iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

ამ იდეებით დახუნძლულ რომანში თომას მანი იყენებს სანატორიუმს შვეიცარიის ალპებში, რაც ევროპის მიკროკოსმად აქვს გამოყენებული და რომელიც 1914 წლამდე უკვე ავლენდა ირაციონალობის პირველ ნიშნებს. "ჯადოსნური მთა" - ესაა ერუდიციისა და ირონიის, სექსუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური ხეტიალის მონუმენტური ნაწარმოები, წიგნი, რომლის სიცოცხლის პულსაცია გაისმის სიკვდილის ბატონობისას.

"ფილოსოფიური აზრები" - ესაა ფრანგი ფილოსოფოსის განაზრებანი ადამიანის, ღმერთის, განგების შესახებ, ისევე, როგორც შესახებ ადამიანის დამოკიდებულებისა ღვთაებასთან; "ფილოსოფიური აზრების დამატებანი" კი უმთავრესად რელიგიის, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგობრივ საკითებს ეხება.

ამ იდეებით დახუნძლულ რომანში თომას მანი იყენებს სანატორიუმს შვეიცარიის ალპებში, რაც ევროპის მიკროკოსმად აქვს გამოყენებული და რომელიც 1914 წლამდე უკვე ავლენდა ირაციონალობის პირველ ნიშნებს. "ჯადოსნური მთა" - ესაა ერუდიციისა და ირონიის, სექსუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური ხეტიალის მონუმენტური ნაწარმოები, წიგნი, რომლის სიცოცხლის პულსაცია გაისმის სიკვდილის ბატონობისას.

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ფრანგი განმანათლებლის მოსაზრებები ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე, როგორიცაა ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა და პოეზია, რაც მხატვრული კრიტიკის საფუძვლად იქცა. ფილოსოფიური შეხედულებები ბუნების, მატერიის, სიცოცხლის წარმოშობის საკითხებს ეხება.

"ბუდენბროკები", რომელიც გერმანიაში პირველად 1900 წელს გამოქვეყნდა, როდესაც თომას მანი ჯერ კიდევ 25 წლის იყო, თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად იქცა. ესაა ამბავი მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის შესახებ მათი დაბადებებითა და ნათლობებით, ქორწინებებით, განქორწინებებით, სიკვდილით, წარმატებითა და წარუმატებლობით. ეს მოვლენები ოდნავი განსხვავებით ყველა თაობაში მეორდება, მაგრამ რადგან ბუდენბროკები თანამედროვეობის ცდუნებებს აყვებიან, - ცდუნებებს, რომლებიც მათ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, - დაღუპვა გარდუვალად იქცევა.

"ბუდენბროკები", რომელიც გერმანიაში პირველად 1900 წელს გამოქვეყნდა, როდესაც თომას მანი ჯერ კიდევ 25 წლის იყო, თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად იქცა. ესაა ამბავი მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის შესახებ მათი დაბადებებითა და ნათლობებით, ქორწინებებით, განქორწინებებით, სიკვდილით, წარმატებითა და წარუმატებლობით. ეს მოვლენები ოდნავი განსხვავებით ყველა თაობაში მეორდება, მაგრამ რადგან ბუდენბროკები თანამედროვეობის ცდუნებებს აყვებიან, - ცდუნებებს, რომლებიც მათ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, - დაღუპვა გარდუვალად იქცევა.

პირველად გამოქვეყნებული 1912 წელს, "სიკვდილი ვენეციაში" - ესაა  თომას მანის ნოველა საშუალო ასაკის გერმანელი მწერლის, გუსტავ ფონ აშენბახის შესახებ, რომელსაც თოთხმეტი წლის პოლონელი ბიჭის, ტაძიოს მიმართ არაჯანსაღი ვნება წარმოეშობა. მიუხედავად იმისა, რომ გუსტავი არ ზემოქმედებს თავის გრძნობებზე ბიჭთან მიმართებით, თავს დამღუპველ შინაგან სურვილში ჩათრეულად განიცდის. ემოციური განცდების კლასიკური წარმოსახვით "სიკვდილი ვენეციაში" ბრწყინვალედ ავლენს შინაგანი ფსიქოლოგიური ტანჯვის ტრაგიკულ ინტენსივობას.

"ხაფანგი" - ესაა ისტორია ქალის ბრძოლისა ბედნიერებისთვის პარიზის მუშათა კლასში. ამბის შუაგულშია ჟერვეზა, რომელიც საკუთარ სამრეცხაოს ხსნის და წარმატებასაც აღწევს მცირე ხნით, თუმცა შემდეგ ქმარი ლოთობას მიჰყოფს ხელს და წყვილი სიღარიბემდე მივა.

ხაფანგი
2.99ლარი

ხაფანგი

ემილ ზოლა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

50-ს გადაცილებული სგანარელი დაქორწინებას აპირებს, თუმცა მსი მეგობარი ჟერონიმო ქორწინებას არ ურჩევს. სგანარელი რჩევას ეკითხება ორ ფილოსოფოსს, შემდეგ ორ ბოშა ქალს, საბოლოოდ კი, გაიგებს რა, რომ დორიმენა მას მხოლოდ ანგარებით მიყვება, ქორსილი ჩაშლას გადაწყვეტს, თუმცა განზრახვას ვერ ასრულებს, და იძულებით ქორწინდება. პირველად წარმოდგენილია ლუვრში 1664 წლის 29 იანვარს.

ეს სიურეალისტური ამბავი გაორებისა და ურთიერთპაექრობის შესახებ იკვლევს მდიდარი, უსაქმო ადამიანის ცხოვრებას, რომელიც უეცრად იძულებული გახდება გარდაცვლილი საყვარლის ქმარს დაუპირისპირდეს. ადამიანის მდგომარეობის ღრმა ცოდნით მოგვითხრობს ამბავი ორი მამაკაცის სიძულვილის, სიყვარულისა და დანაშაულის შესახებ. ემოციური თემებით დატვირთული, რომლებიც ცენტრალურია დოსტოევსკის დიდი რომანებისთვის, "მარადი ქმარი" უდაოდ გამორჩეული ქმნილებაა გენიალური ავტორის შემოქმედებაში.

მარადი ქმარი
1.99ლარი

მარადი ქმარი

ფიოდორ დოსტოევსკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ესაა სოკრატესა და ალკიბიადეს შორის გამართული დიალოგი, რომელშიც სოკრატე არაერთ პოლიტიკურ საკითხთან ერთად განიხილავს ადამიანის სულიერ- და არა სხეულებრივ შემადგენელს. არსებობს ეჭვები დიალოგის ავთენტურობასთან დაკავშირებით.

იზა - თავგადასავალთა არაკეთილსინდისიერი მაძიებელია, ის ყველაფეზეა წამსვლელი, მაგრამ გზად ეღობება ინსპექტორი გიურე, რომელსაც მეზღვაური სიმონ რივო და არისტიდ ლებლანი, მეტსახელად შადი, ეხმარებიან. მათი ბრძოლა ხანგრძლივი და დამქანცველია, მაგრამ საბოლოოდ ზნეობა იმარჯვებს, თუმცა იზა გაურბის მართლმსაჯულების სასჯელს...

იზა
2.88ლარი

იზა

ალექსის ბუვიე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მოთხრობათა ამ კრებულში, რომელიც მნიშვნლოვანწილად ავტორის პირად გამოცდილებას ეფუძნება, ბულგაკოვი აღწერს სამედიცინო სასწავლებლის კურსდმთავრებულის მღელვარებით აღსავსე და ხშირად სასტიკ ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკას რუსეთის ერთ მივარდნილ სოფელ მურიევოში.

ხუთმოქმედებიანი დრამის საფუძვლად, რომელიც 1886 წელს შეიქმნა, ტულის გუბერნიის გლეხის, ეფრემ კოლოსკოვის საქმე დევს, რომელიც ტოლსტოიმ ციხეში მოინახულა. ფაბულა სიყვარულის, ღალატის, მრუშობისა და ჩვილის მკვლელობის გარშემოა აგებული. პიესის დადგმა დიდხანს იყო აკრძალული მეფის რუსეთში.

ვიქტორ ჰიუგოს სენსაციური და დასამახსოვრებელი რომანის მოქმედება შუა საუკუნეების პარიზში მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთსაა გადახლართული გონჯი კვაზიმოდოს, მშვენიერი ესმერალდას, არქიდიაკონ კლოდ ფროლოსა და სხვათა ბედი. მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რომანს ჰიუგო პარიზს უძღვნის, რომელიც უყვარდა და რომელშიც ცხოვრობდა.

"ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება" - ესაა მოწოდება სულიერი და შემოქმედებითი თავისუფლებისკენ, ისევე, როგორც შეუწყნარებლობისა და რასიზმის პორტრეტი. როდესაც მოხეტიალე ველ ქსევერი ქალაქში გამოჩნდება თავისი გიტარითა და გველის ტყავის ქურთუკით, ის სიძულვილისა და მიზიდულობის სასხლეტად იქცევა სამი მიტოვებული სულის: მაღაზიის მეპატრონე ლეიდი ტორენსის, "გარყვნილი" კეროლ კეტრირისა და რელიგიური ნათელმჭვრეტის ვი ტელბოტისთვის.