ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.
1849 წელს დოსტოევსკის ოთხი წლის საკატორღო სამუშაოები მიუსაჯეს სოციალისტურ ჯგუფში მონაწილეობისთვის. რომანმა, რომელიც მან განთავისუფლების შემდეგ დაწერა, ეფუძნებოდა რა კონტრაბანდული გზით გამოტანილ ჩანაწერებს, არა მარტო აღიარება მოუტანა მას, არამედ რუსული ციხის აღწერის ტრადიციაც შექმნა.
"ნათან ბრძენი" (1779) ლესინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესაა, რომლის მოქმედება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდის იერუსალიმში ხდება, რომელიც მუსულმანთა ბატონობის ქვეშ იმყოფება. პიესის მთავარი თემა იუდაიზმს, ქრისტიანობასა და მაჰმადიანობას შორის ხიდის გადებაა, ისევე, როგორც მეგობრობა, შემწყნარებლობა, საოცრებათა უარყოფა და კომუნიკაციის საჭიროება.
"ენესიდემუსის რეცენზია" უფრო მეტია, ვიდრე კანტიანობის დაცვა სკეპტიციზმისგან. იგი კანტისა და რაინჰოლდის შრომების ფუნდამენტურ გადაფასებას გულისხმობს და ახალ თვალსაზრისსა და საფუძველს ქმნის ტრანსცენდენტული ფილოსოფიისთვის. ამდენად, იგი არა მხოლოდ ფიხტეს საკუთარი ფილოსოფიის გარდაქმნას, არამედ მთლიანად გერმანული იდეალიზმის ისტორიის წყალგამყოფს წარმოადგენს.