iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ფრენსის მაკომბერი მეუღლე მარგარიტთან ერთად აფრიკაში საფარიზე იმყოფება. მათ პროფესიონალი მონადირე უილსონი ეხმარება. ლომზე ნადირობისას ფრენსისი სიმხდალეს გამოიჩენს და „კურდღელივით გამოიქცევა“. სირცხვილის მოწმენდას იგი მეორე დღეს, კამეჩებზე ნადირობისას ცდილობს. მოვლენები მოულოდნელად და საინტერესოდ ვითარდება. ერთი კონკრეტული ნადირობის მეშვეობით ჰემინგუეი ღრმა ფილოსოფიურ შეხედულებას გადმოგვცემს ცხოვრებისა და მასში ბედნიერბის წვდომის შესახებ. ესაა ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა. გამოქვეყნებულია 1936 წელს ჟურნალში „კოსმოპოლიტენ“.

1936 წელს "ესქვაირში" გამოქვეყნებული მოთხრობა, რომელიც მყისიერად შედევრად იქნა აღიარებული, აფრიკაში სიკვდილის პირას მყოფი მწერლის, ჰარის უქმად გატარებული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

რომანი ლეიტენანტ ფრედერიკ ჰენრისა და მედდა ქეთრინ ბარკლის უაღრესად ამაღელვებელი და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის მოქმედებათა ფონზე. ომი ვერაფერს აკლებს მათ სიყვარულს, მაგრამ იარაღთან გამოთხოვება სიმშვიდეს როდი ნიშნავს. არსებობს კიდევ რაღაც, რაც ომზე უარესია, რაც ყველაფერს ანადგურებს - ეს სიკვდილია!

მშვიდობით, იარაღო!
2.99ლარი

მშვიდობით, იარაღო!

ერნესთ ჰემინგუეი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს წიგნი, გამოქვეყნებული 1926 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიერ დასახიჩრებული ახალგაზრდობის, დაკარგული, უპერსპექტივო თაობის შესახებაა, რომელსაც ლოთობისა და გართობის გარდა აღარაფერი დარჩენია; მათთვის სიყვარულიც კი პრობლემური და მიუწვდომელია. ზოგი კრიტიკოსის აზრით, ეს ჰემინგუეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია.

აღმოხდების მზე
2.99ლარი

აღმოხდების მზე

ერნესთ ჰემინგუეი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჰემინგუეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, "მოხუცი და ზღვა", მარტივი ენითა და, იმავდროულად, დიდი ენერგიით გვიყვება მოხუცი კუბელი მეთევზის უიღბლობისა და გიგანტურ თევზთან შებრძოლების ამბავს. მოთხრობაში წინა პლანზე დამარცხებით მიღწეული ტრიუმფის თემაა წამოწეული. გამოქვეყნდა 1952 წელს.

მოხუცი და ზღვა
2.77ლარი

მოხუცი და ზღვა

ერნესთ ჰემინგუეი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ჰემინგუეის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი მოთხრობა, რომელშიც სიკვდილის გარდუვალობა მარტივი და ბანალური სცენების მეშვეობით არის დემონსტრირებული.

მკვლელები
0.99ლარი

მკვლელები

ერნესთ ჰემინგუეი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star