iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

ისტორიული ჰეროსტრატეს ამბით შთაგონებული პოლ ილბერტი, მარტოხელა და სქესობრივად უძლური ადამიანი, ამაზრზენი მკვლელობის ჩადენას გადაწყვეტს, რაც საბოლოოდ წარუმატებლობით სრულდება. 1948 წელს შექმნილი ეს მოთხრობა სარტრის ფენომენოლოგიისა და ეთიკის თემების გამოძახილია.

ჰეროსტრატე
2.00ლარი

ჰეროსტრატე

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რუსი რელიგიურ-ფილოსოფიური მოაზროვნე რუსული რევოლუციის ისტორიული და რელიგიური აზრის გარკვევას ცდილობს, რისთვისაც დასავლეთის ისტორიულ გამოცდილებასა და რუსეთში იმ დროს გაბატონებულ საზოგადოებრივ განწყობას აანალიზებს.

ინგლისელი კლასიკოსის მოთხრობათა კრებულში შესულია პიროვნული დ ასოციალური თემატიკის ამსახველი ორი სქელტანიანი თხზულება: „მტრობა“ - შურისძიების იარაღად სხვა ადამიანის გამოყენების შედეგების შესახებ, და „ყოფილი 299“, რომელიც ადამიანზე პატიმრობის გამანადგურებელ შედეგებს გვიჩვენებს.

მოთხრობები
1.55ლარი

მოთხრობები

ჯონ გოლზუორთი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ადამიანზე დომინირება, უფრო ზუსტად კი მამაკაცზე ქალის დომინირება, ნაყოფიერება, ზოგადად დედის როლი და დამოკიდებულება შვილის მიმართ, და, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ეს, დედობის „დესტრუქციული“ ხასიათი, ეს ყველაფერი კი გამდიდრებული ბიბლიური ალუზიებით - ასეთია უნამუნოს ბრწყინვალე ნოველის - „ორი დედა“ მთავარი თემები, ნოველისა, რომელიც 1920 წელს გამოქვეყნდა.

ორი დედა
1.00ლარი

ორი დედა

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„მარტორქა“ - აბსურდის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც 1959 წელს შეიქმნა. პიესა მრავალგვარი წაკითხვის საშუალებას იძლევა, მათ შორის ხშირად მოიაზრება, როგორც ფაშიზმის და/ან კომუნიზმის უცაბედი პოპულარობის ალეგორია, პარალელურად კი განიხილავს კულტურის, ბრბოს მენტალობისა და ფსიქოლოგიის, ზნეობის თემებს.

მარტორქა
2.99ლარი

მარტორქა

ეჟენ იონესკო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

1955 წელს გამოქვეყნებული რომანი ინგლისურად მხოლოდ ათი წლის შემდეგ ითარგმნა და „ნიუ იორქ თაიმს“-ში კურტ ვონეგუტის არცთუ კეთილგანწყობილი და არცთუ სამართლიანი რეცენზია დაიმსახურა. „ბერძენი ეძებს ბერძენს“ არის შესანიშნავი აბსურდული სატირა ადამიანზე, რომელსაც არ სურს სინამდვილეს გაუსწოროს თვალი, მის მიერ შექმნილ სამყაროში ცხოვრობს და, როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევაში, ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამს, მაგრამ... ერთ დღეს მასაც უწევს სათვალის მოხსნა და რეალობის დანახვა ისეთის, როგორიც ის არის. ამ პიროვნული ტრაგედიიდან გამოსავალი, ავტორის აზრით, მხოლოდ სიყვარულშია, რაც ერთადერთია, რასაც ფასი აქვს.

ბერძენი ეძებს ბერძენს
2.99ლარი

ბერძენი ეძებს ბერძენს

ფრიდრიხ დიურენმატი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"საბოლოო ანგარიშით, ცოცხალ პიროვნებას ყოველგვარ სამართალზე მეტი ფასი აქვს და მორალური ტანჯვა-წამება და მსჯავრისდება გულისხმიერ და ჰუმანურ ზნეობრივ შეგნებას ვინძლო არანაკლებ ულმობელადაც მიაჩნდეს, ვიდრე მართლმსაჯულების განაჩენი და სასჯელი." - სიმონ ფრანკი.

1961 წელს ფრანგულ ენაზე შექმნილი რადიოპიესა ბეკეტისათვის ნიშანდობლივ თემებს - ადამიანის მიერ იდენტობის ძიებას, მისი ვერპოვნის შიშს, პიროვნულ დისჰარმონიას ეხება. პიესა პირველად გადაცემულ იქნა 1963 წლის 13 ოქტომბერს არხით France Culture.

Cascando
1.55ლარი

Cascando

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კამიუს "უცხო" გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგაც ყველაზე პოპულარულ ფრანგულენოვან ნაწარმოებად რჩება. სარტრი წინამდებარე ესსეიში ამ წიგნის მისეულ წაკითხვას გვათავაზობს. ესსეი გამოქვეყნებულია 1943 წელს.

ხრანტოქსი 26 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდება მშობლიურ ქალაქში. მებარგულთან საუბრის გამოისობით მას მოგონებები მოეძალება, სასაფლაოს მიაშურებს და საბოლოოდ ყოფილ შეყვარებულსაც დაელაპარაკება ტელეფონით, მაგრამ ხრანტოქსი უკვე „აღარაა ცოცხლებს შორის“, რადგან მაშინ, 26 წლის წინ, ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება. პასუხისმგებლობა, გათიშულობა და, როგორც ყოველთვის, ომი, თუმცა ომი, რომელიც უშუალოდ არ ფიგურირებს ნაწარმოებში - ესაა მთავარი თემები ამ ბრწყინვალე პიესისა.

„ტოროლა“ ჟანა დ’არკის სამსჯავროს გარშემოა აგებული, სადაც იგი საბოლოო განაჩენს ელის, რაც, ისტორიულად კოცონზე დაწვით უნდა დასრულდეს, მაგრამ ანუის ხელის ჯადოსნური მოძრაობით კოცონზე დაწვა გადადებულია და ჟანა შარლის მეფედ კურთხევას ესწრება ტრიუმფალურად. ღრმად პატრიოტული პიესა პირველად თეატრ მონპარნასში დაიდგა 1953 წლის 16 ოქტომბერს.

ტოროლა
2.00ლარი

ტოროლა

ჟან ანუი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მკითხველთა მცირე ნაწილი თუ იცნობს ჰაინრიხ ბიოლის დრამატურგიას, კერძოდ რადიოპიესებს, რომელთა ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია "საუბარი მიკროფონით", სადაც ავტორი მარტოობის, კომუნიკაციის სირთულის მისთვის მტკივნეულ თემას მიმართავს.

ეს ფანტასტიკური მოთხრობა, რომელშიც პროფესორი პრეობრაჟენსკი ძაღლს ადამიანის ორგანოებს გადაუნერგავს, ერთის მხრივ, ფილოსოფიური წაკითხვის საფუძველს ქმნის (ადამიანს არ ძალუძს ხელოვნურად ადამიანის შექმნა ან სიმახინჯეს ქმნის), მეორეს მხრივ კი მწვავე პოლიტიკურ სატირას წარმოადგენს, მოწოდებულს ბულგაკოვისეული ორიგინალური და უბადლო იუმორით. „ძაღლის გული“ შექმნილია 1925 წელს, თუმცა საბჭოთა ცენზურის გამოისობით 1987 წლამდე სრული სახით არ გამოქვეყნებულა.

ძაღლის გული
2.55ლარი

ძაღლის გული

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ახალგაზრდა ლეიტენანტი ანტონ ჰოფმილერი მდიდარ ლაიოშ კეკეშფალვას ციხე-სიმაგრეშია მიწვეული, სადაც მის პარალიზებულ ქალიშვილს, ედითს, გაიცნობს. ლეიტენანტი თანაგრძნობით იმსჭვალება ედითის მიმართ, ამ უკანასკნელს კი ჰოფმილერი შეუყვარდება. შემდეგ განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს წრფელმა, თუმცა უპასუხისმგებლო თანაგრძნობის განცდამ. ეს გახლვათ ცვაიგის ყველაზე სქელტანიანი ნაწარმოები, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა.

ფრენსის მაკომბერი მეუღლე მარგარიტთან ერთად აფრიკაში საფარიზე იმყოფება. მათ პროფესიონალი მონადირე უილსონი ეხმარება. ლომზე ნადირობისას ფრენსისი სიმხდალეს გამოიჩენს და „კურდღელივით გამოიქცევა“. სირცხვილის მოწმენდას იგი მეორე დღეს, კამეჩებზე ნადირობისას ცდილობს. მოვლენები მოულოდნელად და საინტერესოდ ვითარდება. ერთი კონკრეტული ნადირობის მეშვეობით ჰემინგუეი ღრმა ფილოსოფიურ შეხედულებას გადმოგვცემს ცხოვრებისა და მასში ბედნიერბის წვდომის შესახებ. ესაა ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა. გამოქვეყნებულია 1936 წელს ჟურნალში „კოსმოპოლიტენ“.

აუგუსტო პერესი რომანის მთავარი მოქმედი პირია, უნამუნო კი მისი შემქმნელი, მაგრამ იქნებ თავად ავტორიც ვიღაცის პროდუქტია, შესაძლოა თუნდაც იმავე პერსონაჟისა? სვამს კითხვას უნამუნო. ვინ უფრო რეალურია, ავტორი თუ პერსონაჟი, დონ კიხოტე და სანჩო, თუ სერვანტესი, სად გადის ზღვარი რეალურსა და ილუზორულს შორის? ამ და სხვა მარადიულ თემებს ეხება მიგელ დე უნამუნოს, როგორც თავად ის უწოდებს, რიმანი (და არა რომანი) "ბურუსი", რომელიც უდაოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. გამოქვეყნდა 1915 წელს.

ბურუსი
2.88ლარი

ბურუსი

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star