რომანი ეძღვნება რომანტიზმით, მოგზაურობისა და თავგადასავლების ჟინით გამსჭვალულ ახალგაზრდობას. აქ მკითხველი იხილავს საინტერესო და მრავალფეროვან ისტორიას, რომელიც თავს გადახდა რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას ერაყში ყოფნის დროს. ისინი რომანტიულ - ავანტურისტული იდეებითა და მიზნებით შეპყრობილნი მოგზაურობენ ამ უძველეს ქვეყანაში და ეძებენ „სადამ ჰუსეინის გადამალულ განძს“.
აქ წარმოდგენილი ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზეა აგებული. ეს დოკუმენტი, ანუ საბრალდებლო დასკვნა "ს.ს. #!!!!!!! საქმეზე" გადასცა ავტორს, მისი პირველი პედაგოგის თ.მ. ძმის შვილმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზ.მ., რომელიც თავის დროზე ქალაქის ერთერთი საგამოძიეო სამმართველოს უფროსად მუშაობდა... მასალა საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ახლოს იყო იმ პრობლემატიკასთან, რასაც 3045 წლის ადამიანები შეეჯახნენ, 1991 2004 წწების პერიოდში და შექმნეს თანამედროვე საქართველოსათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი შრე, რომელსაც სამწუხაროდ "დაკარგული თაობის" ფენომენი ეწოდა...
დეტექტივის მთავარი გმირი, ინსპექტორი დანტე ბლემორი, გაზეთში ცნობილი ბიზნესმენის, რეინარდ მენსენეტის, გარდაცვალების შესახებ კითხულობს. რეინარდის ძმების თქმით, მათი ძმა მოწამლეს. ახალგაზრდა გამომძიებელი თავის დამხმარე და საუკეთესო მეგობარ დილან ბარეტთან ერთად მალევე იწყებს მკვლელობის გამოძიებას. მკვლელი მსხვერპლს პიჯაკის ჯიბეში წერილს უტოვებს, რომელშიც ნათლად მიანიშნებს, რომ მკვლელობის მოტივი შურისძიებაა, თუმცა შესაძლოა, ეს მხოლოდ ბლეფი იყოს. ინსპექტორი თანდათან ხვდება, რომ ეს საქმე მისთვის იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოედგინა…
"ბასკერვილების ძაღლი" რიგით მესამე რომანია, რომელშიც დეტექტივ შერლოკ ჰოლმსს ვხვდებით. რომანის მოქმედება ინგლისის დასავლეთში, დარტმურსა და დევონში მიმდინარეობს, და მოგვითხრობს მკვლელობის მცდელობის ამბავს, რომელიც ეშმაკეული ძაღლის ლეგენდით არის ინსპირირებული. საქმეს იძიებენ შერლოკ ჰოლმსი და მისი მეწყვილე დოქტორი უოტსონი.
რატომ კლავენ ქალებს? რატომ ძალადობენ მათზე? რატომ ხდება, რომ ქალები მოძალადე მამაკაცებს ხშირად თავადვე უღებენ კარს? და რატომ რჩება დაუსჯელი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა? - ფემიციდის ამ გადაუჭრელი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება რომანის მთავარი გმირი, რადიოჟურნალისტი მიკელა კანოვა, როდესაც მივლინებიდან დაბრუნებული შეიტყობს, რომ ვიღაცას მისი კარის მეზობელი, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ანჯელა ბარი დანის ოცი დარტყმით მოუკლავს.
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთის პატარა საზღვაო ქალაქში ადგილობრივი ღვინით მოვაჭრე ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრება. მეგრე, რომელიც პარიზელ პოლიციელთა მობილურ რაზმს ხელმძღვანელობს, მერის მიერ იქნება გამოძახებული გამოძიების საწარმოებლად. სასტუმროში დაბინავებული მეგრე აღმოაჩენს საინტერესო კრებულს პერონაჟებისა, რომელთაგან თითოეულს რაღაც აქვს დასამალი.
ხანშიშესული ქალბატონი და, იმავდროულად, დეტექტივი ჯეინ მარფლი ბავშვობის მეგობარ ქერი ლუიზ სეროქოლდთან მიემგზავრება მის მამულ სტოუნიგეიტში, თითქოს დასასვენებლად, სინამდვილეში კი საეჭვო ვითარებაზე დასაკვირვებლად. ეჭვები მალევე დასტურდება, რადგან აქ იგი მახვილგონივრულად დაგეგმილ მკვლელობათა სერიის მოწმე გახდება... ვინ? რატომ? რა მიზნით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მკითხველს საკმაოდ გაუჭირდება, სანამ ნაწარმოების კვანძი არ გაიხსნება. ეს საინტერესო დეტექტივი 1952 წელს გამოქვეყნდა.
შეინ რაიანი ნაშუას უბრუნდება და, მასთან ერთად, იმ მოგონებებს, რომლებმაც საზღვაო არმიაში გაწევრიანებისკენ უბიძგა. დიდხნიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, რომელიც მას, ბიძამისსა და ბიცოლამისს შორის მიმდინარეობდა, შეინმა თავისი საოჯახო სახლი დაიბრუნა, სადაც მისი მშობლები გაუჩინარდნენ ოცი წლის წინ. ეს სახლი, საშინელი სასახლე, რომელიც მოჩვენებებითა და საიდუმლოებებითაა სავსე, უფრო ცოცხალია, ვიდრე მისი მაცხოვრებლები. როდესაც შეინის ბიძა და ბიცოლა ჩამოდიან და შემდეგ უჩინარდებიან, შეინის ცხოვრება უარესობისკენ იცვლება. გამომძიებელ მერი ლაფონტეინს ეჭვი შეინზე აქვს. დროსთან ჭიდილში, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი რაიანი ცდილობს, მშობლების კვალს მიაგნოს. მაგრამ სახლის კედლებსა და იატაკში რაღაც საშინელი დაძრწის. რაღაც ავბედითი, რომლის სახეც შეინს იმ დღიდან არ შორდება, როდესაც პირველად ნახა იგი სახლის უკანა ეზოში მდებარე ტბაში. და მას შეინის დაბრუნება არ უხარია. ნამდვილად არ უხარია.