iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერლის ბრწყინვალე რომანი „ქალი ქვიშაში“ ერთდროულად გაშინებთ და გაფიქრებთ. ეს არის ამბავი მოყვარული ენტომოლოგისა, რომელიც სოფელში მიემართება იშვიათი ხოჭოს საძიებლად. მაგრამ სოფლელები მას აპატიმერებენ და ორმოში ათავსებენ ახალგაზრდა ქვრივთან, სადაც ეს უკანასკნელი მსჯავრდებულია ზურგში მოხრილმა ხვეტოს ულევი ქვიშა. ფილმი ეკრანიზებულია ჰიროში ტეშიჰაგარას მიერ (1964).

ბიურგერულ საზოგადოებაში ჩაკარგულ შეუმდგარ და პატარა ადამიანებს, რომელთა სიცოცხლე ხშირად ნაადრევი სიკვდილით სრულდება, ეხება კრებულში შესული სამი მოთხრობა: „ლუიზჰენი“, „ტრისტანი“ და „პატარა ბატონი ფრიდემანი“.

თუ ერის ისტორიული მისიის აღსრულება შემოქმედებას და მოძრაობას გულისხმობს, ხოლო სტატიკა დამღუპველია ისტორიული შემოქმედებისთვის, მაშინ ომი და ანექსიაც შეიძლება გამართლებული იქნეს. ასეთია ბერდიაევის ამ არაერთმნიშვნელოვანი ესსეის ძირითადი აზრი, სადაც ასევე რუსეთის (და ნაკლებად - ინგლისის) მსოფლიო დომინირების იდეაც ხმამაღლაა გამოთქმული.

ალბერტ აინშტაინი ამ ესსეიში შიშისა და სოციალური რელიგიის ცნებებს უმატებს კოსმოსური რელიგიის ცნებას და ამ გზით რელიგიასა და მეცნიერებას შორის ურთიერთობის ერთგვარად ახალ კონცეფციას გვთავაზობს, რომელიც საბოლოოდ ბუნების საყოველთაო კანონების არსებობის რწმენამდე დაიყვანება.

დიდი შვედი მწერლის მცირე პროზის კრებულში შესულია სამი გამორჩეული მოთხრობა: მათ შორის ყველაზე ცნობილი ("ბარაბა"), რომელიც რწმენა-ურწმუნობის პრობლემას ეხება; ღმერთის გააზრების მცდელობა ქურუმი ქალის ცხოვრების ფონზე ("სიბილა"); და პირადი ტრაგედიის გამოძახილად შექმნილი უკიდურესად რომანტიული "მარიამნა".

მოთხრობები
1.99ლარი

მოთხრობები

პერ ლაგერკვისტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

სულის უკვდავება შეუძლებელია, თუკი ის საერთოდ არსებობს - ასეთია ბერტრან რასელის დამოკიდებულება ამ ოდინდელი საკითხისადმი, რასაც ის ამ მცირე ზომის შესანიშნავ ესსეიში აყალიბებს.

რა არის სული
1.99ლარი

რა არის სული

ბერტრან რასელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს მოთხრობა ლაგერკვისტის პირადი ტრაგედიის გამოძახილია, რომელმაც 1967 წელს საყვარელი მეუღლე დაკარგა, ვისთანაც ორმოცი წელიწადი თანაცხოვრობდა. სიუჟეტი ორი მოქმედი პირის, სიყვარულისა და სიწმინდის განსახიერების - მარიამნასა და, სასტიკი და ამაყი ჰეროდე დიდის გარშემო ვითარდება. მიუხედავად ძლიერი გრძნობისა, სიამაყე და ბოროტება დიდ მეფეს ჯალათად აქცევს.

მარიამნა
0.99ლარი

მარიამნა

პერ ლაგერკვისტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„სიტყვები“ ჟან-პოლ სარტრის ავტობიოგრაფიული რომანია, რომელშიც ავტორი ბავშვობის მოგონებებს, წიგნებთან და ლიტერატურულ პერსონაჟებთან პირველი ნაცნობობის, მწერლად ქცევის სურვილს აღწერს. მოთხრობილია ბავშვური ილუზიებისა და ფანტაზიების შესახებ, რომლებმაც დაღი დაასვეს მწერლის ცხოვრებას. რომანი ორი ნაწილისგან შედგება - „ვკითხულობ“ და „ვწერ“. ევროპის ლიტერატურულმა წრეებმა ეს ნაწარმოები ეგზისტენციალიზმისგან სარტრის გამოჯანმრთელებად მიიჩნიეს. პირველად გამოქვეყნებულია 1963 წელს.

სიტყვები
3.99ლარი

სიტყვები

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„გულაგის ყველაზე ძლევამოსილი საბრალდებო დასკვნა“ - ასეა საზოგადოდ ცნობილი „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“, რომელიც გაზეთის Independent 100 საუკეთესო წიგნის სიაშია შესული. ანა ახმატოვა ყველა საბჭოთა ადამიანის ვალდებულებად თვლიდა მის წაკითხვას. გამოქვეყნებულია 1962 წელს პირადად ნ. ხრუშჩოვის ნებართვით.

ივან დენისოვიჩის ერთი დღე
2.99ლარი

ივან დენისოვიჩის ერთი დღე

ალექსანდრე სოლჟენიცინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"უფლისწული და მათხოვარი" მარქ ტვენის პირველი და ყველაზე ცნობილი ისტორიული რომანია, რომელშიც ირონიულად არის აღწერილი XVI საუკუნის ინგლისის სახელმწიფო და სასამართლო სისტემების ნაკლოვანება-შეუსაბამობანი. პირველად გამოქვეყნდა კანადაში 1881 წელს.

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

ალბათ არ არსებობს უფრო ცნობილი წიგნი, ვიდრე "ტომ სოიერის თავგადასავალი", რომელსაც უკვე ას წელზე მეტია თანაბარი სიამოვნებით კითხულობენ ბავშვები და მოზრდილები. მასში ყველაფერია, რაც ასე იზიდავს მკითხველს: თავგადასავლები, რომანტიული სამყარო, იუმორი, დაძაბული სიუჟეტი და თავად მთავარი გმირის - ტომ სოიერის სასიყვარულო განცდები.

„გონით საწვდომი მშვენიერებისათვის“ პლოტინის მთავარი ნაშრომის, „ენეადების“ მეხუთე წიგნის მერვე ტრაქტატია, რომელიც პლოტინის ძირითად იდეებს მშვენიერის აღქმას უსადაგებს.

წინამდებარე კრებულში შესულია არგენტინული მცირე პროზის გამორჩეული წარმომადგენლის უაღრესად დახვეწილი ოსტატობით შესრულებული სამი მოთხრობა: "ეშმაკის დორბლი", "მდევარი" და "მიტაცებული სახლი".

ეშმაკის დორბლი
1.33ლარი

ეშმაკის დორბლი

ხულიო კორტასარ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ჟიული ანუ ახალი ელოიზა" ეპისტოლარული ჟანრის სასიყვარულო რომანია, რომელსაც გამოქვეყნების შემდეგ მილიონობით ადამიანი კითხულობდა და რომელზეც ღვრიდა ცრემლს. სასიყვარულო ამბის პარალელურად მასში ზნეობრივი პრინციპების ავთენტურობაა განხილული. კათოლიკური ეკლესიის მიერ ნაწარმოები "აკრძალულ წიგნთა ნუსხაში" იქნა შეტანილი.

„აღსარება“ ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა. მასში მოთხრობილია ავტორის რთულ სულიერ ძიებათა შესახებ, რომელმაც ნიჰილისტურ-ეგზისტენციალური მიდრეკილებებისა და თვითმკვლელობის სურვილის გადალახვა უბრალო ხალხის რწმენისკენ მოქცევით შეძლო, რითიც, ერთის მხრივ, აშკარად და ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას, მეორეს მხრივ კი სხვა, ნამდვილი ქრისტიანობის დამკვიდრება სცადა. პირველად გამოქვეყნდა ჟენევაში 1884 წელს.

აღსარება
2.99ლარი

აღსარება

ლევ ტოლსტოი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star