"მხოლოდ ფრაგმენტები! მაშასადამე, არაფერი მთლიანი, არაფერი დასრულებული. რატომ? ნაწილობრივ დროის, ხალისის და ჩემი წარსულისადმი ინტერესის უკმარობის გამო, ნაწილობრივ დოკუმენტების, ე. ი. სამახსოვრო ჩანაწერების ნაკლებობის გამო, რადგანაც ეს უკანასკნელი ან სხვის ხელში მოხვდა, ანდა დაიკარგა" - ლ. ფოიერბახი.
1879 წელს ჯ.ს. მილმა გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით "სოციალიზმი", რომელშიც თავმოყრილია მისი არგუმენტები სოციალური წესრიგის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობისა კომუნისტურ წყობილებაში. წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკურ სისტემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ლუდვიგ ფოიერბახის რეცენზიას მაქს შტირნერის ნაშრომზე "ერთადერთი და მისი საკუთრება", რომელიც ფოიერბახის მწვავე კრიტიკას შეიცავს, გულისხმობს რა, რომ რელიგიის ფოიერბახისეული გააზრება კვლავ "ღვთისმოშიშია", რომ მან "ღვთაება გარეგანიდან ჩვენ შინაგანად აქცია". თავად ფოიერბახმა შტირნერის თხზულებას "გენიალური და ბრწყინვალე ნაშრომი" უწოდა.
"გოთას პროგრამის კრიტიკა" არის დოკუმენტი, დაფუძნებული კარლ მარქსის 1875 წლის წერილზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისათვის, რომელთანაც მარქსი და ენგელსი ახლო ურთიერთობაში იყვნენ. დოკუმენტი გოთაში გასამართ ყრილობაზე განსახილველი საკითხების კრიტიკას წარმოადგენს; მას თან ერთვის მარქსის და ენგელსის წერილები.
რომანი „ღამის ხმები“ ანატოლიაში მცხოვრები მდიდარი ორთაჩლიების ოჯახური საგაა, რომელიც მოიცავს ოთხი თაობის ისტორიას. მოქმედება ძირითადად ვითარდება ანატოლიაში, ბოზოვას მამულში, მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე. რომანი თავიდანვე დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა, თუმცა ბოლო წლებში აიშე ქულინმა გაიზიარა ელიფ შაფაქის ბედი და გამოუჩნდა კრიტიკოსებიც, რომლებიც მწერალს პედოფილიის ამსახველი მომენტების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ.
წინამდებარე ტექსტი უფრო ვრცელი ნაშრომის, "ერების ფსიქოლოგიის", დასკვნით ნაწილს წარმოადგენს და მასში ერებისა და ცივილიზაციების განვითარებაში იდეების, განსაკუთრებით, რელიგიური იდეების, ისევე, როგორც დიად ადამიანთა როლია განხილული, ასევე ჩამოყალიბებულია ცივილიზაციათა განადგურების მიზეზები.
ფოიერბახს ხშირად უწოდებენ ფილოსოფოსს, რომელმაც ჰეგელი და მარქსი დააკავშირა. დარწმუნებული ათეისტი, ფოიერბახი ამტკიცებს, რომ ქრისტიანობამ არამართლზომიერად "დააპროექტა" და "გადაიტანა" ადამიანის გონების ელემენტები არარსებულ, ზებუნებრივ, რელიგიურ ობიექტებზე. "ქრისტიანობის არსება" აჩვენებს ფოიერბახს მთელი მისი ოდენობით, როგორც გერმანელ ფილოსოფოსთა ახალი თაობის გავლენიან წარმომადგენელს.
წინამდებარე ესსეი პოლიტიკურ-რელიგიური გაგების ფონზე თვლსაჩინო გაკვეთილია მათი პირფერობის შესახებ, ვინც თითქოსდა ღმერთის სახელს ადიდებს, სინამდვილეში კი ღმერთს საკუთარი ინტერესებითვის იყენებს, მაგრამ ესსეი შეიძლება სხვა, მეტად აკადემიურ კონტექსტშიც განვიხილოთ. თუმცა, რა კუთხითაც არ უნდა შევხედოთ, წინამდებარე ნაშრომი კანტის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაწარმოებია.