1623 წელს გამოქვეყნებული პიესა 1603 ან 1604 წელს უნდა იყოს დაწერილი. ქალაქ ვენის მთავარი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება სამფლობელოდან და ხელისუფლებას ავტორიტარ ანჯელოს უტოვებს, რომელიც თვლის, რომ ქალაქი გარყვნილებაშია ჩაფლული და კანონების გამკაცრებისკენ ისწრაფვის, ამას კი მრავალი უსამართლობა მოყვება. "საწყაული საწყაულისა წილ" მკვლევარების მიერ კომედიადაა კლასიფიცირებული და ბარდის ერთ-ერთ პრობლემურ პიესად მიიჩნევა.
სტენდალის, რეალიზმის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკოსის, ისტორიები პერსონაჟთა ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზითაა ნიშნეული. "იტალიური ქრონიკები" წარმოადგენს რვა მოთხრობისგან შემდგარ კრებულს, რომლებიც 1829 და 1940 წლებს შორისაა დაწერილი და რომელთა ნაწილი მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ავტორი დრამატულ სიუჟეტთან მუშაობს, რათა ცხოვრების ინტენსივობის ხედვა შექმნას.
მრავალის აზრით ვიტგენშტაინის „ფილოსოფიური ძიებანი“ (1953) დღემდე წარმოადგენს მეოცე საუკუნის ფილოსოფიის ფუძემდებლურ ნაწარმოებს.
წიგნი თავად ფილოსოფიის სრულიად ახალ კონცეფციას გვთავაზობს და დახვეწილი ანალიტიკური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ნაშრომი ინტერპრეტირების უნარის საუკეთესო მაგალითია. ფილოსოფიური პრობლემები ხშირად ენის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუგებრობიდან მომდინარეობს, ამ პრობლემათა გადაჭრა კი, ავტორის აზრით, ენის განმარტებაში მდგომარეობს, რასაც თავად ცდილობს და რისკენაც მოუწოდებს კიდეც სხვა ფილოსოფოსებს ვიტგენშტაინი.
პლატონის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორიის თემაზე, "სახელმწიფო" - ესაა გამოგონილი დიალოგი სოკრატესა და რამდენიმე ათენელსა და უცხოელს შორის, რომელშიც სამართლიანობის მნიშვნელობაა განხილული. შექმნილი ჩვ. წ.ა. დაახლოებით 380 წელს, ნაშრომი მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა მარადიულ საკითხში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მოწყობილი საზოგადოება საუკეთესო გზით.
ჰედა გაბლერი უკმაყოფილო ბრუნდება საქორწინო მოგზაურობიდან. დაღლილი მეცნიერი ქმრის მიერ, ის უსიხარულო ცხოვრებას ხედავს თვალწინ. ამგვარად, თანამზრახველისა და ნდობით აღჭურვილი პირის, ასესორ ბრაკის თანხლებით, ის გარემომცველთა ბედით მანიპულირებას იწყებს, ახდენს რა ამ დროს გამანადგურებელ ეფექტს.
კაპი, სულიკო, ზერბინო, დოლჩე, დედა ბარბარენი, სინიორ ვიტალისი, მათია, გაროფოლი და, რაღა თქმა უნდა, თავად რენე. საკმარისია გავიცნოთ და ამ პერსონაჟების დავიწყება შეუძლებელია. "უსახლკარო", გამოქვეყნებული 1878 წელს, მყისვე იქცა საყმაწვილო ლიტერატურის კლასიკად. თუმცა, რა ასაკისაც არ უნდა იყოს მკითხველი, შეუძლებელია არ მოიხიბლოს ჰექტორ მალოს თხრობის გასაოცარი უნარით.
ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.
"ოდისეა" - უდიადესი ლიტერატურული მოგონებაა ყოველი ადამიანის ცხოვრებისეული მოგზაურობის შესახებ. ოდისევსის გონებამახვილობა და სიცოცხლისაკენ ნება მის შეჯახებებში ღვთიურ და ბუნების ძალებთან ითაკასკენ მისი ათწლიანი მოგზაურობის განმავლობაში ერთდროულად მარადი ადამიანური ისტორია და მორალური გამძელობის ინდივიდუალური გამოცდაა.
მხოლოდ ფულით მოტივირებული გამრიგე, ჰარპაგონი, შეძლებულ მეღლეებს ეძებს თავისი შვილებისთვის, რათა მისი სიმდიდრე უსაფრთხოდ იქნას შენარჩუნებული. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გრძნობებს აეხდება ფარდა? ვნება და ანგარებითი მოტივები ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობენ ამ ხმაურიან კომედიაში.
მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.