„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ამაღელვებელი ნაწარმოები - „პატრიარქის შემოდგომა“ - ესსაა ბრწყინვალე ისტორია კარიბელი ტირანისა და ხელისუფლების კორუფციის შესახებ. ავტორი ქმნის მომაკვდავი დიქტატორის სახეს, რომელიც ას წელზე მეტია ხელისუფლების სათავეშია და საკუთარი ძალაუფლების ტყვედ ქმნილა უკვე. იგი სისასტიკესა და წყალობას, გულჩვილობასა და ავზნეობას შორის მერყეობს, მაგრამ ავტორი ფაქტებს ხშირად უპირისპირებს ერთმანეთს და რთულია იმის გაგება, სადაა სიმართლე და სად - გამონაგონი.
ოთხმოცდაათ წელს მიღწეული ნაკლებადცნობილი ჟურნალისტის გიჟური სურვილი დაბადების დღის აღნიშვნისა ქალწულთან გართობით მას უბრუნდება გრძნობით, როგორიც არასოდეს განუცდია. ნაზი, სათუთი და ფარულად კომიკური მოთხრობა „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს“ კიდევ ერთი ოსტატური ნამუშევარია დიდი მწერლის არსენალში. გამოქვეყნდა 2004 წელს.
„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - ეს არის ჟურნალისტიკის, რეალიზმისა და დეტექტივის ნაზავი, რომელშიც მკვლელობა აღწერილია ინვერტულად, მკვლელობა რომელიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც მოხდა, რაც, ალეგორიის სახით განხილული, თითოეული ადამიანის ბედს მოგვაგონებს. ეს ბრწყინვალე ნაწარმოები, რომელიც შეიძლება მოვნათლოთ, როგორც ეგზისტენციალიზმი ლათინოამერიკული ელფერით, მარკესისთვის ნობელის პრემიის მინიჭებამდე ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა (1981).