მკითხველის წინაშეა რუდოლფ შტაინერის წიგნი „აკაშა-ქრონიკიდან“, რომელიც წარმოადგენს ანთროპოსოფიული სულისმეცნიერების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს. მასში აღწერილია სამყაროსა და კაცობრიობის განვითარება დასაბამიდან ვიდრე „აღსასრულადმდე სოფლისა“ და ადამიანი, როგორც მისი ცენტრალური მოვლენა. ეს არის წიგნის მეორე შევსებული და სრული თარგმანი.
წიგნში – „ადამიანის გზა თვითშემეცნებისკენ“, მოცემულია სულიერი სამყაროს შემეცნებისკენ სავალი გზა, რომელიც მთლიანად ეფუძნება ადამიანის არსების შესახებ სულისმეცნიერულ შემეცნებას. მასში აღწერილია პირველი მშვინვიერი განცდები სულიერების მაძიებელი მოწაფისა, რომელმაც თავისი მთვლემარე შემეცნებითი უნარები განავითარა ამ წიგნში აღწერილი კონცენტრაციისა და მედიტაციის მეშვეობით.
მკითხველის წინაშეა რუდოლფ შტაინერის ლექციების ციკლი „ეზოთერული ქრისტიანობა და კაცობრიობის სულიერი წარმმართველობა“. ციკლს ერთვის მარია შტაინერის წინასიტყვაობა და ქმნის განსაკუთრებულ სულიერ განწყობას. ციკლის ცალკეული ლექციები ჩატარდა სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ისინი თემატურად იყო გაერთიანებული. ამის გამო ზოგიერთი თემა მეორდება, მაგრამ სხვადასხვა კუთხით, რაც იძლევა სიღრმისეული გააზრების შესაძლებლობას.
წინამდებარე ციკლთან დაკავშირებით 1910 წლის მარტში თეოსოფიური საზოგადოების ჰამბურგის შტომ გაავრცელა საინფორმაციო წერილი, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ციკლის ძირითადი თემები, რომელიც მკითხველს რეალურ წარმოდგენას შეუქმნის ამ ციკლის შინაარსზე: „ამა წლის 15-28 მაისს ჰამბურგში რუდოლფ შტაინერი წაიკითხავს მოხსენების ციკლს თემაზე: „კარმის გამოცხადებები“
ესსეები "თვითმკვლელობისათვის" და "სულის უკვდავებისათვის" კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მარადიულ არსებობას და ადამიანის დამოკიდებულებას ღვთიურ ნებაზე, ხაზს უსვამენ ნების თავისუფლების მნიშვნელობას და წინასწარ ჭვრეტენ დოქტრინებს, რომლებიც მომავალში კანტისა და ჰეგელის შრომებში თანამედროვე აზროვნებას ჩამოაყალიბებენ.
"ონტოლოგიის ახალი გზების" მთავარი ამოცანა ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთკავშირების გაანალიზებაა. ჰარტმანისათვის, რომლის იდეები თანამედროვე სოციალურ მეცნიერებათა კვლევასთან გვაახლოვებს, ონტოლოგია - ნეიტრალური კატეგორიაა, რომელიც სუბიექტსა და ობიექტს მოიცავს და სცდება, როგორც ძველი რეალიზმის, ისე თანამედროვე იდეალიზმის ფარგლებს.
Resurgam-ი 2019 წლის ზაფხულში დაიწერა,ზუსტად სამ თვეში,შემდეგ რა თქმა უნდა,მომიწია რედაქტირება. თავად დავუკავშირდი მწერალ, საზოგადო მოღვაწეს, ბატონ რომან ზუკაკიშვილს, რომელმაც არაერთი რჩევა მომცა, რაც ძალიან დამეხმარა. ვეცადე საინტერესო გამოსულიყო მკითველისთვის. ვფიქრობ, ჩემი პატარაობის ოცნება ნელ-ნელა ხდება, რაც ძალიან მახარებს. Resurgam - კვლავ აღვდგები შეესაბამება წიგნის დასასრულს,რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს...
ჰეგელის "ესთეტიკა" ის ნაშრომია, რომელშიც ავტორი სრულად გამოხატავს ხელოვნების ფუძემდებლურ თეორიას. პირველ ნაწილში განხილულია მშვენიერის ზოგადი ბუნება, როგორც სულიერი გამოცდილებისა; ჰეგელი განასხვავებს ხელოვნების მშვენიერსა და ბუნებრივ მშვენიერს და მხატვრული გენიისა და ორიგინალობის ხასიათს იკვლევს.
კაპიტალისტური სისტემა უკვე სამი ასწლეულია მსოფლიოს დომინანტური ეკონომიკური მოდელია. სისტემა, რომელმაც სოციალურ-ეკონომიკურ სიკეთეებთან ერთად, უამრავი უბედურება და უთანასწორობა მოიტანა, საქართველოში უკანასკნელი 30 წელია დიდი სისწრაფით იკიდებს ფეხს; კაპიტალიზმს მოჰყვება თავისი კულტურული კოდები - კულტურის ინდუსტრია, რომელიც ეკონომიკური რეალობის გამყარებაა კულტურის სფეროში; წინამდებარე კრებულის მიზანია წარმოაჩინო და გააკრიტიკოს, როგორც კაპიტალიზმის ეკონომიკური ბაზისი, ისე მისი ზედნაშენის - კულტურის ინდუსტრიის მოქმედების პრინციპები და ალგორითმები.