პოლ გოგენის ცხოვრებით შთაგონებული "მთვარე და ექვსპენიანი" ერთდროულად ედუარდის დროინდელი პირობითობების სატირაც არის და გენიოსის მენტალიტეტის ცოცხალი პორტრეტი. ჩარლზ სტრიკლენდი ოჯახს ტოვებს, რათა მხატვრობას მიუძღვნას სიცოცხლე საფრანგეთსა და ტაიტიზე. მისი გადაწყვეტილება შეპყრობილობამდე მიდის, რასაც სერიოზული შედეგი მოჰყვება.
მშობლების სიკვდილის შემდეგ ჩაის ტრადიციულ ცერემონიაზე დასწრებისას კიკუძი მამის ყოფილ საყვარელს, ქ-ნ ოოტას შეხვდება. კიკუძი მის ვნებას ნებდება, რასაც ტრაგიკული და მოულოდნელი შედეგი მოყვება არა მხოლოდ ორი შეყვარებულის, არამედ ქ-ნ ოოტას ქალიშვილისთვისაც, ვის მიმართაც კიკუძის მალე უღვივდება გრძნობა.
ვირჯინია ვულფის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ინგლისურ და მსოფლიო ლიტერატურაზე. თვით მისი სტილი იყო ახალი სიტყვა ხელოვნებაში. „მისის დელოუეი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია ვირჯინიას შემოქმედებაში. რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა და უმალ მოიპოვა აღიარება. "თაიმზმა" (Times) ეს მოდერნისტული შედევრი ას საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნს შორის დაასახელა.
"მინდოდა, გამომეხატა ყოველი ქალის სათქმელი, რათა სცოდნოდათ, რომ მარტო არ არიან ამ ქვეყანაზე. ძვირფასო ქალბატონო, ყოველი ჩვენგანი იმავეს განიცდის, რასაც შენ, თუმცა შენ ეს არ იცი და ამიტომ ეს სიტყვები შენი სამყაროსთვის ახლობელი გახდება. ადამიანის დაბადებიდან დედის საშვილოსნო ორმოცი დღის განმავლობაში სისხლმდინარეა. ადამიანის გარდაცვალებიდანაც ორმოცი დღის განმავლობაში ვგლოვობთ. ამ რიცხვში არის რაღაც, რაც სიცოცხლეს სიკვდილთან აკავშირებს. ამიტომ... აი, შენთვის დაწერილი ჩემი ორმოცი წერილი".
ბიძია რიმუსი კეთილი ყოფილი მონაა, რომელიც პატარა ჯოელს ზღაპრებს მოუთხრობს. ამ ზღაპრების მთავარი გმირი მოხერხებული "ძამია კურდღელია", სიმპათიური პერსონაჟი, რომელსაც ხშირად "ძამი მელია" და "ძამია დათუნია" უპირისპირდებიან, თუმცა კურდღელი თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. აქვე შეხვდებით კუს, კაკაჩას, ბეღურას, ოპოსუმსა და სხვა ცნობილ პერსონაჟებს.
დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა
ამ წიგნში მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ადამიანის კულტურულ მიღწევათა შესწავლის შედეგებს გვთავაზობს. "რა არის ადამიანი?" - ეს არის თანამედროვე ცოდნის ორიგინალური სინთეზი, ჩვენი დროის ინტელექტუალური კრიზისის უნიკალური ინტერპრეტაცია და ბრწყინვალე მტკიცებულება ადამიანის უნარისა, გონების გამოყენებით გადაჭრას ადამიანური პრობლემები.