iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

წიგნში მოქმედება მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება. თხრობა ეპოქის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი - იგრძნობა დოსტოევსკის და ნიცშეს გავლენა, დეკადენტური განწყობილება, მომავალი გლობალური კატასტროფების წინათგრძნობა... მთავარი გმირი, ექიმი გლასი წერს დღიურს და გვიზიარებს თავის აზრს ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღესაც აქტიურად განიხილება: აბორტი, ევთანაზია, მორალური ღირებულებების ცვალებადობა; სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, ეს თითქოსდა მშვიდი, თუმცა ამავდროულად ფსიქოლოგიურად დაძაბული, შინაგანი მუხტის მატარებელი რომანი სულ უფრო და უფრო გითრევს და სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდები სევდიანი, თუმცა ლოგიკური დასასრულის წინაშე.

ექიმი გლასი
5.00ლარი

ექიმი გლასი

იალმარ სედერბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პიესა შექმნილია 1605-06 წლებში და მოგვითხრობს ბრიტანეთის ლეგენდარული მეფე ლირის ისტორიას, რომელმაც წლების მიწურულს სამ ქალიშვილს შორის სამეფოს განაწილება გადაწყვიტა.

King Lear
1.22ლარი

King Lear

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

1930 წელია. ერთი მოსკოვური ოჯახის მშვიდ ცხოვრებას არღვევს. განაჩენი - „სამშობლოს მოღალატე“. ყირგიზეთში გადასახლებული ხუთი წლის სტელა და დედამისი თითქოს ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. უბრუნდებიან ადამიანურ ყოფას, თან არაერთხელ, რადგან გარემოებები მსჯავრდებულებს გამუდმებით უცნობ და არცთუ იოლ „ხვალინდელ დღეს“ სთავაზობს. ასე გრძელდება კვირიდან კვირამდე, წლიდან წლამდე. ეს ავტორის გამოგონილი და შელამაზებული ამბავი კი არა, პატარა სტელასა და მისი ოჯახის ნამდვილი თავგადასავალია. კითხულობ და გაოცებს ადამიანის სულიერი ძალა, წიგნის წაკითხვის შემდეგ კი კაცთა მოდგმასა და მთელ სამყაროს სულ სხვა თვალით უყურებ.

"ყურანი" ისლამის უმთავრესი რელიგიური ტექსტია, რომელიც, მუსლიმთა შეხედულებით, ღმერთის (ალაჰის) მიერ არის მუჰამედისთვის შეტყობინებული ქადაგებათა სახით ამ უკანასკნელის ზეშთაგონების მოემნტებში, რაც 610-დან 632 წლის ჩათვლით გრძელდებოდა. "ყურანის" ორიგინალის ენა არაბულია.

ყურანი
6.99ლარი

ყურანი

მუჰამედი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ინგლისელი პოლიტიკოსის და ფილოსოფოსის, ჯონ სთიუარტ მილის, თხზულება "ქალთა დაქვემდებარება" 1869 წელს გამოქვეყნდა. ავტორი მასზე მეუღლესთან, ჰარიეთ ტეილორ მილთან, ერთად მუშაობდა. ნაშრომში გადმოცემული არგუმენტები სქესთა შორის თანასწორობის შესახებ იმ დროის ევროპის ტრადიციულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო. "ქალთა დაქვემდებარება" დღემდე ითვლება ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად.

"ათენელთა სახელმწიფო წყობილება" არისტოტელეს ერთადერთი შემორჩენილი ტრაქტატია სახელმწიფოს შესახებ, რომელშიც ის ათენის პოლიტიკურ სისტემას აღწერს. პირველი ნაწილი 41 თავისგან შედგება და აღწერს პერიოდს ჩვ. წ.ა. 403 წლამდე.

"მხოლოდ ფრაგმენტები! მაშასადამე, არაფერი მთლიანი, არაფერი დასრულებული. რატომ? ნაწილობრივ დროის, ხალისის და ჩემი წარსულისადმი ინტერესის უკმარობის გამო, ნაწილობრივ დოკუმენტების, ე. ი. სამახსოვრო ჩანაწერების ნაკლებობის გამო, რადგანაც ეს უკანასკნელი ან სხვის ხელში მოხვდა, ანდა დაიკარგა" - ლ. ფოიერბახი. 

ლუდვიგ ანდრეას ფონ ფოიერბახი (28.07.1804-13.09.1872) - გერმანელი ფილოსოფოსი და ანთროპოლოგი, მემარცხენე ჰეგელიანელი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ევროპული ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე.

1879 წელს ჯ.ს. მილმა გამოაქვეყნა თხზულება სახელწოდებით "სოციალიზმი", რომელშიც თავმოყრილია მისი არგუმენტები სოციალური წესრიგის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ეკონომიის შესახებ, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მოწყობისა კომუნისტურ წყობილებაში. წიგნმა უდიდესი გავლენა იქონია პოლიტიკურ სისტემებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

სოციალიზმი
3.44ლარი

სოციალიზმი

ჯონ სთიუარტ მილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბრიტანული, ამერიკული და რუსული პოეზიის იშვიათი ნიმუშების თარგმანი.

ეს ფილოსოფიური ნაშრომი მაო ძე-დუნმა დაწერა ნაშრომის „პრაქტიკის შესახებ“ შემდეგ და იმავე მიზნით, - სახელდობრ დოგმატური ხასიათის იმ სერიოზული შეცდომების დასაძლევად, რომლებიც მაშინ პარტიაში იყო; ამ თემაზე მან ლექცია წაიკითხა იანანის ანტიიაპონურ სამხედრო-პოლიტიკურ უნივერსიტეტში. 

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ლუდვიგ ფოიერბახის რეცენზიას მაქს შტირნერის ნაშრომზე "ერთადერთი და მისი საკუთრება", რომელიც ფოიერბახის მწვავე კრიტიკას შეიცავს, გულისხმობს რა, რომ  რელიგიის ფოიერბახისეული გააზრება კვლავ "ღვთისმოშიშია", რომ მან "ღვთაება გარეგანიდან ჩვენ შინაგანად აქცია". თავად ფოიერბახმა შტირნერის თხზულებას "გენიალური და ბრწყინვალე ნაშრომი" უწოდა.

წინამდებარე ესსეიში ვლადიმირ სოლოვიოვის მიერ გერმანელი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, ლაზარე ფონ ჰელენბახის, ერთ-ერთი ძირითადი ნაწარმოების კრიტიკა უფრო ზოგად ხასიათს იძენს და ფილოსოფიის მიმართულებას განსაზღვრავს - "ადამიანურ გამონაგონთა სფეროდან ღვთიური ჭეშმარიტების სფეროში".

გათხოვილი ქალი საყვარელთან ერთად სეირნობს ეტლით. ნასვამ მეეტლეს ეტლი გადაუბრუნდება და მამაკაცი იღუპება. ქალი, სირცხვილის ასარიდებლად, გაიქცევა, ისე მოახერხებს, რომ შინ უჩინრად დაბრუნდება, და თუმცა ყველას გაექცევა, საკუთარ თავს ვერ დაემალება.

"გოთას პროგრამის კრიტიკა" არის დოკუმენტი, დაფუძნებული კარლ მარქსის 1875 წლის წერილზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისათვის, რომელთანაც მარქსი და ენგელსი ახლო ურთიერთობაში იყვნენ. დოკუმენტი გოთაში გასამართ ყრილობაზე განსახილველი საკითხების კრიტიკას წარმოადგენს; მას თან ერთვის მარქსის და ენგელსის წერილები.

ეს მცირე ზომის წიგნი გახლავთ არისტოტელეს ნაწარმოების ქართულად თარგმნის პირველი მცდელობა, შესრულებული თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ XIX საუკუნის პირველ ნახევარში, სადაც არისტოტელეს ეთიკური შეხედულებების მცირე მონახაზია მოცემული.