„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
„აღდგომა“ ლევ ტოლსტოის უკანასკნელი რომანია, რომელიც შესვენებებით იწერებოდა 1889-90, 1895-96 და 1898-99 წლებში. ნაწარმოებში აღწერილია ცდუნებული და მიტოვებული გოგონას ბედი, რომლის წინაშე დანაშაულის გრძნობა შემდგომში ორივე მათგანის ცხოვრების ცვლილების საბაბი ხდება. თაგრმნილია ყველა ძირითად ევროპულ ენაზე და არაერთხელაა ეკრანიზებული.
ეს მცირე ზომის რომანი 1896-1904 წლებში იქმნებოდა, თუმცა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (1912 წ.). იგი მოგვითხრობს რეალური ისტორიული პიროვნების, შამილის ნაიბის, ჰაჯი მურატის რუსეთ-კავკასიის ომის დროს, 1851 წელს, რუსების მხარეზე გადასვლისა და მომდევნო წელს მათგან გაქცევის მცდელობის ამბავს.
„აღსარება“ ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიული თხზულებაა, რომელიც 1880-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა. მასში მოთხრობილია ავტორის რთულ სულიერ ძიებათა შესახებ, რომელმაც ნიჰილისტურ-ეგზისტენციალური მიდრეკილებებისა და თვითმკვლელობის სურვილის გადალახვა უბრალო ხალხის რწმენისკენ მოქცევით შეძლო, რითიც, ერთის მხრივ, აშკარად და ღიად დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას, მეორეს მხრივ კი სხვა, ნამდვილი ქრისტიანობის დამკვიდრება სცადა. პირველად გამოქვეყნდა ჟენევაში 1884 წელს.
ეს სქელტანიანი მოთხრობა 1890 წელს გამოქვეყნდა და მყისვე მეფის ხელისუფლების ცენზურას დაექვემდებარა. იგი, ერთის მხრივ, თავშეკავების იდეალს ქადაგებს, მეორეს მხრივ კი ეჭვიანობით გამოწვეულ რისხვას აღწერს. თანამედროვე კრიტიკოსთა შეფასება არაერთგვაროვანი იყო, უკიდურესად უარყოფითიდან უაღრესად პოზიტიურამდე.