iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

ლევ შესტოვი

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

2.22ლარი

კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

1.99ლარი

დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო

ლევ შესტოვი

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

2.55ლარი

უკანასკნელის წინა სიტყვები

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

1.99ლარი

უსაფუძვლობის აპოთეოზი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვის მთავარი ნაწარმოები, შერაცხული მის მანიფესტად, რომელიც აფორიზმული ფორმით აკრიტიკებს და სატირულ ჭრილში ხატავს ადამიანთა ფუნდამენტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

მოლიერის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პიესა, ტარტიუფი, პირველად 1664 წელს დაიდგა. ესაა ოჯახის უფროსის, ორგონის ისტორია, რომელიც ტარტიუფის გავლენის ქვეშაა მოქცეული, თვითმარქვიასი, რომელიც ღვთისმოსავად აჩვენებს თავს და ღვთის სახელით საუბრობს.

50-ს გადაცილებული სგანარელი დაქორწინებას აპირებს, თუმცა მსი მეგობარი ჟერონიმო ქორწინებას არ ურჩევს. სგანარელი რჩევას ეკითხება ორ ფილოსოფოსს, შემდეგ ორ ბოშა ქალს, საბოლოოდ კი, გაიგებს რა, რომ დორიმენა მას მხოლოდ ანგარებით მიყვება, ქორსილი ჩაშლას გადაწყვეტს, თუმცა განზრახვას ვერ ასრულებს, და იძულებით ქორწინდება. პირველად წარმოდგენილია ლუვრში 1664 წლის 29 იანვარს.

მხოლოდ ფულით მოტივირებული გამრიგე, ჰარპაგონი, შეძლებულ მეღლეებს ეძებს თავისი შვილებისთვის, რათა მისი სიმდიდრე უსაფრთხოდ იქნას შენარჩუნებული. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გრძნობებს აეხდება ფარდა? ვნება და ანგარებითი მოტივები ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობენ ამ ხმაურიან კომედიაში.

ასტროლოგის მიერ დაიმედებული სასიძოები დედოფლის ასულის ხელისათვის ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ამ დროს კი არადიდგვაროვანი სამხედრო პირი იმარჯვებს, რომელიც ბედსა და თავის თავსაა მინდობილი.

მოლიერის სამაქტიანი კომედია "მკურნალი სიყვარული", რომელიც ხუთ დღეში იქნა და დაწერილი და წარმოდგენილი, ძუნწი და ეგოისტი მამის გაბითურებას გვიჩვენებს, ვისაც არაფრით სურს ქალიშვილის გათხოვება. პირველი წარმოდგენა შედგა 1665 წლის 22 სექტემბერს.

ფრანგულ ენაზე პიესის სრული სახელწოდებაა "სიცილიელი ანუ შეყვარებული მხატვარი" - ეს გახლავთ ერთაქტიანი კომედია, რომელშიც ეჭვიანი პატრონის გაბითურების სცენაა გათამაშებული. პიესა პირველად დაიდგა 1667 წლის 5 იანვარს სენ-ჟერმენ-ენ-ლეიში.

მოლიერის რომანიზებული ბიოგრაფია ბულგაკოვმა 1933 წელს შექმნა, თუმცა „მარქსისტული სულის“ უქონლობის გამო ტექსტი დაწუნებულ იქნა. ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა 1962 წელს გამომცემლობა „Молодая гвардия“-ს მიერ.

პიესა, რომელმაც მოლიერსა და მის კომპანიას პარიზის თეატრისა და პუბლიკისკენ გაუხსნა გზა. "სასაცილო პრესიოზები" მოლიერისათვის დამახასიათებელი იუმორით აქილიკებს უსაფუძვლო პრეტენზიულობას, და დღესაც საკმაოდ აქტუალურად ჟღერს. 

სგანარელი გახლავთ მოლიერის ერთაქტიანი პიესა, რომელშიც იგი თავად იღებდა მონაწილეობას კარიერის განმავლობაში. ნაწარმოები აგებულია ეჭვიან და დაუფიქრებელ ვარაუდებზე, რომლებიც გაუგებრობისა და უთანხმოების შედეგს წარმოადგენს. წინამდებარე ტექსტი 1871 წელს ქ-ნ ელენე ყიფიანის მიერ შესრულებული თარგმანის გათანამედროვებული ვერსიაა.