წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
წინამდებარე წიგნი მკითხველებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სწორად აღქმაში დაეხმარება. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის შემუშავებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, რათა საზოგადოებასა და მომავალ თაობებს უკეთესი სამყარო აჩუქოთ. მსოფლიოს მართვის პრინციპების ცოდნა კი მსოფლიოს გაკეთილშობილებაში დაგეხმარებათ.
„ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში“ მომზადდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტების, სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის. ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი - ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში - სასარგებლოა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ჟურნალისტების, არამედ ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს რეალობაში სოციალური საკითხების შესწავლითა და გაშუქებით.
მედია საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საზოგადოებას და მისი როლი უმნიშნელოვანესია საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. წიგნში „ჟურნალისტიკის შესავალი“ აღწერილია დარგის განვითარების ისტორია, ეტაპები, პრინციპები და მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარედაქციო მუშაობასა და ტექნიკას. წიგნი განკუთვნილია როგორც ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც ის პროფესიის შესწავლისას დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოადგებად.
რატომ კლავენ ქალებს? რატომ ძალადობენ მათზე? რატომ ხდება, რომ ქალები მოძალადე მამაკაცებს ხშირად თავადვე უღებენ კარს? და რატომ რჩება დაუსჯელი ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა? - ფემიციდის ამ გადაუჭრელი პრობლემების პირისპირ აღმოჩნდება რომანის მთავარი გმირი, რადიოჟურნალისტი მიკელა კანოვა, როდესაც მივლინებიდან დაბრუნებული შეიტყობს, რომ ვიღაცას მისი კარის მეზობელი, ახალგაზრდა ლამაზი ქალი ანჯელა ბარი დანის ოცი დარტყმით მოუკლავს.
ოშოს ბევრი მიმდევარი ჰყავს, ზოგი რას ლაპარაკობს მასზე და ზოგი რას... მე კი ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ან მართლა არა ამქვეყნიური იყო, ან არადა წინასწარმეტყველი. ის, რასაც ამ წიგნში ლაპარაკობს, თავადაც გადამხდენია და მიგრძვნია: სხეულიდან გამოსვლა, ის შეგრძენები რასაც სულის სხეულიდან გამოყოფას მოსდევს და ა.შ. ის, რაზეც “სიცოცხლესა და სიკვდილში” ლაპარაკობს, გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა, სინჯარის ბავშვები, “ტრიდე” ფილმები და ა.შ. თუ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი რეალობა გახდა, სულ რაღაც ერთ საუკუნეზე მცირე დროში, მაშინ სავარაუდოდ, მასში მოყვანლი სხვა ვარაუდებიც ახდება.
პრაქტიკოსი ფსიქოლოგის სვეტლანა როიზის წიგნი ბავშვებისა და უფროსებისთვის განკუთვნილი საიდუმლოებათა კრებულია. ბავშვები, რომლებიც კითხულობენ, თამაშობენ, ითავისებენ ამ წიგნში შესულ საიდუმლო ისტორიებს, შეძლებენ შემზადებას „უფროსების სივრცეში“ გასასვლელად. უფროსები კი უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს ბავშვთა სამყაროში
„მდოგვის მარცვალი“ - ეს არის თომას სახარების ოშოსეული განმარტება და ამავე დროს შეიძლება ითქვას საუკეთესო წიგნის ქრისტეზე. „მდოგვის მარცვალი“ - ეს არის წიგნი, რომლის ფურცლებზეც მიმოფანტულია შეუქცევადი რევოლუციის მარცვლები, რომლებსაც მხოლოდ შემჩნევა და დანახვა უნდა, რათა დაიწყოს ზრდა და განვითარება.