iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

„ზამთრის ზღაპარი“ (1623) არის სიცილიის მეფის, ეჭვიანი ლეონტეს ამბავი, რომელსაც შეცდომით მიაჩნია, რომ მისი ახალშობილი ქალიშვილის, პერდიტას, მამა სინამდვილეში მისი საუკეთესო მეგობარი, ბოჰემიის მეფე პოლიქსენესია. ის ამაოდ ადანაშაულებს თავის ცოლს ჰერმიონეს ღალატში, ჰერმიონე კვდება, ხოლო ჩვილ პერდიტას მწყემსებს აძლევენ აღსაზრდელად, სანამ ნაკლებად სავარაუდო მოვლენების შედეგად, ის თექვსმეტი წლის შემდეგ არ შეხვდება ლეონტეს.

ზამთრის ზღაპარი
3.99ლარი

ზამთრის ზღაპარი

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბუნებრივი ძალების თამაშში ჩაბმული სოფლის ხალხის ეს ისტორიები უბრალოდ მათი სამყაროს მოვლენების შინაგანი კვლევა არ არის. ისინი უფრო დიდ მიზანს ისახავს – აჩვენოს ადამიანების ქმედებები რეალობის ფართო თვალსაზრისით.

როდესაც ელიტარული „ბალტიმორის საზარბაზნე კლუბის“ წევრები აღმოაჩენენ, რომ საქმის გარეშე რჩებიან სამოქალაქო ომის დასასრულს, მათი პრეზიდენტი, იმპი ბარბიკენი, სთავაზობს მათ, ააშენონ საკმარისად დიდი ზარბაზანი მთვარეზე რაკეტის გასაშვებად. მაგრამ როდესაც ბარბიკენის მოწინააღმდეგე დებს უზარმაზარ ფსონს, რომ პროექტი ჩავარდება, ხოლო გაბედული მოხალისე „პილოტირებული“  ფრენის მისიას წამოაყენებს, ერთი ადამიანის ოცნება იქცევა საერთაშორისო კოსმოსურ რბოლად.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კათოლიკე მწერლის შედევრი, „ასპიტთა ბუდე“, მოგვითხრობს ბატონი ლუის, გატანჯული მოხუცი ადვოკატის ამბავს, რომელმაც თავისი უბედურება მთელ თავის ოჯახზე გაავრცელა. ლუი წერს დღიურს, რათა აუხსნას მათ და საკუთარ თავს, თუ რატომ არის დეფორმირებული მისი სული.

მორიაკის რომანი ოსტატურად იკვლევს სიამაყით, სისასტიკით და სიძულვილით გამოწვეულ ხრწნას და მის საპირისპიროს – ღვთაებრივ მადლს, რომელიც ხელმისაწვდომი რჩება თითოეული ჩვენგანისთვის სიკვდილის წუთამდე. ეს არის დაუვიწყარი ამბავი ერთი ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლის შესახებ.

ასპიტთა ბუდე
3.44ლარი

ასპიტთა ბუდე

ფრანსუა მორიაკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„დაკარგული სამყარო“, რომელიც 1912 წელს გამოქვეყნდა, არის სერ ართურ კონან დოილის კლასიკური რომანი აღმოჩენებისა და თავგადასავლების შესახებ. მთხრობელი, ცნობისმოყვარე რეპორტიორი ედვარდ მელოუნი ხვდება პროფესორ ჩელენჯერს, უცნაურ და ნიჭიერ პალეონტოლოგს, რომელიც ამტკიცებს, რომ ამაზონის სიღრმეში ჯერ კიდევ ცოცხალი დინოზავრები არსებობენ. მელოუნი, ჩელენჯერი, მისი ოპონენტი სამერლი და ლორდ ჯონ როქსტონი სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრებიან ფანტასტიკური მხეცების საძიებლად. ასე იწყება მათი თავგადასავალი, რომელიც არაერთ გამოწვევას სთავაზობს გაბედულ მოლაშქრეებს. ეს უკიდურესად პოპულარული და გავლენიანი წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკას წარმოადგენს და დღემდე შთააგონებს მკითხველს.

დაკარგული ქვეყანა
2.99ლარი

დაკარგული ქვეყანა

ართურ კონან დოილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პოლიტიკური ფილოსოფიის, ინტელექტუალური და კულტურული ისტორიისა და ეკონომიკის უზადო ნაშრომი, "გზა ბატონყომობისკენ" თითქმის საუკუნის განმავლობაში შთააგონებს და რისხვას ჰგვრის პოლიტიკოსების, საწავლულებისა და უბრალო მკითხველების არაერთ თაობას. თავდაპირველად 1944 წელს გამოქვეყნებული – როდესაც ელეანორა რუზველტმა მხარი დაუჭირა სტალინის ძალისხმევას, აინშტაინმა კი სოციალურ პროგრამას მოაწერა ხელი – "გზა ბატონყმობისკენ" ერეტიკულად ჩაითვალა წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის საშიშროებათა გამო გაფრთხილებისთვის. აქ შემოთავაზებულია ამ წიგნის შეკვეცილი ვერსია, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა "რიდერს დაიჯესტში".

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამოტივაციო წიგნი მსოფლიო ისტორიაში, "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებზე", 1936 წელს პირველად გამოქვეყნების შემდეგ 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. კარნეგის პირველი წიგნი მარადიულია და თანაბრად მიმზიდველია, როგორც ბიზნეს აუდიტორიის, ისე ზოგადი მკითხველისთვის. კარნეგის სწამდა, რომ წარმატების მიღწევა ეფექტურ კომუნიკაციაზე უფროა დამოკიდებული, ბიდრე ბრწყინვალე უნარებზე. სწორედ ამას ასწავლის წინამდებარე წიგნი.

ეს არის XX საუკუნის ოკულტისტის უკანასკნელი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც განსხვავდება წინამორბედებისგან და, უპირველეს ყოვლისა, მოწაფეთა ვიწრო წრისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელიც მკითხველისთვის გურჯიევის ფსიქოლოგიურ სამყაროს ჰფენს შუქს.

ტრილოგიის მესამე წიგნი მოგვითხრობს კარლ-არტურის ცხოვრების ამბავს შარლოტა ლიოვენშოლდთან განშორების შემდეგ, როდესაც ის ანა სვერდთან ქორწინდება, თუმცა თეა სუნდლერის დაბრუნება მრავალ ცვლილებას შეიტანს პერსონაჟთა ცხოვრებაში.

ანა სვერდი
3.88ლარი

ანა სვერდი

სელმა ლაგერლიოფი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კარლ-არტურ ეკენსტედს მოეჩვენება, რომ მისი შეყვარებული შარლოტა ლიოვენშოლდი მის დანიშნულებას არ შეესაბამება და ნიშნობას ჩაშლის. კარლ-არტურისადმი სიყვარულით გოგონა საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად და თავისთვის არასასურველ ქორწინებაზეც კი თანხმდება.

ტრილოგიის პირველ ნაწილში მოთხრობილია გარდაცვლილი გენერალ ლიოვენშოლდისთვის მეფე კარლ XII-ის მიერ ნაჩუქარი ბეჭდის აკლდამიდან მოპარვის ამბავი და ის ვაი-უბედურებანი, რომლებიც ბეჭდის სხვადასხვა პატრონებს დაატყდებათ თავს, სანამ ბეჭედი აკლდამაში არ დაბრუნდება.