iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

"დაბლინელები" - ეს არის მოთხრობათა ციკლი, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ პროვინციულ ქალაქ დაბლინის ცხოვრებას ასახავს, რომელშიც თითქოს რაღაც ხდება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ყოველივე უმნიშვნელოა, არანაირი გავლენა არ აქვს ადამიანებზე და თითქოს არც ხდება.

XX საუკუნის დიდი რუსი ფილოსოფოსი წინამდებარე ესსეიში ცდილობს ახლებურად შეაფასოს დოსტოევსკის შემოქმედების მხატვრული ღირებულება ადამიანთან მიმართებით მისი დამოკიდებულების წარმოჩენით. ფრიად საინტერესო საკითხავია.

ერიხ ფრომის ესსეი ცდილობს სიღრმისეულად ახსნას ორუელის საყოველთაოდ ცნობილი რომანი და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სოციალურ-პოლიტიკური რეალობის ჭრილში განიხილოს იგი, როგორც ეს დღემდეა მიღებული მრავალი კრიტიკოსის მიერ.

"რასა და ისტორია" ლევი სტროსის 1952 დაწერილი ანთროპოლოგიური ნაშრომია, რომელშიც ავტორი რასების და, ზოგადად, ცივილიზაციების, კულტურული მრავალფეროვნების მიზეზებს იკვლევს.

რასა და ისტორია
1.77ლარი

რასა და ისტორია

კლოდ ლევი სტროსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ღმერთებს სწყურიათ" გახლავთ ანატოლ ფრანსის მიერ 1912 წელს შექმნილი რომანი, რომელშიც საფრანგეთის რევოლუციის მე-2 და მე-3 წლების ტერორის მეფობაა აღწერილი რიგითი მხატვრისა და შემდეგში მსაჯულის, ევარისტ გამლენის ტრანსფორმაციის ფონზე.

"კრაპის უკანასკნელი ფირი" არის ბეკეტის ერთაქტიანი პიესა, დაწერილი ინგლისურ ენაზე ირლანდიელი მსახიობის პატრიკ მაგისათვის. პირველად დაიდგა 1958 წლის 28 ოქტომბერს.

წინამდებარე ესსეიში ჩამოყალიბებულია კანტის შეხედულება განმანათლებლობაზე, რაც მისივე სიტყვებით შეკუმშული სახით შესაძლოა ასე განიმარტოს: "განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან."

იონესკოს ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი პიესა, რომელიც აბსურდის სტილში წარმოგვიდგენს ჭკუიდან გადასული პროფესორისა და მისი სტუდენტის ხანმოკლე გაკვეთილს. დაწერილია 1950 წელს.

გაკვეთილი
1.55ლარი

გაკვეთილი

ეჟენ იონესკო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბავშვის თვალით დანახული რელიგიურ-თეოლოგიური საკითხები, შეზავებული მარქ ტვენისეული ხალასი იუმორით, ეს გახლავთ დიალოგის სტილში შექმნილი მოთხრობა "ციცქნა ბესი".

რა რელიგია შეიძლება ჰქონდეს მოაზროვნეს? არის თუ არა სრულად დარწმუნებული საკუთარ რწმენაში? რა არის მისი დანიშნულება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს დიდი ესპანელი მოაზროვნე არაერთმნიშვნელოვან ესსეიში "ჩემი რელიგია".

ჩემი რელიგია
0.99ლარი

ჩემი რელიგია

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პლატონის ეს დიალოგი უმეტესწილად სამგლოვიარო სიტყვას წარმოადგენს, რომელსაც სოკრატე გადასცემს მენექსენეს და რომელიც მას ასპასიას, პერიკლეს ჰეტერასგან აქვს ნასწავლი.

სარტრის ესსეი "რისთვის ვწერთ?" აყალიბებს ავტორის შეხედულებას მწერლის დანიშნულების შესახებ, რაც უფრო ვრცელი ნაშრომის - "რა არის ლიტერატურა?" ნაწილს წარმოადგენს.

რისთვის ვწერთ?
2.00ლარი

რისთვის ვწერთ?

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს სქელტანიანი მოთხრობა 1890 წელს გამოქვეყნდა და მყისვე მეფის ხელისუფლების ცენზურას დაექვემდებარა. იგი, ერთის მხრივ, თავშეკავების იდეალს ქადაგებს, მეორეს მხრივ კი ეჭვიანობით გამოწვეულ რისხვას აღწერს. თანამედროვე კრიტიკოსთა შეფასება არაერთგვაროვანი იყო, უკიდურესად უარყოფითიდან უაღრესად პოზიტიურამდე.

"ალტონელი განდეგილები" სარტრის ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა, რომელიც უშუალოდ ნაციზმს ეხება და აყალიბებს ავტორის შეხედულებებს ისეთ ფილოსოფიურ კატეგორიებზე, როგორიც არის თავისუფლება, უნივერსალური პასუხისმგებლობა, ბედისწერა და სხვა. პირველად დაიდგა 1959 წელს პარიზში.

ლაგერკვისტის ყველაზე ცნობილი მოთხრობა, რომელშიც რწმენის არარელიგიურობა, ურწმუნოს რწმენა, სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლა, და ამასთან დაკავშირებული უამრავი კითხვა ქრისტეს ნაცვლად შენდობილი ბოროტმოქმედის, ბარაბას ცხოვრებისა და ტანჯვის ფონზეა შემოთავაზებული.

ბარაბა
1.55ლარი

ბარაბა

პერ ლაგერკვისტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"თოვლიანი მხარე" იაპონური ლიტერატურის კლასიკად აღიარებული რომანია, რომელიც ბალეტის დილეტანტი ექსპერტისა და პროვინციელი გეიშას სიყვარულის ისტორიას აღწერს.

თოვლიანი მხარე
2.33ლარი

თოვლიანი მხარე

იასუნარი კავაბატა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star