„აღსარება“ ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა. მასში მოთხრობილია ავტორის რთულ სულიერ ძიებათა შესახებ, რომელმაც ნიჰილისტურ-ეგზისტენციალური მიდრეკილებებისა და თვითმკვლელობის სურვილის გადალახვა უბრალო ხალხის რწმენისკენ მოქცევით შეძლო, რითიც, ერთის მხრივ, აშკარად და ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას, მეორეს მხრივ კი სხვა, ნამდვილი ქრისტიანობის დამკვიდრება სცადა. პირველად გამოქვეყნდა ჟენევაში 1884 წელს.
ბორის პასტერნაკი მეორე რუსი მწერალია ბუნინის შემდეგ, ვისაც ნობელის პრემია მიენიჭა. ავტობიოგრაფიულ თხზულებებში, მათ შორის, წინამდებარე ნაშრომში, ავტორი თითქოს პოეზიიდან პროზაში გადმოსული ფრაზებით გვესაუბრება, ესთეტურ შეხედულებებს აყალიბებს და წარმოგვიდგენს საკუთარ შეხედულებას ხელოვნების შესახებ. ასევე, საინტერესოა საქართველოსა და ქართველი მეგობრების, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძისადმი, მიძღვნილი თავები.
წინამდებარე ესსეი ადამიანის არჩევანის შესახებაა, შესახებ იმისა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია და უნდა აირჩიოს ადამიანმა სისასტიკე და ტკივილი, როგორც ისტორიული პროცესის აუცილებელი თანამდევი, კეთილდღეობის, როგორც პასიურობის საპირისპიროდ, ადამიანმა, რომელიც, ავტორისავე სიტყვებით "გარყვნილია ბურჟუაზიული კეთილდღეობითა და სიმშვიდით".
"იონი" პლატონის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დიალოგია, რომელშიც სოკრატესა და პროფესიონალი რაფსოდის, იონის, საუბრის მთავარ თემას პოეზიის შესრულების ხელოვნების რაობა ანუ მისი ღვთიურობა თუ ცოდნისმიერობა წარმოადგენს. სოკრატე, იყენებს რა მაგნიტის მეტაფორას, დაასკვნის, რომ პოეზია ღმერთსა და ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალებაა.
შესაძლებელია თუ არა შურისძიება სისხლის დაუღვრელად? თან ისე, რომ ადამიანის ღირსება არ შეილახოს? ისე, რომ შეურაცხმყოფელმა სამარცხვინო სასჯელი დაუწესოს საკუთარ თავს? შესაძლებელია. თუ როგორ, ეს იხილეთ ფოლკნერის მოთხრობაში "მოზვრიკუდას სურნელი", რომელიც რომანის "დაუმარცხებელი" ნაწილს წარმოადგენს.