iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

„სალამი, სევდავ!“ გახლავთ ფრანსუაზ საგანის პირველი რომანი, რომელიც 1954 წელს გამოქვეყნდა, როდესაც ავტორი მხოლოდ 18 წლის იყო. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა გოგონას, სესილის, განცდების შესახებ, რომელმაც დედის სიკვდილის შემდეგ ხანგრძლივი დრო მონასტერში გაატარა. უბრუნდება რა ქალების მოყვარულ მამას, სესილი ბოჰემურ, ვალდებულებების არმცნობ ცხოვრებას ეზიარება... მაგრამ ერთ დღეს მათ მორალური პრინციპების დამცველი ჭკვიანი და ლამაზი ანა ეწვევათ. წიგნი გამოსვლისთანავე მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.

სალამი, სევდავ!
1.88ლარი

სალამი, სევდავ!

ფრანსუაზ საგან

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

1936 წელს "ესქვაირში" გამოქვეყნებული მოთხრობა, რომელიც მყისიერად შედევრად იქნა აღიარებული, აფრიკაში სიკვდილის პირას მყოფი მწერლის, ჰარის უქმად გატარებული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ახალგაზრდა, მაგრამ კარჩაკეტილი მხატვარი მოხუც, აღიარებულ ოსტატთან ინგლისიდან საფრანგეთში ჩადის მის შესახებ წიგნისათვის ცნობების მოსაგროვებლად. მოხუცი ორ ახალგაზრდა ინგლისელ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, როგორც თვითონ უწოდებს, „აბანოზის კოშკში“. მოვლენების ელვისებურად ვითარდება, პერსონაჟებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობა ფონზე კი ავტორი მის შეხედულებებს გვთავაზობს, ერთის მხრივ, ხელოვნებისა და მისი დანიშნულების, მეორეს მხრივ კი, სიყვარულის, ღალატისა და ერთგულების, და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოვრებისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების შესახებ. იკითხება ერთი ამოსუნთქვით (1974).

"სამხედრო მფრინავი" - ეს არის მზვერავი პილოტის მოგონებები 1940 წელს "საფრანგეთისთვის ბრძოლის" შესახებ, როდესაც ეგზიუპერი საფრანგეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა. წიგნში მრავლადაა მსჯელობა ომის, ამ ომში საფრანგეთის როლის, ასევე ერთგულების, თავგანწირვის, ვალდებულების შესახებ. გამოქვეყნდა 1942 წელს.

სამხედრო მფრინავი
3.33ლარი

სამხედრო მფრინავი

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ თხზულებაში, რომელიც 1936 წელს გამოქვეყნდა, ანდრე ჟიდი გვიჩვენებს 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირის კატასტროფულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას ყალბი იდეოლოგიისა და მისი ბრმა მიმდევრების ცხოვრების ფონზე. წიგნი შედგება საკუთრივ "დაბრუნებისა" და დაბრუნების "შესწორებებისგან", რაც მოგვიანებით, 1937 წელს გამოქვეყნდა.

ფრანც კაფკას თხზულებებმა, რომელთა მიხედვითაც მსჯელობენ ამ საკვირველი, თვითმყოფადი, უფაქიზესი ალღოს მქონე, ჭეშმარიტი მწერლის შემოქმედებაზე, წარუშლელი კვალი დატოვა, ყველა ხალხის მკითხველებზე. გარდა ცნობილი რომანებისა: „პროცესი“, „კოშკი“, „ამერიკა“, ეგრეთწოდებული შემზარავი მოთხრობების „ფერიცვალება“, „მსჯავრი“, „გამასწორებელ კოლონიაში", დაწერილი აქვს მცირე ზომის ერთგვაროვანი ნაწარმოებები - პარაბოლები, სადაც მწერლის ნიჭი და შესაძლებლობანი ახლებურად არის წარმოჩენილი. ზოგიერთი პარაბოლა ბიბლიურ იგავს, ზოგიერთ აღმოსავლურ არაკს მოგვაგონებს, ხოლო ბევრი ფორმით, ლაკონურობით, სტილისტური დახვეწილობით პოეზიას უტოლდება და ეს ამოუხსნელი ენერგიით დამუხტული პოეზია გენიოსური სულის გამობრწყინებაა, რომელიც ასე აღელვებს თანამედროვე მკითხველს, დიდი და თავისებური მწერლის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს.

რობერტ მუზილი ამ ესსეიში ლიტერატორისა და ლიტერატურის მისეულ გაგებას გვთავაზობს, რაც შესაძლოა ჩვეულებრივი მკითხველისთვის რთულად აღსაქმელი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორც ორიგინალური შეხედულება ლიტერატურის როლზე თანამედროვეობაში.

შეინ რაიანი ნაშუას უბრუნდება და, მასთან ერთად, იმ მოგონებებს, რომლებმაც საზღვაო არმიაში გაწევრიანებისკენ უბიძგა. დიდხნიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, რომელიც მას, ბიძამისსა და ბიცოლამისს შორის მიმდინარეობდა, შეინმა თავისი საოჯახო სახლი დაიბრუნა, სადაც მისი მშობლები გაუჩინარდნენ ოცი წლის წინ. ეს სახლი, საშინელი სასახლე, რომელიც მოჩვენებებითა და საიდუმლოებებითაა სავსე, უფრო ცოცხალია, ვიდრე მისი მაცხოვრებლები. როდესაც შეინის ბიძა და ბიცოლა ჩამოდიან და შემდეგ უჩინარდებიან, შეინის ცხოვრება უარესობისკენ იცვლება. გამომძიებელ მერი ლაფონტეინს ეჭვი შეინზე აქვს. დროსთან ჭიდილში, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი რაიანი ცდილობს, მშობლების კვალს მიაგნოს. მაგრამ სახლის კედლებსა და იატაკში რაღაც საშინელი დაძრწის. რაღაც ავბედითი, რომლის სახეც შეინს იმ დღიდან არ შორდება, როდესაც პირველად ნახა იგი სახლის უკანა ეზოში მდებარე ტბაში. და მას შეინის დაბრუნება არ უხარია. ნამდვილად არ უხარია.

„შესაძლებელია თუ არა სრულყოფილი ცხოვრება „მიწაზე“ ანუ მიწიერი ცხოვრების არსობრივად არასრულყოფილ პირობებში?“ - ესაა მთავარი კითხვა XIX-XX საუკუნეების რუსი რელიგიური მოაზროვნის ესსეისა. არსებითად, სიმონ ფრანკი უტოპიზმს უწოდებს ყველაფერს, რაც ამქვეყნად სრულყოფილების დამკვიდრების მცდელობას წარმოადგენს, და მას ერთადერთ, ზეციური სამყაროს სრულყოფილებას უპირისპირებს.

ქრისტიანობისა და ანტისემიტიზმის საუკუნებრივ დაპირისპირებაზე ბევრია ცნობილი და ბევრი მოსაზრებაც გამოთქმულა, მრავალი ბრალდებაა ებრაელთა მიმართ სამყაროში, მაგრამ დიდი რუსი ფილოსოფოსის აზრით ეს მრავალი, რაშიც ებრაელებს ადანაშაულებენ, სულაც არ ყოფილა მათი ბრალი. ბერდიაევი, როგორც ყოველვის, ორიგინალურად და განსხვავებულად ჭვრეტს და იაზრებს მოვლენებს.

ცხოვრებაში შესაძლოა შეიქმნას მდგომარეობა, საიდანაც ადამიანი გამოსავალს ვერ პოულობს ან მისი პოვნა უაღრესად რთული იყოს და სხვათა ჩართულობას საჭიროებდეს. ასეთია ე.წ. „სასიყვარულო სამკუთხედი“, რომლის მონაწილენი დიკ ფორესტი, ივენ გრეჰემი და დიკ ფორესტის შესანიშნავი მეუღლე პაოლა არიან. ვნების მატებასთან ერთად ვითარება უკიდურესად იძაბება, ახლოვდება კვანძის გახსნა, რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მხოლოდ სიკვდილი შეიძლება იყოს. „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ 1915 წელს გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა სცენარისტ რიკარდო მოლტენისა და მისი მეუღლე ემილიას შორის წარმოქმნილი უმიზეზო გაუგებრობა, ერთის მხრივ, და რიკარდოს შეხედულებების შეუთავსებლობა პროდიუსერ/რეჟისორის თვალსაზრისთან, მეორეს მხრივ, წარმოადგენს მთავარ თემას ალბერტო მორავიას 1954 წელს გამოქვეყნებული რომანისა „ზიზღი“. თხზულება იტალიური ეგზისტენციალიზმის კლასიკადაა მიჩნეული (ეკრანიზებულია 1963 წელს ჟან-ლუკ გოდარის მიერ).

ზიზღი
3.77ლარი

ზიზღი

ალბერტო მორავია

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს სანახევროდ ავტობიოგრაფიული თხზულება ადამიანის დანაწევრების, გაორების თემას ეხება და იმ შედეგებს, რაც ამ გაორებას მოყვება ინდივიდისთვის - მარტოობას, თვითგვემასა და შესაძლო თვითმკვლელობას. რომანი მთავარი პერსონაჟის, ჰარი ჰალერის (იგივე ტრამალის მგელი) დღიურის ფორმითაა კონსტრუირებული. პირველად გამოქვეყნდა 1929 წელს გერმანიაში.

წინამდებარე ესსეი ფროიდის ფუნდამენტური შრომის, „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიის შესახებ“, ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 1905 წელს გამოქვეყნდა და ავტორის უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე, რაც მხოლოდ დღეს, სექსუალური რეკონცეპტუალიზაციის ეპოქაში ხდება გასაგები.

უბადლო იუმორით შეზავებული მსჯელობა პოლიტიკისა და ეთიკის საკითხებზე ერთი უქონელი და უსახლკარო აბატის მხრიდან, მსჯელობა ფრიად თამამი და კრიტიკული – ესაა ნობელის ლაურეატი ფრანგი მწერლის კიდევ ერთი შესანიშნავი თხზულების მთავარი თემა.

მიგელ დე უნამუნო - შეუპოვარი და პრინციპული ფილოსოფოსი, რომელიც დროს არ უშინდებოდა და ღიად საუბრობდა მისი თანამედროვე ესპანეთის მანკიერ მხარეებზე. წინამდებარე ესსეი ქართველი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო იქნება იმ მიზეზით, რომ იმას, რასაც უნამუნო ესპანეთში ამხელდა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს ნანახი დღეს.