iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

ალბათ არ არსებობს უფრო ცნობილი წიგნი, ვიდრე "ტომ სოიერის თავგადასავალი", რომელსაც უკვე ას წელზე მეტია თანაბარი სიამოვნებით კითხულობენ ბავშვები და მოზრდილები. მასში ყველაფერია, რაც ასე იზიდავს მკითხველს: თავგადასავლები, რომანტიული სამყარო, იუმორი, დაძაბული სიუჟეტი და თავად მთავარი გმირის - ტომ სოიერის სასიყვარულო განცდები.

„გონით საწვდომი მშვენიერებისათვის“ პლოტინის მთავარი ნაშრომის, „ენეადების“ მეხუთე წიგნის მერვე ტრაქტატია, რომელიც პლოტინის ძირითად იდეებს მშვენიერის აღქმას უსადაგებს.

წინამდებარე კრებულში შესულია არგენტინული მცირე პროზის გამორჩეული წარმომადგენლის უაღრესად დახვეწილი ოსტატობით შესრულებული სამი მოთხრობა: "ეშმაკის დორბლი", "მდევარი" და "მიტაცებული სახლი".

ეშმაკის დორბლი
1.33ლარი

ეშმაკის დორბლი

ხულიო კორტასარ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ჟიული ანუ ახალი ელოიზა" ეპისტოლარული ჟანრის სასიყვარულო რომანია, რომელსაც გამოქვეყნების შემდეგ მილიონობით ადამიანი კითხულობდა და რომელზეც ღვრიდა ცრემლს. სასიყვარულო ამბის პარალელურად მასში ზნეობრივი პრინციპების ავთენტურობაა განხილული. კათოლიკური ეკლესიის მიერ ნაწარმოები "აკრძალულ წიგნთა ნუსხაში" იქნა შეტანილი.

„აღსარება“ ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა. მასში მოთხრობილია ავტორის რთულ სულიერ ძიებათა შესახებ, რომელმაც ნიჰილისტურ-ეგზისტენციალური მიდრეკილებებისა და თვითმკვლელობის სურვილის გადალახვა უბრალო ხალხის რწმენისკენ მოქცევით შეძლო, რითიც, ერთის მხრივ, აშკარად და ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას, მეორეს მხრივ კი სხვა, ნამდვილი ქრისტიანობის დამკვიდრება სცადა. პირველად გამოქვეყნდა ჟენევაში 1884 წელს.

აღსარება
2.99ლარი

აღსარება

ლევ ტოლსტოი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბორის პასტერნაკი მეორე რუსი მწერალია ბუნინის შემდეგ, ვისაც ნობელის პრემია მიენიჭა. ავტობიოგრაფიულ თხზულებებში, მათ შორის, წინამდებარე ნაშრომში, ავტორი თითქოს პოეზიიდან პროზაში გადმოსული ფრაზებით გვესაუბრება, ესთეტურ შეხედულებებს აყალიბებს და წარმოგვიდგენს საკუთარ შეხედულებას ხელოვნების შესახებ. ასევე, საინტერესოა საქართველოსა და ქართველი მეგობრების, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძისადმი, მიძღვნილი თავები.

ვარგას ლოსა ლიბერალია, მტკიცე რწმენის ლიბერალი. წინამდებარე ესსეიში იგი ლიბერალიზმის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ საუბრობს - საუბრობს ობიექტურად, მიუკერძოებლად, და ბრძნულად!

წინამდებარე ესსეი ადამიანის არჩევანის შესახებაა, შესახებ იმისა, თუ რა შემთხვევაში  შეუძლია და უნდა აირჩიოს ადამიანმა სისასტიკე და ტკივილი, როგორც ისტორიული პროცესის აუცილებელი თანამდევი, კეთილდღეობის, როგორც პასიურობის საპირისპიროდ, ადამიანმა, რომელიც, ავტორისავე სიტყვებით "გარყვნილია ბურჟუაზიული კეთილდღეობითა და სიმშვიდით".

"იონი" პლატონის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დიალოგია, რომელშიც სოკრატესა და პროფესიონალი რაფსოდის, იონის, საუბრის მთავარ თემას პოეზიის შესრულების ხელოვნების რაობა ანუ მისი ღვთიურობა თუ ცოდნისმიერობა წარმოადგენს. სოკრატე, იყენებს რა მაგნიტის მეტაფორას, დაასკვნის, რომ პოეზია ღმერთსა და ადამიანებს შორის კომუნიკაციის საშუალებაა.

იონი
1.22ლარი

იონი

პლატონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ცოდვით დაცემის პრობლემის ახსნა ერთის მხრივ, ჰეგელის "სულის ფილოსოფიისა" და, მეორეს მხრივ, კირკეგორისა და დოსტოევსკის რელიგიური ეგზისტენციალიზმის, ცოდნისა და გაცხადების შედარებით ბრწყინვალე ესსეიში, რომელიც ავტორის მიერ ლექციის სახით იქნა წაკითხული 1935 წელს.

შესაძლებელია თუ არა შურისძიება სისხლის დაუღვრელად? თან ისე, რომ ადამიანის ღირსება არ შეილახოს? ისე, რომ შეურაცხმყოფელმა სამარცხვინო სასჯელი დაუწესოს საკუთარ თავს? შესაძლებელია. თუ როგორ, ეს იხილეთ ფოლკნერის მოთხრობაში "მოზვრიკუდას სურნელი", რომელიც რომანის "დაუმარცხებელი" ნაწილს წარმოადგენს.

წარმოდგენილ ორ მოთხრობაში ჰაინრიჰ მანი პიროვნების (ორივე შემთხვევაში, მდედრობითი სქესის) მერკანტილურ საზოგადოებასთან შეხების შესაძლო შედეგებს გვიჩვენებს, ერთგან - ზნეობრივად სავალალოს, მეორეგან კი კონფორმისტულს.

ბერტრან რასელის ყველაზე ცნობილი, ყველაზე პესიმისტური, ყველაზე პოეტური და, იმავდროულად, სიცოცხლის მამკვიდრებელი ესსეი, რომელიც ობიექტური აზრის არარსებობის პირობებში ჭეშმარიტებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოწოდებას წარმოადგენს.

არის თუ არა ომი ბოროტება? შედეგია ის თუ მიზეზი? როგორ უნდა მივუდგეთ მას ფილოსოფიურად? რა პასუხი გავცეთ? ამ უაღრესად რთულ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს დიდი რუსი ფილოსოფოსი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობით ესსეიში "ომის ბუნების შესახებ".

ომის ბუნების შესახებ
0.77ლარი

ომის ბუნების შესახებ

ნიკოლაი ბერდიაევი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დანაშაული უვადოა, სასჯელს ვერავინ ვერასოდეს დააღწევს თავს და ეს არის სწორედ სამართლიანი ყოფა". ალბათ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს ფრიდრიხ დიურენმატის შესანიშნავი დეტექტივის დედააზრი, რომლის წაკითხვა უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს.

ავარია
1.55ლარი

ავარია

ფრიდრიხ დიურენმატი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"პატარა ლუის ეფშტაინი" გახლავთ 1903 წელს გამოქვეყნებული უაღრესად სევდიანი მოთხრობა, რომელიც დაროუმ ქრისტეშობის ტრადიციულად მხიარულ ისტორიებს დაუპირისპირა, როგორც მწარე რეალობა.