iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

დეტექტივი

სორტირება:

ხანშიშესული ქალბატონი და, იმავდროულად, დეტექტივი ჯეინ მარფლი ბავშვობის მეგობარ ქერი ლუიზ სეროქოლდთან მიემგზავრება მის მამულ სტოუნიგეიტში, თითქოს დასასვენებლად, სინამდვილეში კი საეჭვო ვითარებაზე დასაკვირვებლად. ეჭვები მალევე დასტურდება, რადგან აქ იგი მახვილგონივრულად დაგეგმილ მკვლელობათა სერიის მოწმე გახდება... ვინ? რატომ? რა მიზნით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მკითხველს საკმაოდ გაუჭირდება, სანამ ნაწარმოების კვანძი არ გაიხსნება. ეს საინტერესო დეტექტივი 1952 წელს გამოქვეყნდა.

წიგნში წარმოდგენილია ხუთი თხზულება მცირე ზომის დეტექტივების კრებულიდან "პარკერი პაინი იძიებს", რომელიც პირველად 1934 წელს გამოქვეყნდა და რომელშიც მთავარი მოქმედი პირი პუარომდელი პერსონაჟი - ინგლისელი პარკერ პაინია.

ეს მცირე ზომის მოთხრობა „ეგვიპტურ სამარხთა“ ციკლიდან ერქუილ პუაროს დეტექტიური უნარების მორიგი დემონსტრირებაა. მიუხედავად მოგზაურობისადმი ანტიპათიისა, პუარო ეგვიპტეში მიემგზავრება და ერთ საღამოში ამოხსნის ერთი შეხედვით რთულ ამოცანას.

შეინ რაიანი ნაშუას უბრუნდება და, მასთან ერთად, იმ მოგონებებს, რომლებმაც საზღვაო არმიაში გაწევრიანებისკენ უბიძგა. დიდხნიანი სასამართლო ბრძოლის შემდეგ, რომელიც მას, ბიძამისსა და ბიცოლამისს შორის მიმდინარეობდა, შეინმა თავისი საოჯახო სახლი დაიბრუნა, სადაც მისი მშობლები გაუჩინარდნენ ოცი წლის წინ. ეს სახლი, საშინელი სასახლე, რომელიც მოჩვენებებითა და საიდუმლოებებითაა სავსე, უფრო ცოცხალია, ვიდრე მისი მაცხოვრებლები. როდესაც შეინის ბიძა და ბიცოლა ჩამოდიან და შემდეგ უჩინარდებიან, შეინის ცხოვრება უარესობისკენ იცვლება. გამომძიებელ მერი ლაფონტეინს ეჭვი შეინზე აქვს. დროსთან ჭიდილში, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი რაიანი ცდილობს, მშობლების კვალს მიაგნოს. მაგრამ სახლის კედლებსა და იატაკში რაღაც საშინელი დაძრწის. რაღაც ავბედითი, რომლის სახეც შეინს იმ დღიდან არ შორდება, როდესაც პირველად ნახა იგი სახლის უკანა ეზოში მდებარე ტბაში. და მას შეინის დაბრუნება არ უხარია. ნამდვილად არ უხარია.

წინამდებარე კრებულში წარმოდეგნილ მოთხრობებში, რომელთა შორისაა „მოცეკვავე კაცუნები“, „ცისფერი კარბუნკული“, „ჰოლმსის უკანასკნელი საქმე“ და სხვები, შერლოკ ჰოლმსი ჩვეული, სხვათათვის წარმოუდგენელი ოსტატობითა და შეუპოვრობით იძიებს დანაშაულს, ხელს უწყობს უსაფუძვლოდ ბრალდებულთა განთავისუფლებას და დროდადრო წვრილმან დამნაშავეებსაც არიდებს სასჯელს.

მოცეკვავე კაცუნები
2.33ლარი

მოცეკვავე კაცუნები

ართურ კონან დოილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დანაშაული უვადოა, სასჯელს ვერავინ ვერასოდეს დააღწევს თავს და ეს არის სწორედ სამართლიანი ყოფა". ალბათ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს ფრიდრიხ დიურენმატის შესანიშნავი დეტექტივის დედააზრი, რომლის წაკითხვა უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს მკითხველს.

ავარია
1.55ლარი

ავარია

ფრიდრიხ დიურენმატი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"მოსამართლე და მისი ჯალათი" საყოველთაოდ არის აღიარებული კრიმინალური მხატვრული ლიტერატურის კლასიკად, სადაც ერთმანეთს დეტექტიური ჟანრი და ეგზისტენციალური ფილოსოფიაა შერწყმული. პირველად გამოქვეყნდა 1950 წელს.

იან ფლემინგმა თავისი პირველი რომანის, „კაზინო როიალის“ ხელნაწერი 1952 წელს გაუგზავნა პოლ გოლიკოს, რომელსაც “სანდი ტაიმსიდან” იცნობდა, და გოლიკო ბედნიერი იყო ჯეიმს ბონდისთვის პირველი ლიტერატურული შეფასება მიეცა: „წიგნი - ნოკაუტი“.

ბორის აკუნინის რომანების სერიის: „ერასტ ფანდორინის თავგადასავლების“ მეორე რომანი „თურქული გამბიტი“ (ჯაშუშური დეტექტივი)

1878 წლის 15 მარტს გრენვილის ქუჩაზე, პარიზში ჩადენილია სასტიკი მკვლელობა. მოკლულია ლორდი ლიტლბი, მისი ორი შვილი და შვიდი მსახური

ლევიათანი
3.20ლარი

ლევიათანი

ბორის აკუნინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბორის აკუნინის (გრიგორი ჩხარტიშვილის) კონსპიროლოგიური დეტექტივი „აზაზელი“, რომელიც დაწერილია 1998 წელს, ავტორის ნებართვით 2002 წელს ქართულად თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, თავადპირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის” 2003 წლის # 3-8 ნომრებში, 2004 წელს წიგნად გამოსცა გამომცემლობა „არეტემ”, ხოლო 2013 წელს ტექსტის კიდევ ერთი რედაქცია გაკეთდა და სწორედ ამ საბოლოო ვარიანტს ვთავაზობთ მკითხველს.

აზაზელი
3.30ლარი

აზაზელი

ბორის აკუნინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star