iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თარგმანი

სორტირება:

გაცხოველებული საუბრის განმავლობისას ათენელ ინტელექტუალთა ჯგუფი ღვინის თანხლებით  აყალიბებს შეხედულებებს ეროსის შესახებ. მათი საუბრებიდან ნატიფი თვალსაზრისი გამომდინარეობს გენდერული როლის, სექსის და ძირითად ადამიანურ ინსტინქტთა სუბლიმაციის შესახებ. დისკუსია სრულდება სოკრატეს რადიკალური გამოწვევით საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებისადმი.

"ეგზისტენციალიზმი - ეს ჰუმანიზმია" პირველად გამოიცა საფრანგეთში 1946 წელს და მას შემდეგ  რამდენიმე გამოცემა გაიარა. იგი მკითხველს პოპულარული ფორმით აცნობს ეგზისტენციალისტური ფილოსოფიის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი თვით სარტრის მსოფლმხედველობას, რომლის მთავარი პოსტულატი შეგვიძლია მისივე სიტყვებით ასე ჩამოვაყალიბოთ: "მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარი თავისა და ყველასთვის და ვქმნი ადამიანის  განსაზღვრულ ხატს, რომელსაც ვირჩევ, ვირჩევ რა საკუთარ თავს, მე ვირჩევ ადამიანს ზოგადად".

"მიჯაჭვულ პრომეთეში" ესქილე გვიჩვენებს  დრამატულ კონფლიქტს ადამიანის პროგრესის თავისუფალ სულსა და ღვთიური კანონით დადგენილ შეზღუდვებს შორის. პრომეთე მთაზე იქნა მიჯაჭვული, მას მარადიული და ჯოჯოხეთური ტანჯვა მიესაჯა, რადგან გაბედა და ღმერთებს ცეცხლი მოპარა დედამიწაზე მის ჩასატანად. პრომეთეს ამბავი იქცა ადამიანის ხასიაის სიმტკიცის, გამარჯვებისა და განათლების უნივერსალურ სიმბოლოდ.

"სიმღერა როლანდზე" ფრანგული ლიტერატურის უძველესი ჩვენს დრომდე მოღწეულია ძეგლია. ეს არის ეპიკური პოემა, რომელიც რონსევალის ხეობაში 778 წელს კარლოდ დიდის ბრძოლის პერიპეტიებს ეფუძნება. შექმნილი უნდა იყოს 1040 და 1115 წლებს შორის.

"სატანჯველის სახარება" პირველი და ერთადერთი ქართული თარგმანია დიდი დანიელი ფილოსოფოსის ნაშრომისა, რომელიც აერთიანებს მის შეხედულებებს, როგორც თეოლოგისა და მისტიკოსის, და ასევე ეგზისტენციალიზმის წინამორბედისა.

მე-14 საუკუნის შუაწელს შექმნილი რომანი, რომელშიც ათი პერსონაჟის მიერ ათი დღის განამვლობაში სიყვარულის, ღირსების, ჭკუისა და მოხერხებულობის ამბებია მოთხრობილი, პირველ რიგში შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ გარდამავალ კულტურულ ღირებულებათა ასახვისათვისაა მნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ევროპული ლიტერატურის ეპოქალურ ნაწარმოებს წარმოადგენს.

„დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი“ (人間失格) არის სიმბოლო უსიამოვნო სიტუაციისა დღევანდელი იაპონელი მწერლების. ეს არის ისტორია კაცის, რომელიც მიტოვებულია თავისი ამხანაგების მიერ, მისი სერიოზულად მიღების უარყოფით. მამამისის სიყვარულისგან მიტოვებული, მეგობრების მიერ გამოყენებული, საბოლოოდ დაუნდობლად ექცევა ქალს, ვისაც უყვარს. ის არ ფიქრობს, თავისი გამოცდილებებისდა მიუხედავად, რომ სხვები ცდებიან და მხოლოდ ის არის მართალი. პირიქით, ის წარმოუდგენელი გულწრფელობით წერს თავის ყველა დარღვევაზე, ადამიანის ყველა კოდზე, რომელსაც ის ვერ გებულობს. საუცხოო ეპილოგში, ერთადერთი თვითმხილველი ამბობს: „ის ანგელოზი იყო“ და ჩვენ მოულოდნელად ვაანალიზებთ იოზოს პორტრეტის დაუსრულებლობას. როგორც კაცების უმეტესობა ვერ ამჩნევს თავის დაუნდობლობას, იოზოსაც არ შეუმჩნევია თავისი სიკეთე და თავისი სიყვარულის უნარი.

რანკის წინადადების პასუხად უფრო ხანმოკლე მკურნალობის ჩატარების შესახებ ფროიდი წინამდებარე ნაშრომის ცენტრალურ თემად აქცევს მკურნალობის ხანგრძლივობასა და "გადატანის ნაწილს, რომელიც ვერ იქნა გადაწყვეტილი".

წინამდებარე კვლევის ფოკუსშია ნიცშეს კამათი პოზიტივისტებთან და ისტორიის აღქმის პრობლემა მატერიალიზმისა და იდეალიზმის პოზიციებიდან. წარმოადგენს რა სიცოცხლის ფილოსოფიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ნიცშე ემპირიულ გამოცდილებას საკუთარ შეედულებებს უპირისპირებს, და ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება, რომ ისტორია მორალური და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით მეცნიერებად იწოდებოდეს.

„თავისი თავის დარაჯი" კალდერონის ე. წ. „დაშნისა და მოსასხამის“ კომედიების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ყოფის ორადობისა და მუდმივი წინააღმდეგობის, მუდმივი კონფლიქტის იდეას ატარებს სინამდვილესა და მოჩვენებას, რეალობასა და ილუზიას შორის.

თავისი თავის დარაჯი
2.00ლარი

თავისი თავის დარაჯი

პედრო კალდერონ დე ლა ბარკა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბურატინოს ანუ "ხის თოჯინას" ამბავი ეფუძნება კარლო კოლოდის "პინოკიოს თავგადასავალს". ესაა ზღაპარი ხის ცელქი და გულკეთილი ბიჭუნას შესახებ, რომელიც ოქროს გასაღების საიდუმლოებას ხსნის, ისე თითქოს მოვლენები დეტექტიურ რომანში ვითარდებოდეს.

1926 წლიდან მოყოლებული, ვინი პუჰი და მისი მეგობრები - დრუნჩა, ჭოტი, ვეფხვი და მუდამ ნაღვლიანი იო-იო - დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. ესაა ა.ა. მილნის ქმნილებები, რომლებიც მან თავისი შვილის, ქრისტოფერ რობინისთვის გამოიგონა. ეს პერსონაჟები და მათი ამბები - ბავშვობის განძია, რომლებიც დღემდე ისეთი გულწრფელობით გვესაუბრებიან, რაც ჭეშმარიტ  თხრობას გამოარჩევს.

"იყო და ფლობდე" - ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით "იყო და ფლობდე" მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.

იყო და ფლობდე
3.44ლარი

იყო და ფლობდე

გაბრიელ მარსელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ტროცკის "ტერორიზმი და კომუნიზმი", დაწერილი რევოლუციურ რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის ქარცეცხლში, რევოლუციური დიქტატურის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დაცვას წარმოადგენს. ტროცკის შეტევას ლიბერალური დემოკრატიის ილუზიებზე დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია.

ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.

პრაქტიკოსი ფსიქოლოგის სვეტლანა როიზის წიგნი ბავშვებისა და უფროსებისთვის განკუთვნილი საიდუმლოებათა კრებულია. ბავშვები, რომლებიც კითხულობენ, თამაშობენ, ითავისებენ ამ წიგნში შესულ საიდუმლო ისტორიებს, შეძლებენ შემზადებას „უფროსების სივრცეში“ გასასვლელად. უფროსები კი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს ბავშვთა სამყაროში