iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

თანამედროვე

სორტირება:

"მოჩვენებათა სონატა" (1907) მთავარი ტექსტია მოდერნისტული პიესის განვითარების გზაზე. იგი კამერული პიესის ნათელ მაგალითს წარმოადგენს და "ოჯახის ჯოჯოხეთურობის" თემას ეხება.

მოჩვენებათა სონატა
2.00ლარი

მოჩვენებათა სონატა

ავგუსტ სტრინდბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდენარე კრებულში თავმყორილია დიდი ინგლისელი ფილოსოფოსის სკეპტიკური ხასიათის სამი ესსეი: "ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი", "რატომ ვარ რაციონალისტი" და "სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ", სადაც ბერტრან რასელი სამყაროსა და სინამდვილისადმი დამოკიდებულების მოდელს გვთავაზობს.

დეპრესიულ პარიზელ ჟურანლისტ ჟილ ლანტიეს ცხოვრების გემოს უბრუნებს ლიმუზენელი ნატალი სილვენერის ბობოქარი სიყვარული, მაგრამ ნეტარება დიდხანს არ გრძელდება. პირდაპირი და მოსიყვარულე ნატალი ვერ იზიარებს „გარყვნილი“ ჟილის პარიზული ცხოვრების წესს, ჟილი კვლავ მარტოობისკენ ისწრაფვის, ნატალი კი საძილე საშუალების დიდი ულუფის მიღების შემდეგ კვდება, უტოვებს რა ჟილს წერილს სიყვარულის დასტურით.

ფრანკოსდროინდელი ესპანეთის სოფლის სასტიკი სინამდვილის აღწერა, შეზავებული რეალისტური, ეგზისტენციალური და რელიგიური ელემენტებით - ეს არის „პასკუალ დუარტეს ოჯახი“ - წიგნი, რომელსაც ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს ესპანეთში „დონ კიხოტის“ შემდეგ.

ხოაკინ მონეგრო ბავშვობიდან ვნებით არის შეპყრობილი, შურის ვნებით უახლოესი მეგობრისადმი და მთელი მისი ცხოვრება ამ შურით განისაზღვრება. "აბელ სანჩესი" (1917) იმის შესახებაა, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ასეთმა ვნებამ ადამიანი და მისი გარშემომყოფები.

აბელ სანჩესი
1.99ლარი

აბელ სანჩესი

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

როგორი იყო ნიუ იორკი გასული საუკუნის 20-იან წლებში? ამერიკის ამ უმთავრეს ქალაქს გვიჩვენებს ავტორი მისი მედღეური მუშებით, ნავსადგურთა მშრომელებით, საქონლის დამტარებლებით, მკერავებით და მეტწილად გაბატონებული უსამართლობით, რომელიც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მრავალი ჯურის ადამიანისთვის საოცნებო ქალაქს წარმოადგენდა იმ დროს.

ნიუ იორკის ფერები
0.99ლარი

ნიუ იორკის ფერები

თეოდორ დრაიზერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჯოპლინის რეგთაიმთა კრებულის მეორე ნაწილი მოიცავს მის 12 საუცხოო კომპოზიციას, რომელთა შორისაა „Scott Joplin's New Rag“, „Euphonic Sounds“, „Reflection Rag“, „Silver Swan Rag“ და სხვები.

ეს წიგნი, გამოქვეყნებული 1926 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიერ დასახიჩრებული ახალგაზრდობის, დაკარგული, უპერსპექტივო თაობის შესახებაა, რომელსაც ლოთობისა და გართობის გარდა აღარაფერი დარჩენია; მათთვის სიყვარულიც კი პრობლემური და მიუწვდომელია. ზოგი კრიტიკოსის აზრით, ეს ჰემინგუეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.

აღმოხდების მზე
2.99ლარი

აღმოხდების მზე

ერნესთ ჰემინგუეი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რელიგია - ილუზიაა. ამაში ფროიდი ღრმად არის დარწმუნებული. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მხოლოდ მეცნიერების საშუალებითაა ჭეშმარიტება მიღწევადი, მაგრამ თუ გონებაც ილუზიაა, ის მზად არის ამ ილუზიის შედეგები მიიღოს. მაგრამ მაინც...

„რა მოხდა სამხეცეში“ ედვარდ ოლბის პირველი პიესაა, რომელიც 1958 წელს შეიქმნა სამი კვირის განმავლობისას. იგი ეხება იმ დროისთვის საჭირბოროტო ისეთ თემებს, როგორიცაა მარტოობა, იზოლირებულობა, სოციალური უთანასწორობა და კომერციული სამყაროს დეჰუმანიზება.

„ზოგადი ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. მასში დაყენებული პრობლემატიკა ავტორის კონცეფციის - „განწყობის თეორიის“ პოზიციებიდან არის განხილული და სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, რაც დღესაც აქტუალურად რჩება და სწორედ ამის გამო წინამდებარე ნაშრომის გავლენა ქართული მეცნირული აზროვნების განვითარებაზე დღემდე განუზომლად დიდია. მეორე ტომში განხილულია შემდეგი ფენომენები: მნემური პროცესები, აზროვნება, ყურადღება და წარმოსახვა.

ავტორისავე აღიარებით რთული და არაერთმნიშვნელოვანი პიესა-მეტაფორა „ნაკვერჩხლები“ იმის შესახებაა, რისი გამოთქმაც სიტყვებით ვერ ხერხდება ანუ იმისა, რაც ახსნას არ ექვემდებარება. დაწერილია ინგლისურ ენაზე 1957 წელს. პრემიერა შედგა ბიბისი-ს მესამე არხზე 1959 წლის 24 ივნისს.

ნაკვერჩხლები
1.99ლარი

ნაკვერჩხლები

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ადამიანთა მიწა“ სენტ-ეგზიუპერის მემუარია, პირველად გამოქვეყნებული 1939 წელს, რომელიც კოლეგებსა და, ზოგადად, ადამიანებს შორის მეგობრობის, თანადგომის, გმირობისა და სიკვდილის თემებს ეხება და, იმავდროულად, აყალიბებს ავტორის შეხედულებას ცხოვრების საზრისის შესახებ. არის აშშ-ის National Book Award-ის მფლობელი (1939).

ადამიანთა მიწა
3.22ლარი

ადამიანთა მიწა

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია აკუტაგავას ავტობიოგრაფიული ქმნილება „ცხოვრება იდიოტისა“, რომელიც ავტორმა სიკვდილამდე ერთი თვით ადრე დაწერა, და ასევე ორი ნოველა: „როკუნომიელი ქალი“ და „ამბავი ერთი შურისგებისა“.

ცხოვრება იდიოტისა
1.11ლარი

ცხოვრება იდიოტისა

რიუნოსუკე აკუტაგავა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ვაშლის ყვავილი“ სიყვარულის შესახებაა, უაღრესად გულისამაჩუყებელი და თბილი, იმავდროულად კი ტრაგიკული და სასტიკი, კიდევ სიყვარულის ძალის შესახებაა და კიდევ იმის, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს სიყვარულზე ნებაყოფლობით უარის თქმამ რაგინდ გსურთ მიზეზით.

ვაშლის ყვავილი
0.99ლარი

ვაშლის ყვავილი

ჯონ გოლზუორთი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ზოგადი ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. მასში დაყენებული პრობლემატიკა ავტორის კონცეფციის - „განწყობის თეორიის“ პოზიციებიდან არის განხილული და სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, რაც დღესაც აქტუალურად რჩება და სწორედ ამის გამო წინამდებარე ნაშრომის გავლენა ქართული მეცნირული აზროვნების განვითარებაზე დღემდე განუზომლად დიდია. პირველ ტომში განხილულია შემდეგი ფენომენები: განწყობა, ემოციური განცდები, ქცევა და აღქმა. „ზოგადი ფსიქოლოგიის“ რამდენიმე ნაწილი უკვე იყო გამოქვეყნებული ცალკე წიგნებად.