმი ერთ-ერთი ყველაზე ღრმად მოაზროვნე ფილოსოფოსია მათ შორის, ვინც ინგლისურ ენაზე ქმნიდა. მისი "რელიგიის ბუნებრივი ისტორია" რელიგიის წარმოშობას იკვლევს და გასდევს მის განვითარებას პოლითეიზმიდან დოგმატურ მონოთეიზმამდე. ეს ნაშრომი ყველაზე სერიოზული შეტევაა რელიგიურ შეხედულებებზე, რომელიც კი ფილოსოფოსს ოდესმე განუხორციელებია.

"ფილოქტეტესი" ერთადერთია სოფოკლეს ტრაგედიათაგან, რომლის სცენაზე პირველად წარმოდგენის თარიღი ზუსტადაა ცნობილი: ძვ. წ 409 წ-ის გაზაფხული. ეს ტრაგედია დრამატურგმა თავისი ცხოვრების მიწურულს დაწერა და იმ პრობლემას შეეხო რაც მას თავისი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა. რა არის მთავარი ადამიანისთვის - ზნეობრივი სიწმინდე, თანდაყოლილი ღირსების შეულახაობა, თუ საზოგადოებრივი სიკეთით შენიღბული ცხოვრებისეული პრაგმატიზი.

„ტროელი ქალები“ ევრიპიდეს ტრაგედიათაგან გამოირჩევა ადამიანურ განცდათა წარმოჩენის გასაოცარი სიმძაფრით. კომპოზიციურად იგი შედგება რამდენიმე ეპისოდიონისგან, რომლებშიც წარმოდგენილია გამარჯვებულ ბერძენთა მიერ დატყვევებულ, სრულიად უდანაშაულო ქალთა მწუხარება. სიუჟეტი დრამატურგიულად არ არის რთული, მაგრამ ევრიპიდეს გასაოცარმა ხელოვნებამ დრამა, რომელიც აგებულია მხოლოდ და მხოლოდ ტანჯვის პათოსზე, ისეთი მრავალმხრივი და ზოგადსაკაცობრიო გახადა, რომ იგი თავისი სიღრმითა და მაღალმხატვრულობით დღესაც არ კარგავს მნიშვნელობას.

„ჰეკაბე“ ევრიპიდეს შემოქმედების ადრეული პერიოდის ქმნილებაა. მისი ათენური პრემიერა შედგა „მედეასა“ და „ჰიპოლიტოსის“ შემდეგ, სავარაუდოდ, ძვ. წ. 424 წელს. ტრაგედიაში წარმოდგენილია ტროას დედოფლის, ჰეკაბეს შურისძიების ისტორია. ოდესღაც დიდებული, მაგრამ უკვე უსამშობლოოდ დარჩენილი, დამონებული დედოფალი, რომელსაც თვალწინ მოუკლეს მეუღლე - მეფე პრიამოსი და რომელიც შვილების შემზარავ სიკვდილს მოესწრო, ყოვლად წარმოუდგენელ შურისძიებას განიზრახავს. იმდენად სულისშემძვრელია მისი ტრაგედია, რომ თავად ბერძენთა მთავარსარდალსაც კი მისდამი თანაგრძნობის განცდა ეუფლება. უკიდურესად დაძაბულ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ჰეკაბეს სახე ევრიპიდეს შემოქმედების შედევრია.

ჰეკაბე
2.88ლარი

ჰეკაბე

ევრიპიდე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ევრიპიდემ ბაკქი ქალები სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შექმნა, რომლებიც მან მაკედონიის მეფე არქელაოს I-ის კარზე გაატარა. ტრაგედია ეფუძნება ბერძნულ მითს თებეს მეფე პენთევსისა და მისი დედის აგავეს და ღმერთ დიონისეს მიერ მათი დასჯის შესახებ.

ფოიერბახს ხშირად უწოდებენ ფილოსოფოსს, რომელმაც ჰეგელი და მარქსი დააკავშირა. დარწმუნებული ათეისტი, ფოიერბახი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობამ არამართლზომიერად "დააპროექტა" და "გადაიტანა" ადამიანის გონების ელემენტები არარსებულ, ზებუნებრივ, რელიგიურ ობიექტებზე. "ქრისტიანობის არსება" აჩვენებს ფოიერბახს მთელი მისი ოდენობით, როგორც გერმანელ ფილოსოფოსთა ახალი თაობის გავლენიან წარმომადგენელს.

„... იდუმალთმეტყველების ნარკვევში მე იმდენად წავედი შორს, რამდენადაც ეს აუცილებელია თანამედროვე კაცობრიობის ცნობიერებისთვის, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო წინ წასვლა და ის, რაც ჩემს „იდუმალთმეტყველების ნარკვეეშია“, უნდა გაღრმავდეს და გაფართოვდეს.“ – 192(17) „... „იდუმალთმეტყველების ნარკვევი“ – ეს მხოლოდ თავისებური სახის პარტიტურაა და მკითხველისთვის აუცილებელია მისი შინაარსი თავად გამოიმუშაოს აქტიური შინაგანი ქმედითობით. მხოლოდ მაშინ მიიღებს იგი მას“. – 334(9) რუდოლფ შტაინერი

ლექციების ციკლი საერთო სახელწოდებით: „ხელდასხმულთა ცნობიერება“ რუდოლფ შტაინერმა წაიკითხა ანთროპოსოფიული საზოგადოების წევრებისთვის ინგლისში. ციკლი მთლიანად დაყოფილი იყო სამ ნაწილად; წინამდებარე კურსში: „სულიერი კვლევის ჭეშმარიტი და ყალბი გზები“, რუდოლფ შტაინერი ეხება სულიერი კვლევის ზოგად დანიშნულებას, ნამდვილი სულიერი კვლევის ჭეშმარიტ გზებს, ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობას, ზეციურის გამოცხადებას მიწიერში და სხვა უმნიშვნელოვანეს თემებს.

ლექციების ციკლი ეხება თანამედროვეობის სოციალური კრიზისის მრავალ მიზეზს, რომელიც გულისხმობს ადამიანური მოღვაწეობის სამი ძირითადი სფეროს (ეკონომიკური, პოლიტიკური და სულიერი) არამართებულ ურთიერთგანმსჭვალვას. გამოსავალი კი სწორედ სამწევრა სოციალური ორგანიზმის მოწყობაა, რაც ნიშნავს აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებული სოციალური ინსტიტუტების სრულ დამოუკიდებლობას; ეს ხელს შეუწყობს განათლების ახალი სისტემისა და ახალი სულიერების, ქრისტეს ახალი აღქმის განვითარებას. 

წინამდებარე ლექციების კურსი ეხება შუა საუკუნეებში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს, როცა კაცობრიობა განსჯითი სამშვინველის კულტურის ეპოქიდან გადადიოდა ცნობიერი სამშვინველის კულტურის ეპოქისკენ. კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის ეს პროცესები დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წიგნი უაღრესად საინტერესო იქნება არა მარტო ანთროპოსოფიით დაინტერესებული მკითხველებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს რეალური ისტორიის ნამდვილი გაგება, ე. წ. „კულისებს“ მიღმა მიმდინარე პროცესებისა და ისტორიულ პროცესებში სულიერი ზეგავლენების წვდომა.

ცხრა ლექციისაგან შემდგარი კურსი ეხება მსოფლიო ისტორიაში ბუნებისმეტყველების წარმოქმნის მომენტს, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებას XX საუკუნემდე, ამ გზის სირთულეებსა და მისი გადალახვის მეთოდებს ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების მეშვეობით. კურსის ბოლოს კაცობრიობის წინაშე დაყენებულია კონკრეტული ამოცანები ბუნებისმეტყველების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

მკითხველის წინაშეა რუდოლფ შტაინერის თხზულებათა სრული კრებული GA 325 ტომის პირველი ქართული გამოცემა. მასში გაერთიანებულია, თემატურად ერთმანეთთან დაკავშირებული ღია ლექციების ორი კურსი. რუდოლფ შტაინერი ამ ციკლში ეხება ბუნებისმეტყველების წინაპირობებსა და სულიერ საფუძვლებს, ევროპული სულიერი ცხოვრების ჩამოყალიბებას, კაცობრიობის მსოფლიო ისტორიულ განვითარებას უძველესი დროიდან.

წინამდებარე ლექციების ციკლს ერთვის შესავალი ლექცია, რომელიც ეძღვნება დრამა-მისტერიების დადგმის ანალიზს და ქმნის განსაკუთრებულ სულიერ განწყობას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ღვთაებრივი ქმნილების ამგვარი სიღრმისეული განხილვისთვის და წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ კურსს, რაზეც იგება ბიბლიის ანთროპოსოფიული ანალიზი, დაწყებული შესაქმის წიგნიდან, აპოკალიფსამდე. მასში ნაჩვენებია, რომ სწორად წაკითხული ბიბლიის ტექსტები სრულად შეესატყვისება ნათელმხილველური კვლევის შედეგებს.

თქვენ წინაშეა ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების ფუძემდებლის რუდოლფ შტაინერის დაუმთავრებელი წიგნი - „ანთროპოსოფია. ფრაგმენტი“. მოცემულ წიგნზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ გერმანული გამოცემის პასუხისმგებელი რედაქტორის წინასიტყვაობაში, ასევე დანართებსა და შენიშვნებში. ადამიანის არსების სიღრმისეული შესწავლისთვის წიგნი შესაძლოა, ძალზე საინტერესო აღმოჩნდეს ექიმებისთვის, ფიზიოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისთვის.

წინამდებარე „წერილები საზოგადოების წევრებს“ იბეჭდებოდა ჟურნალ „გოეთეანუმის“ ყოველკვირეულ დამატებაში „ცნობის ფურცელი“, 1923 წლის საშობაო შეკრების შემდეგ. მასში გადმოცემულია ანთროპოსოფიის ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები. ეს არის სახელმძღვანელო ნამდვილი ანთროპოსოფიებისთვის, თუ როგორ უნდა წარსდგნენ ისინი სამყაროს წინაშე, მათი პასუხისმგებლობა და მოვალეობები. „წერილები საზოგადოების წევრებს“ უაღრესად მნიშვნელოვანია ანთროპოსოფიული საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით ანთროპოსოფიულ საზოგადოებაში აქტიური მოღვაწეობის მსურველთათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების სიღრმისეული გაცნობა.

"ღვინო - ესაა ბრძენი, მსხმოიარე და თავქარიანი ღმერთი. დიონისე, ბაკქი - ამ სახელებში გაისმის დაუსრულებელ მხიარულებათა ჟრიამული; იგი, ტროპიკულ ტყეთა მცხუნვარე ქართა მსგავსად, აღწევს სიცოცხლის ფარულ სიღრმეებში და იქ აღელვებს მას". - ხოსე ორტეგა ი გასსეტ.

 

ღვთაებრივი ღვინო
0.99ლარი

ღვთაებრივი ღვინო

ხოსე ორტეგა ი გასეტ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star