"სიამოვნების პრინციპს მიღმა" იკვლევს ადამიანის ფსიქიკაზე სიკვდილისკენ ლტოლვის გავლენას, რაც მთელი ორგანული ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. ფროიდს კვლავაც სწამს, რომ სიამოვნების პრინციპი დომინირებადი ძალაა, მაგრამ იმავდროულად ამტკიცებს, რომ უსიამოვნო განცდები დიდ გავლენას ახდენენ ფსიქიკაზე და ხშირად აკვიატებული გამეორების წყარო არიან.
1714 წელს შექმნილი "მონადოლოგია" ლაიბნიცის ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. 90 პარაგრაფში გერმანელი მოაზროვნე ზოგადი კონტურებით ხაზავს თავისი ფილოსოფიური სისტემის ძირითად დებულებებს და მათ არგუმენტირებას ახდენს. ეს უკიდურესად შეკუმშული ტექსტი ფილოსოფიის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა.
"შიში და თრთოლვა" 1843 წელს გამოქვეყნდა იოჰანეს დე სილენციოს ფსევდონიმით. ამ ფილოსოფიურ თხზულებაში გადმოცემულია ავტორის პირადი შეხედულება რელიგიაზე, რისთვისაც კირკეგორი იყენებს ამბავს "დაბადებიდან", რომელშიც აბრაამი მსხვერპლად სწირავს თავის ძეს, ისააკს, რასაც ღმერთის ბრძანებით აკეთებს.
"ფოიერბახი. მატერიალისტური და იდეალისტური შეხედულებების დაპირისპირებულობა" არის პირველი თავი "გერმანული იდეოლოგიისა", რომელშიც მარქსმა და ენგელსმა პირველად დაამუშავეს თავიანთი ახალი მსოფლმხედველობა - ისტორიის მატერიალისტური გაგება, როგორც მეცნიერული კომუნიზმის თეორიის ფილოსოფიური საფუძველი.
ფაუსტის ვერიის თანამედროვე ლეგენდა, რომელშიც მეოცე საუკუნის კომპოზიტორი თავის სულს მიჰყიდის ეშმაკს არტისტული ძალისთვის, რომელიც მას ესოდენ სწყურია. რომანში ბრწყინვალედაა ერთმანეთს გადაწნული მუსიკა, ფილოსოფია, თეოლოგია და პოლიტიკა. ადრიან ლევერკიუნი ნიჭიერი კომპოზიტორია, რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს სიმაღლეების მისაღწევად. შედეგად ის იღებს დიდების 24 წელიწადს - მუსიკალურ ინოვაციათა პერიოდს, რომელიც პროგრესულ და დამანგრეველ შეშლილობასთანაა გადაჯაჭვული. რომანი ასევე იკითხება, როგორც გერმანიაში მესამე რაიხის აღზევების ალეგორია.
უმცროსი ძმის მიერ უსამართლოდ განდევნილი ჰერცოგი არდენის ტყეში გაიხიზნება ერთგულ მიმდევრებთან ერთად, მისი ქალიშვილი კი ამ დროს კარზე რჩება თავისი ბიძაშვილის მხლებლად. როდესაც ცხოვრება რომანტიულ ელფერს იძენს, გოგონები ინიღბებიან და ტყეს აშურებენ, სადაც მეგობრულად განწყობილი ავაზაკებისა და ბრძენი ბრიყვების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. ეს პიესა, რომელიც ერთდროულად მსუბუქი კომედიაცაა და სოციალური პრობლემების უფრო ღრმა ასახვაც, პერსონაჟთა დაუვიყწარ კრებულსა და შექსპირის უმშვენიერეს პოეზიას წარმოგვიდგენს.
"კომუნისტური პარტიის მანიფესტი" - ესაა 1848 წლის პოლიტიკური მანიფესტი კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ავტორობით, რომელშიც კომუნისტთა ლიგის პროგრამაა ჩამოყალიბებული. პირველად "მანიფესტი" გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე, 1848 წლის რევოლუციების დასაწყისში, და მას შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ტექსტად ითვლება მსოფლიოში.
"პრაქტიკული გონების კრიტიკა" - მეორეა კანტის ცნობილი სამი "კრიტიკიდან", ეს არის მორალის სამი ძირითადი თეორიის ერთ-ერთი ნაწილი და ფუძემდებლური ტექსტი მორალის ფილოსოფიის ისტორიაში. ნაშრომი პირველად გამოქვეყნდა "ზნეობის მეტაფიზიკის დაფუძნებიდან" სამი წლის შემდეგ (1788) და მასში კანტის მორალური თეორიის ძირითადი თემებია განვითარებული, გადმოცემულია ნების თავისუფლების ერთობ ორიგინალური იდეა და განვითარებულია მისი პრაქტიკული მეტაფიზიკა.
"იუდას სახარება" არის გნოსტიკური ტექსტი, რომელიც იესოსა და იუდა ისკარიოტელს შორის დიალოგისგან შედგება. მიჩნეულია, რომ ტექსტი შექმნილია მეორე საუკუნის გნოსტიკოსი ქრისტიანებისა და არა თვით იუდა ისკარიოტელის მიერ. ერთადერთი ორიგინალი კოპტურ ენაზეა შემონახული. წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ინგლისურიდან.