1926 წლიდან მოყოლებული, ვინი პუჰი და მისი მეგობრები - დრუნჩა, ჭოტი, ვეფხვი და მუდამ ნაღვლიანი იო-იო - დღემდე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ მკითხველზე. ესაა ა.ა. მილნის ქმნილებები, რომლებიც მან თავისი შვილის, ქრისტოფერ რობინისთვის გამოიგონა. ეს პერსონაჟები და მათი ამბები - ბავშვობის განძია, რომლებიც დღემდე ისეთი გულწრფელობით გვესაუბრებიან, რაც ჭეშმარიტ თხრობას გამოარჩევს.
"იყო და ფლობდე" - ესაა 1928 და 1933 წლებს შორის გაკეთებული შენიშვნები, რასაც ავტორმა მეტაფიზიკური ჟურნალის სახე მისცა, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს მიყვეს მსჯელობას, რომელიც ონტოლოგიური საიდუმლოსადმი კონკრეტულ მიდგომას აყალიბებს. ბერგსონიანობისა და კარტეზიანული cogito-ს კრიტიკის გაფართოებით "იყო და ფლობდე" მეტაფიზიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ტექსტად წარმოდგება.
ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.
პრაქტიკოსი ფსიქოლოგის სვეტლანა როიზის წიგნი ბავშვებისა და უფროსებისთვის განკუთვნილი საიდუმლოებათა კრებულია. ბავშვები, რომლებიც კითხულობენ, თამაშობენ, ითავისებენ ამ წიგნში შესულ საიდუმლო ისტორიებს, შეძლებენ შემზადებას „უფროსების სივრცეში“ გასასვლელად. უფროსები კი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს ბავშვთა სამყაროში
"მოჩვენებანი" სცენაზე პირველად 1881 წელს დაიდგა. პიესაში ავტორი აკრიტიკებს ზნეობრივ კოდექსთა პირმოთნეობას, გვთავაზობს რა თამამ გადაწყვეტას ისეთი იმ დროს ტაბუდადებული თემებისა, როგორიცაა ღალატი, ვენერიული დაავადებები და არაკანონიერება. იბსენმა მემკვდირეობითობის მეცნიერული თეორია ჩაანაცვლა ძველლბერძნული წარმოდგენით ბედისწერის შესახებ, ამხილა რა წარსულის ცოდვები, როგორც გახრწნის საფუძველი.
ამ იდეებით დახუნძლულ რომანში თომას მანი იყენებს სანატორიუმს შვეიცარიის ალპებში, რაც ევროპის მიკროკოსმად აქვს გამოყენებული და რომელიც 1914 წლამდე უკვე ავლენდა ირაციონალობის პირველ ნიშნებს. "ჯადოსნური მთა" - ესაა ერუდიციისა და ირონიის, სექსუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური ხეტიალის მონუმენტური ნაწარმოები, წიგნი, რომლის სიცოცხლის პულსაცია გაისმის სიკვდილის ბატონობისას.

"ფილოსოფიური აზრები" - ესაა ფრანგი ფილოსოფოსის განაზრებანი ადამიანის, ღმერთის, განგების შესახებ, ისევე, როგორც შესახებ ადამიანის დამოკიდებულებისა ღვთაებასთან; "ფილოსოფიური აზრების დამატებანი" კი უმთავრესად რელიგიის, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგობრივ საკითებს ეხება.
ამ იდეებით დახუნძლულ რომანში თომას მანი იყენებს სანატორიუმს შვეიცარიის ალპებში, რაც ევროპის მიკროკოსმად აქვს გამოყენებული და რომელიც 1914 წლამდე უკვე ავლენდა ირაციონალობის პირველ ნიშნებს. "ჯადოსნური მთა" - ესაა ერუდიციისა და ირონიის, სექსუალური დაძაბულობისა და ინტელექტუალური ხეტიალის მონუმენტური ნაწარმოები, წიგნი, რომლის სიცოცხლის პულსაცია გაისმის სიკვდილის ბატონობისას.
"ბუდენბროკები", რომელიც გერმანიაში პირველად 1900 წელს გამოქვეყნდა, როდესაც თომას მანი ჯერ კიდევ 25 წლის იყო, თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად იქცა. ესაა ამბავი მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახის ოთხი თაობის შესახებ მათი დაბადებებითა და ნათლობებით, ქორწინებებით, განქორწინებებით, სიკვდილით, წარმატებითა და წარუმატებლობით. ეს მოვლენები ოდნავი განსხვავებით ყველა თაობაში მეორდება, მაგრამ რადგან ბუდენბროკები თანამედროვეობის ცდუნებებს აყვებიან, - ცდუნებებს, რომლებიც მათ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, - დაღუპვა გარდუვალად იქცევა.