ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ დაწერილი ეს მოთხრობები იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენც შეიძლება შევიცვალოთ, ჩვენი შეცვლა კი მსოფლიოს შეცვლის საწინდარია. მტკიცედ მწამს, რომ ოჯახი საზოგადოების ქვაკუთხედია. ამ წიგნის ფურცლებიდან მშობლები გვიამბობენ, თუ როგორ აგვარებენ შვილებთან ურთიერთობისას პატარ-პატარა პრობლემებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, დიდ პრობლემებად მოვლენოდათ. მოზარდების მშობლები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეინარჩუნეს კეთილგონიერება ურთულეს წლებში, როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს ნარკოტიკებთან თუ დეპრესიასთან გამკლავებასა და ცხოვრების მიზნის დასახვაში. ანიეტ ქემფბელი
წინამდებარე წიგნი მკითხველებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სწორად აღქმაში დაეხმარება. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის შემუშავებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, რათა საზოგადოებასა და მომავალ თაობებს უკეთესი სამყარო აჩუქოთ. მსოფლიოს მართვის პრინციპების ცოდნა კი მსოფლიოს გაკეთილშობილებაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე ფილოსოფიის ფუძემდებლური ტექსტი, "წმინდა გონების კრიტიკა", ისტორიაში შევიდა, როგორც გამაერთიანებელი ორი დაპირისპირებული ფილოსოფიური სკოლისა: რაციონალიზმის, რომელიც მთელს ცოდნას გონებაზე აფუძნებს, და ემპირიზმისა, რომელიც ჩვენს ცოდნას გამოცდილებას უკავშირებს. "წმინდა გონების კრიტიკა" არის წიგნი, რომელიც ადამიანის გონების ღრმა და ყოველმხრივ კვლევას წარმოადგენს.
1957 წელს გამოქვეყნებული რომანი თანაგრძნობით აღსავსე ამბავია უბრალო ადამიანებისა, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან ომის პერიოდში. მთავარი გმირები არიან: ჩეზირა, დაქვრივებული მედუქნე რომიდან, და როზეტა, მისი გულუბრყვილო ქალიშვილი, რომელიც რელიგიისადმია ერთგული. როდესაც რომში გერმანელები შევლენ, ჩეზირა დანაზოგსა და მცირეოდენ საკვებს იღებს და ქალიშვილთან ერთად მიდის მშობლიურ პროვინცია ჩოჩარაში, სადაც მათი საბედისწერო თავგადასავალი იწყება.
საყოველთაოდაა მიღებული აზრი, რომ "ორი ვერონელი აზნაური" შექსპირის პირველი კომედიაა, და შესაძლოა საერთოდ პირველი პიესა. გაუგებრობასა და სამოსისა და გარეგნობის შეცვლის გარშემო აგებული კომედია იმავდროულად იდეალური მამაკაცური მეგობრობის და იმის შესახებაა, თუ რა საფრთხის დგას ეს მეგობრობა, როდესაც საქმე ქალის სიყვარულს ეხება.
იბსენის ადრეული პოეტური დრამა მისი მთავარი გმირის, პერ გუნტის, მეშვეობით იკვლევს მთელი კაცობრიობის დამახასიათებელ ღირსებებსა და ბიწიერებას. პიესა ნორვეგიულ ფოლკორსა და იბსენის პირად გამოცდილებას ეყრდნობა. დრამა მოგვითხრობს ყარიბის თაღლითური ცხოვრების შესახებ, რომელიც სახელსა და დიდებას მოიხვეჭს, მაგრამ არა ბედნიერებას, თუმცა საბოლოოდ სიყვარულით გამოსყიდვას აღწევს.
ოთხიათასწლოვან თიხის ფირფიტებზე განსაცვიფრებლად შემორჩენილი პოემა გილგამეშის, ურუკის მეფისა, სამყაროს უძველესი ეპოსია, რომელიც რამდენიმე საუკუნით უსწრებს ჰომეროსს. ამბავი მოგვითხრობს გილგამეშის თავგადასავალს მხეც-კაცა ენკიდუსთან ერთად, და მის მოგზაურობას სამყაროს კიდისკენ უკვდავების საიდუმლოს ამოსაცნობად. ოჯახის, მეგობრობისა და მეფეთა ვალდებულებებთან ერთად "გილგამეშიანი" უპირველეს ყოვლისა ეძღვნება ადამიანის მარად ბრძოლას სიკვდილის შიშთან.
"ნეტარი სიცოცხლისათვის" არის სენეკა უმცროსის ტრაქტატი, შექმნილი დაახლოებით ჩვ.წ. 58 წელს და ის მიძღვნილია მისი უფროსი ძმის, გალიონისადმი. ნაშრომში გადმოცემულია სენეკას ზნეობრივი შეხედულებები. მისი აზრით, ნეტარებისკენ სწრაფვა ნიშნავს გონივრულობისკენ სწრაფვას, სადაც გონიერება გაგებულია არა მხოლოდ როგორც ლოგიკის გამოყენება, არამედ ბუნების პროცესთა ცოდნაც.