„უპანიშადები“ სანსკრიტზე შექმნილი ტექსტებია, რომლებიც ინდუიზმის ცენტრალურ ფილოსოფიურ იდეებსა და კონცეფციებს შეიცავს. ისინი ვედების ნაწილია და ოთხი ვედის ცალკეულ თავებს აჯამებენ. ზოგი უპანიშადა ჩვენს დრომდეა შემორჩენილი. წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია სხვადასხვა უპანიშადების ფრაგმენტები.
ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გამოჩენილი ფილოსოფოსი კარლ იასპერსი ფართო მკითხველისთვის გვთავაზობს ფილოსოფიის შესავალს. იმავდროულად იგი გვთავაზობს საკუთარი ფილოსოფიური აზრის ცხად რეზიუმეს. იასპერსის აზრით, ფილოსოფიის წყარო უნდა ვეძებოთ „გაოცებასა, დაეჭვებასა და დაკარგულობის გაცნობიერებაში“, ფილოსოფიური ძიება კი უწყვეტი ცვალებადობისა და თვითაღმოჩენის პროცესია.
ართურ შნიცლერის პიესა "ფერხული" ათი ეროტიული დიალოგისგან შედგება, რომლებშიც ვნება, ძალაუფლება, იმედგაცრუება და სიყვარულის ჟინია აღწერილი. პიესის მონაწილეები არიან ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები, პროლეტარიატიდან არისტოკრატიამდე.
"ფერხულის" პრემიერა 1920 წლის 23 დეკემბერს შედგა ბერლინის თეატრში Kleines Schauspielhaus და მყისვე უდიდეს სკანდალად მოინათლა. ქართულად ქვეყნდება პირველად.
"ხელოვნების ფილოსოფია" იპოლიტ ტენის ფუნდამენტურ შეხედულებას აყალიბებს ზოგადად ხელოვნების წარმომავლობის მიზეზების შესახებ. კერძოდ, ავტორი აღნიშნულის საფუძვლად თანადროულ ეპოქასა და მიმდინარე გლობალურ მოვლენებს ასახელებს. თხზულებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია XIX საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაზე.
ღატაკივით ჩაცმული მამაკაცი, ვინც საკუთარ თავს წმინდა ანტუანს უწოდებს, გარდაცვლილი ქალბატონის გაცოცხლებას ითხოვს. პიესა, რომელიც სატირული ფორმით სიკვდილის გარდუვალობის დემონსტრირებას ახდენს, 1904 წელს შეიქმნა, თუმცა პირველი წარმოდგენა არა ორიგინალის (ფრანგულ), არამედ გერმანულ ენაზე შედგა.
"ცხოვრების ამაოებისა და ვაების შესახებ" 46-ე თავია შოპენჰაუერის მთავარი ნაშრომისა "სამყარო, ვითარცა ნება და წარმოდგენა", სადაც ავტორი ყოფნასთან, არსებობასთან შედარებით არყოფნის უპირატესობის შეხედულებას აყალიბებს. ნიშანდობლივი ციტატა: "დევიდ იუმის თითოეული გვერდი იმაზე მეტს გვეუბნება, რასაც ჰეგელის, ჰერბარტისა და შლაიერმახერის ერთად აღებულ ფილოსოფიურ თხზულებათა სრული კრებულები".
ვერონის ორი დაპირისპირებული ოჯახის ქალ-ვაჟი ფარულად იქროწინებს, თუმცა ისე მოხდება, რომ ვაჟს მკვლელობისთვის ქალაქიდან გააძევებენ. სავარაუდოდ რეალურ სიუჟეტზე დაფუძნებული დრამა ავტორის სიცოცხლეშივე უაღრესად პოპულარულ ნაწარმოებად იქცა და "ჰამლეტთან" ერთად დღემდე ყველაზე ხშირად იდგმება სცენაზე. შექმნილია 1595 წელს.
ამ ისტორიულ-ფილოსოფიურ ექსკურსში პოლ ვალერი მისი თანამედროვე ევროპისა და ზოგადად სამყაროს ხედვას აყალიბებს შექმნილი კავშირურთიერთობებისა და ისეთი მოვლენებისა და წარმონაქმნების განხილვა-ანალიზის ფონზე, როგორიცაა ერი, დიქტატურა და ისტორია. ავტორი ასევე იძლევა ევროპის მომავლის უაღრესად საინტერესო ხედვას.
"მეთორმეტე ღამე" - ესაა მხიარული პიესა უპასუხო, ცალმხრივი სიყვარულის შესახებ. ტყუპები საზღვაო კატასტროფის განცდის შემდეგ უცხო მიწაზე აღმოჩნდებიან. პირველ მათგანს, ვიოლას, ორსინო შეუყვარდება, ვინც ოლივიაშია შეყვარებული, რომელსაც, თავის მხრივ, ვიოლა შეუყვარდება, ამ უკანასკნელს კი მალვოლიო აღმერთებს. გამოჩნდება სებასტიანო... ფერიცვალებათა სერიის შემდეგ ყველაფერი კეთილად სრულდება. პიესა თარიღდება 1601-02 წლებით.