ფრანც კაფკას თხზულებებმა, რომელთა მიხედვითაც მსჯელობენ ამ საკვირველი, თვითმყოფადი, უფაქიზესი ალღოს მქონე, ჭეშმარიტი მწერლის შემოქმედებაზე, წარუშლელი კვალი დატოვა, ყველა ხალხის მკითხველებზე. გარდა ცნობილი რომანებისა: „პროცესი“, „კოშკი“, „ამერიკა“, ეგრეთწოდებული შემზარავი მოთხრობების „ფერიცვალება“, „მსჯავრი“, „გამასწორებელ კოლონიაში", დაწერილი აქვს მცირე ზომის ერთგვაროვანი ნაწარმოებები - პარაბოლები, სადაც მწერლის ნიჭი და შესაძლებლობანი ახლებურად არის წარმოჩენილი. ზოგიერთი პარაბოლა ბიბლიურ იგავს, ზოგიერთ აღმოსავლურ არაკს მოგვაგონებს, ხოლო ბევრი ფორმით, ლაკონურობით, სტილისტური დახვეწილობით პოეზიას უტოლდება და ეს ამოუხსნელი ენერგიით დამუხტული პოეზია გენიოსური სულის გამობრწყინებაა, რომელიც ასე აღელვებს თანამედროვე მკითხველს, დიდი და თავისებური მწერლის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს.
შეინ რაიანი ნაშუას უბრუნდება და, მასთან ერთად, იმ მოგონებებს, რომლებმაც საზღვაო არმიაში გაწევრიანებისკენ უბიძგა. დიდხნიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, რომელიც მას, ბიძამისსა და ბიცოლამისს შორის მიმდინარეობდა, შეინმა თავისი საოჯახო სახლი დაიბრუნა, სადაც მისი მშობლები გაუჩინარდნენ ოცი წლის წინ. ეს სახლი, საშინელი სასახლე, რომელიც მოჩვენებებითა და საიდუმლოებებითაა სავსე, უფრო ცოცხალია, ვიდრე მისი მაცხოვრებლები. როდესაც შეინის ბიძა და ბიცოლა ჩამოდიან და შემდეგ უჩინარდებიან, შეინის ცხოვრება უარესობისკენ იცვლება. გამომძიებელ მერი ლაფონტეინს ეჭვი შეინზე აქვს. დროსთან ჭიდილში, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი რაიანი ცდილობს, მშობლების კვალს მიაგნოს. მაგრამ სახლის კედლებსა და იატაკში რაღაც საშინელი დაძრწის. რაღაც ავბედითი, რომლის სახეც შეინს იმ დღიდან არ შორდება, როდესაც პირველად ნახა იგი სახლის უკანა ეზოში მდებარე ტბაში. და მას შეინის დაბრუნება არ უხარია. ნამდვილად არ უხარია.
„შესაძლებელია თუ არა სრულყოფილი ცხოვრება „მიწაზე“ ანუ მიწიერი ცხოვრების არსობრივად არასრულყოფილ პირობებში?“ - ესაა მთავარი კითხვა XIX-XX საუკუნეების რუსი რელიგიური მოაზროვნის ესსეისა. არსებითად, სიმონ ფრანკი უტოპიზმს უწოდებს ყველაფერს, რაც ამქვეყნად სრულყოფილების დამკვიდრების მცდელობას წარმოადგენს, და მას ერთადერთ, ზეციური სამყაროს სრულყოფილებას უპირისპირებს.
ქრისტიანობისა და ანტისემიტიზმის საუკუნებრივ დაპირისპირებაზე ბევრია ცნობილი და ბევრი მოსაზრებაც გამოთქმულა, მრავალი ბრალდებაა ებრაელთა მიმართ სამყაროში, მაგრამ დიდი რუსი ფილოსოფოსის აზრით ეს მრავალი, რაშიც ებრაელებს ადანაშაულებენ, სულაც არ ყოფილა მათი ბრალი. ბერდიაევი, როგორც ყოველვის, ორიგინალურად და განსხვავებულად ჭვრეტს და იაზრებს მოვლენებს.
ცხოვრებაში შესაძლოა შეიქმნას მდგომარეობა, საიდანაც ადამიანი გამოსავალს ვერ პოულობს ან მისი პოვნა უაღრესად რთული იყოს და სხვათა ჩართულობას საჭიროებდეს. ასეთია ე.წ. „სასიყვარულო სამკუთხედი“, რომლის მონაწილენი დიკ ფორესტი, ივენ გრეჰემი და დიკ ფორესტის შესანიშნავი მეუღლე პაოლა არიან. ვნების მატებასთან ერთად ვითარება უკიდურესად იძაბება, ახლოვდება კვანძის გახსნა, რაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მხოლოდ სიკვდილი შეიძლება იყოს. „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ 1915 წელს გამოქვეყნდა.
ახალგაზრდა სცენარისტ რიკარდო მოლტენისა და მისი მეუღლე ემილიას შორის წარმოქმნილი უმიზეზო გაუგებრობა, ერთის მხრივ, და რიკარდოს შეხედულებების შეუთავსებლობა პროდიუსერ/რეჟისორის თვალსაზრისთან, მეორეს მხრივ, წარმოადგენს მთავარ თემას ალბერტო მორავიას 1954 წელს გამოქვეყნებული რომანისა „ზიზღი“. თხზულება იტალიური ეგზისტენციალიზმის კლასიკადაა მიჩნეული (ეკრანიზებულია 1963 წელს ჟან-ლუკ გოდარის მიერ).
ეს სანახევროდ ავტობიოგრაფიული თხზულება ადამიანის დანაწევრების, გაორების თემას ეხება და იმ შედეგებს, რაც ამ გაორებას მოყვება ინდივიდისთვის - მარტოობას, თვითგვემასა და შესაძლო თვითმკვლელობას. რომანი მთავარი პერსონაჟის, ჰარი ჰალერის (იგივე ტრამალის მგელი) დღიურის ფორმითაა კონსტრუირებული. პირველად გამოქვეყნდა 1929 წელს გერმანიაში.
წინამდებარე ესსეი ფროიდის ფუნდამენტური შრომის, „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიის შესახებ“, ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 1905 წელს გამოქვეყნდა და ავტორის უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე, რაც მხოლოდ დღეს, სექსუალური რეკონცეპტუალიზაციის ეპოქაში ხდება გასაგები.
მიგელ დე უნამუნო - შეუპოვარი და პრინციპული ფილოსოფოსი, რომელიც დროს არ უშინდებოდა და ღიად საუბრობდა მისი თანამედროვე ესპანეთის მანკიერ მხარეებზე. წინამდებარე ესსეი ქართველი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო იქნება იმ მიზეზით, რომ იმას, რასაც უნამუნო ესპანეთში ამხელდა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს ნანახი დღეს.
არის თუ არა ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი კომერციული მიზნის მიღწევა – ესაა ამ ნაწარმოების მთავარი თემა, რომლის განვითარება პილოტ ფაბიენისათვის მისი უფროსის, რივიერის, მიერ მიცემული დავალების შესრულების კვალდაკვალ ხდება. გამოქვეყნდა 1931 წელს და მყისვე საერთაშორისო ბესთსელერად იქცა.
მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ პიესად შერაცხული ეს ნაწარმოები უბრალო კომივოიაჟერის, ვილი ლომენის ამბავს მოგვითხრობს, ვინც იმდენს ოცნებობდა წარმატებაზე, რომ საბოლოოდ ოცნებაში გადასახლდა... ამერიკული ოცნება კი, მიუწვდომელი ან, უკეთეს შემთხვევაში, მისაწვდომი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის. პირველად გამოქვეყნდა 1949 წელს.
„მარგალიტი“ ჯონ სტეინბეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც ადამიანის სიხარბისა და შურიანობის თემებს ეხება. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოტივს სიღარიბის თემა წარმოადგენს და დაბრკოლება, რაც ღარიბი კაცის წინაშეა აღმართული სიმდიდრისკენ გზაზე. მოთხრობა 1947 წელსაა დაწერილი მექსიკაში გაგონილი თქმულების საფუძველზე.