შუასაუკუნეების ხელნაწერებმა შემოგვინახა რამდენიმე ფრაგმენტი ვრცელი რომანიდან, რომელიც წარმოადგენს ანტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ძეგლს. მხოლოდ ერთეულმა ლიტერატურულმა თხზულებებმა თუ გააღვიძა მეცნიერთა და მკითხველთა ისეთი ინტერესი, როგორც ამ თავისშესაქცევმა ლექსისა და პროზის ნაზავმა, რომელიც სატირიკონის სახელით არის ცნობილი. ხელნაწერებში მას ეწოდება შატურაე ანუ სატირები, ხოლო ბერძნულად იგი ჟღერს, როგორც შატყრიცონ ("სატირული თხზულება" ან "სატირული თხზულებები"). ეს ის ძეგლია, რომელიც მიუხედავად მისი ფრაგმენტულობისა, პოპულარობით ტოლს არ უდებს სხვა ლიტერატურულ შედევრებს, რომლებიც კლასიკურმა ანტიკურობამ უანდერძა თანამედროვეობას. ამას დღემდე არსებული მისი 18 ინგლისური თარგმანიც ადასტურებს, რომელთაგან პირველი 1694 წელს, ხოლო ბოლო – 2003 წელს შესრულდა.
ავტობიოგრაფიულ რომანში „ბინადრობის ნებართვა“ მოქმედება 70-იანი წლების ჟენევაში ხდება. მთავარი გმირი, 12 წლის ანდრე, სიცილიელი იმიგრანტის შვილია. შვეიცარიაში გადასახლებული იტალიელი ბავშვისთვის ინტეგრაცია ძნელი აღმოჩნდა. შეძლებს კი მარტოსული მოზარდი, გააგებინოს მშობლებს თავისი პრობლემები, მოიპოვოს მეგობრები?
კანტის ფუნდამენტურ ნაშრომს "რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში" უდიდესი მნიშვნელობა აქვს დასავლური რელიგიური აზრის ისტორიაში. ის წარმოადგენს დიდი ფილოსოფოსის მცდელობას, განმარტოს ფორმა და შინაარსი ისეთი სახის რელიგიისა, რომელიც მორალურ გონებაზე იქნებოდა დაფუძნებული და ეთიკური ცხოვრების მოთხოვნებს უპასუხებდა. ნაშრომი მოიცავს კრიტიკულ და თამამ დისკუსიებს თემებზე, რომლებიც არცთუ ხშირად განიხილება ფილოსოფოსების მიერ, როგორიცაა პირველყოფილი ცოდვა და ცოდვილთა ხსნა.
"შვიდთა ლაშქრობა თებეზე" ტრილოგიის მესამე ნაწილია (პირველი ორი დაკარგულია). მას შემდეგ, რაც ოიდიპოსი განდევნილ იქნა თებედან, ამ უკანასკნელის სიძეები მეტოქეობენ მეფის გვირგვინისთვის. გამარჯვებული ეტეოკლე განდევნის თავის ძმა პოლინიკეს, ეს უკანასკნელი კი შვიდ სარდალთან ერთად ესხმის თავს თებეს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს.
ესსეები "თვითმკვლელობისათვის" და "სულის უკვდავებისათვის" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მარადიულ არსებობას და ადამიანის დამოკიდებულებას ღვთიურ ნებაზე, ხაზს უსვამენ ნების თავისუფლების მნიშვნელობას და წინასწარ ჭვრეტენ დოქტრინებს, რომლებიც მომავალში კანტისა და ჰეგელის შრომებში თანამედროვე აზროვნებას ჩამოაყალიბებენ.
"ონტოლოგიის ახალი გზების" მთავარი ამოცანა ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირების გაანალიზებაა. ჰარტმანისათვის, რომლის იდეები თანამედროვე სოციალურ მეცნიერებათა კვლევასთან გვაახლოვებს, ონტოლოგია - ნეიტრალური კატეგორიაა, რომელიც სუბიექტსა და ობიექტს მოიცავს და სცდება, როგორც ძველი რეალიზმის, ისე თანამედროვე იდეალიზმის ფარგლებს.
ჰეგელის "ესთეტიკა" ის ნაშრომია, რომელშიც ავტორი სრულად გამოხატავს ხელოვნების ფუძემდებლურ თეორიას. პირველ ნაწილში განხილულია მშვენიერის ზოგადი ბუნება, როგორც სულიერი გამოცდილებისა; ჰეგელი განასხვავებს ხელოვნების მშვენიერსა და ბუნებრივ მშვენიერს და მხატვრული გენიისა და ორიგინალობის ხასიათს იკვლევს.
"მავედრებელნი", ტრილოგიის პირველი და ერთადერთი შემონახული ნაწილი, სრულებით არ შეეფერება იმ მოლოდინს, ბერძნული დრამის მიმართ რომ გაგვაჩნია. მასში არც გმირია, არც ვარდნა და არც ტრაგიკული დასასრული. ნაცვლად ამისა, პიესა ასახავს სექსუალობის, სიყვარულისა და ემოციური სიმწიფის გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.