ამ ფილოსოფიურ ესსეიში, რომელიც 1859 წელს გამოქვეყნდა, მილი აყალიბებს უტილიტარიანიზმის ეთიკურ დოქტრინას, რაც ინდივიდუალობის მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევას გულისხმობს. ესსეიში გადმოცემულია ინდივიდის სამი ძირითადი თავისუფლება, სამი არგუმენტი სახელმწიფოს ჩარევის საწინააღმდეგოდ და ორი მაქსიმა საზოგადოებასთან ინდივიდის დამოკიდებულების შესახებ.
სგანარელი გახლავთ მოლიერის ერთაქტიანი პიესა, რომელშიც იგი თავად იღებდა მონაწილეობას კარიერის განმავლობაში. ნაწარმოები აგებულია ეჭვიან და დაუფიქრებელ ვარაუდებზე, რომლებიც გაუგებრობისა და უთანხმოების შედეგს წარმოადგენს. წინამდებარე ტექსტი 1871 წელს ქ-ნ ელენე ყიფიანის მიერ შესრულებული თარგმანის გათანამედროვებული ვერსიაა.
"ქრისტე" არის ჯონ რემსბერგის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნაშრომი, რომელიც სახარების ფუნდამენტურ კრიტიკას გვთავაზობს. ნაშრომში პუნქტობრივად არის განხილული ახალი აღთქმის მთავარი პერსონაჟის ცხოვრება და ჩამოყალიბებულია მისი ისტორიული არარსებობის დოქტრინა. წინამდებარე ტექსტი ამ წიგნის პირველი თარგმანია პოსტსაბჭოთა სივრცეში.