iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

სოციალური

სორტირება:

წიგნში განხილულია თანამედროვე ქართული პროცესები, ქართული მედიის მუშაობის სპეციფიკა, ასევე განხილულია მედიის გავლენა საზოგადოებაზე. წიგნში შეხვდებით საინტერესო კვლევებსაც, რომლებიც ეხება სოციალურ პრობლემებს მთელ საქართველოში, მათ შორის მაღალმთიანეთში.

ყველა საჭირო ფრაზის კომპილაცია პოზიტიური დიალოგისთვის, კარგი შთაბეჭდილების შექმნისთვის და ზოგადად ევროპულ ყაიდაზე აზროვნებისთვის.

Power of Positive Speech
7.00ლარი

Power of Positive Speech

ხატია ჭანიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"რასაც მთელი წელი კითხულობდით თუ უსმენდით, ახლა უკვე ერთ წიგნად... პანდემიას მოყოლილი ამბები... და არა მარტო პანდემიას მოყოლილი... და არა მარტო ამბები... ემოციები, განწყობები, შიშები, სასოწარკვეთა და, რა თქმა უნდა, იმედი... ულევი იმედი ხვალინდელი დღისა".

სექსისა და სიყვარულისადმი რასელის დამოკიდებულება უმალ მოთხოვნისა და სურვილის რეალობას ეფუძნება, ვიდრე ძველ ტომობრივ და რელიგიურ ტაბუს. "ქორწინება და მორალი" არის ცხადი და მიუკერძოებელი შეხედულება ზნეობაზე, ზნეობაზე, რომელიც მხოლოდ ერთი ასპექტია რასელის წინააღმდეგობისა შემზღუდავი დოგმებისადმი, და ურყევი რწმენისა ადამიანის ადექვატურობასა და ადამიანური ინტელექტის ძალაში.

„ცნობიერება და ცივილიზაცია“ მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ციკლია, რომელშიც თემატურად არის გადმოცემული ავტორის დამოკიდებულება („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი. წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს.

ანტიკური მწერლობის ისტორია მოიცავს ძველ ბერძნულსა და ლათინურ ენებზე ძვ.წ.ა. IX-VIII საუკუნეებიდან ახ.წ.ა. V-VI საუკუნეთა მიჯნამდე შექმნილ ლიტერატურას, რომელიც ეფუძნება წინაქრისტიანულ საბერძნეთსა და რომში ჩამოყალიბებულ კულტურულ ღირებულებებს, მსოფლაღქმის პრინციპებს. 

დიდი ესპანელი ფილოსოფოსის მცირე ზომის ესსეი "აზრები რომანზე (დოსტოევსკი და პრუსტი)" რომანის მნიშვნელობას განიხილავს ორი მწერლის შემოქმედების მაგალითზე.

წიგნში განხილულია ჰომეროსის ეპოსში ტროას და ტროელების მითოპოეტური და ისტორიული აღქმის ძირითადი ასპექტები. გამოკვლეულია ის პრინციპები, რომელთა საშუალებითაც ჰომეროსი მის ხელთ არსებულ ისტორიული და მითოლოგიური მასალის პოეტური გადამუშავების საფუძველზე ახდენს ტროასა და ტროელების პოეტური ხატის შექმნას, წარმოგვიდგენს ტროას ძველი სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და ტრაგიკული ბედის მქონე ქალაქად. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

წიგნში შესულია: აიეტი და მისი მოდგმა; სასწაულმოქმედი ოქროს ვერძი; არგონავტების შეკრება; ფათერაკებით აღსავსე გზა აია-კოლხიდისაკენ; აიეტის ქალაქში ჩასვლა; პირობის შესრულება და საწმისის მოტაცება; დევნა და დაბრუნება; პელიასის აღსასრული; მედეა და იასონი კორინთოსში; ლტოლვილი მედეა.

არგონავტები
2.66ლარი

არგონავტები

რისმაგ გორდეზიანი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

იმ უამრავ გამოცანასა და თავსატეხს შორის, რომელიც ბერძენი ავტორის ფილოსოფიამ წარმოშვა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უდავოდ პლატონის „პოლიტიკოსია“. პლატონის დიალოგების ცნობილი მკვლევარი და მთარგმნელი ბ. სეტი აღნიშნავს, რომ „არც ერთი დიალოგი არაა იმაზე უფრო ცუდად ჩაფიქრებული, ვიდრე პლატონის „პოლიტიკოსი“. სხვა ცნობილი მკვლევარებიც დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ ამ დიალოგს (როვი, ტეილორი, რაილი დ. ა. შ.). თავი რომ დავანებოთ „პოლიტიკოსის“ შინაარსს, უამრავ შეკითხვას ბადებს თავად მისი ფორმა. მეცნიერებაში არაერთგზის აღნიშნულა ის ფაქტი, რომ ეს დიალოგი არაა კარგად ორგანიზებული, აგებულია უცნაური გზით და უფრო მეტად ჰგავს ტრაქტატს, ვიდრე ფილოსოფიურ დიალოგს.

წიგნი შედგება სვამი ვივეკანანდას 10 ლექციისგან (ინგლისურ ენაზე სტენოგრაფიულად ჩაწერილი), რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იქნა წაკითხული ამერიკასა და ლონდონში. წიგნი – „ძველი ინდური ფილოსოფია“, მესამე ქართული გამოცემაა შესწორებებითა და დამატებებით. წიგნში ასევე შეტანილია ვივეკანანდას მიერ 1894-სა და 1896 წელს, ლონდონში წაკითხული სამი ლექციაც – „მაია და ილუზია“, „მაია და ღვთის ევოლუციის კონცეფცია“, „მაია და თავისუფლება“. წიგნს ერთვის მთარგმნელის, ნიკოლოზ კენჭოშვილის სტატია სვამი ვივეკანანდას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სადაც ვივეკანანდას ცხოვრების და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებია გადმოცემული.

ამ წიგნში შესულია 18 ნამდვილი ისტორია, რომლებიც დაწერილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, საჭმელზე, სხვა ადამიანებზე დამოკიდებულება სჭირდათ. ეს უკიდურესად ამაღელვებელი და შთამაგონებელი მოთხრობებია ცხოვრებისეულ დრამებზე და მათ დაძლევაზე. 

წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ადამიანს წარსულზე ფიქრი არ მართებს. გაუმაძღარმა დრომ უკვე შთანთქა იგი. მომავალიც არ უნდა გაღელვებდეთ, რადგან ის, რაც ბედად გაქვთ, მაინც მოხდება. ეცადეთ აწმყოში სრულად ენდოთ ყოვლისშემძლეს. დაე ღმერთის რწმენა სამკურნალო ბალზამი გამხდარიყოს ცხოვრების მწარე ტკივილებისთვის. ვინაიდან არ შეიძლება რწმენა ვუწოდოთ იმას, რაც არ იძლევა გამძლეობას, თვინიერებას და სიმშვიდეს. აქ თავმოყრილია საუბრები ყველაზე უფრო მთავარზე, რაც ჩვენამდე მოიტანა ვედების სიბრძნემ – უპანიშადებზე. 

"ადამიანთა სამყარო ისეთია, რომ ყოველი ადამიანი თვითონაა მიზეზი თავისი ბედისა, კარგის თუ ცუდისა. თვითონაა მისი შემქმნელი, არქიტექტორი. ბედი, განგება, ბედისწერა, ღვთის ნება მთელი ეს „ამხსნელი“ სიტყვები ასახავს მხოლოდ ერთ კანონს – კარმის კანონს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მომთხოვნი უნდა იყოს უზენაესი, რომელმაც მთელ სამყაროზე პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. ბუნების ყველა მდგენელი რომ კარგად და უწყვეტად მუშაობდეს, იგი იძულებულია წუნდაუდებელი წესები შემოიღოს. დაფიქრდით, რა მრავალრიცხოვანი და მასშტაბური უნდა იყოს ისინი! ეს კანონები ყველაფერს მართავს, რაც მოქმედებს და რაც უმოქმედოდაა ბუნებაში".

ეს გამოცემა წარმოადგენს ბლავატსკაიას ლოჟის თეოსოფიური საზოგადოების სხდომის დროს განხილული წიგნის "საიდუმლო დოქტრინის" მასალებს. ამ მასალების შესწავლა ეზოთერიული ფილოსოფიის აღქმასა და გაგებაში დაგეხმარებათ.

ამერიკელი ფსიქიატრი და ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ერთგული თაყვანისმცემელი, სემუელ სენდვაისი მკითხველისთვის ცნობილია წიგნის - "საი ბაბა: წმინდანი და ფსიქიატრი" - მეშვეობით. ახალ წიგნში იგი საი ბაბასთან თავისი ურთიერთობის გამოცდილებას გვიზიარებს, მოგვითხრობს, ბაბას სწავლებამ რა გავლენა მოახდინა მის სამედიცინო პრაქტიკაზე, მთელი მისი ოჯახის ცხოვრებაზე, მსჯელობს ზოგადსაკაცობრიო და სულიერ ღირებულებებზე და ადამიანურ ურთიერთობათა პრობლემებზე. წიგნი დაწერილია ცოცხალი და გასაგები ენით, სავსეა ნათელი და საინტერესო მაგალითებით. წიგნი განკუთვნილია იმ მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც საკუთარი თავის გაგებასა და სრულყოფას ცდილობენ.